kids.ge logo

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვები?

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვებისაქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახის პრობლემა ბავშვის ჯანსაღი კვებაა. ბავშვი ოჯახის მომავალია და მის ჯანსაღ აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვები პრეტენზიული გურმანები არიან. ყოველ მათგანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ყოველთვის უნდა ვეცადოთ იმას, რომ მას ჩვენი მირთმეული კერძი მოეწონოს. ფაფა იქნება ეს, რძე, ნამცხვარი თუ სხვა რამ.

ბავშვს აუცილებელია შევაყვაროთ მისი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნატურალური საკვები, ეს სოფლის პირობებში შედარებით უფრო ადვილია, რადგან სოფელში თითქმის ყველას ყავს   სხვადასხვა შინაური ცხოველი (მაგ; ძროხა, რომლის რძეც სავსეა ბავშვებისთვის სასარგებლო ვიტამინებით), შესაბამისად სხვადასხვა ნატურალური პროდუქტებიც მოეპოვებათ ოჯახში. რძე და რძის პროდუქტები  შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების განვითარებას. აგრეთვე სოფელში ნებისიმიერი ხილი ნატურალურია. აქ კი უნდა ვეცადოთ ხილი ისე დავჭრათ, რომ ბავშვებისთვის მიმზიდველი და სასურველი იყოს, ამიტომაც საჭიროა ხილს მივცეთ ისეთი ელფერი, რომ ბავშვის ფანტაზია დაკმაყოფილდეს, აღუძრას მადა და გემრიელად მიირთვას ჯანსაღი პროდუქტი.

  1. იმისათვის რომ ბავშვს სასარგებლო პროდუქტი შევაყვაროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ე.წ „ზღაპრული კერძები“, შეგვიძლია თითოეულ კერძზე ზღაპარი მოვიგონოთ, შემდეგ კი შევუდგეთ მის „ჯადოსნურ ქვაბში“ მომზადებას. ჩვენი ზღაპარი კი ჯანმრთელ საკვებზე იქნება. აგრეთვე, შეგვიძლია პროდუქტი ისეთ ფორმებად დავჭრათ, რომ რომელიმე ზღაპრის გმირს ჰგავდეს, ეს კი სახალისოც იქნება მათთვის.
  2. იმისათვის, რომ ბავშვებს სასარგებლო საკვები შევაყვაროთ შეგვიძლია მაგალითი ჩვენვე ვიყოთ. ბავშვის თვალწინ არასოდეს არ უნდა მივირთვათ ის საკვები, რაც ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას, არაჯანსაღია. ანუ არ უნდა მივირთვათ ის საკვები, რაც მათთვის აკრძალულია.
  3. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ ბავშვი მავნე საკვებით, რადგან ეს მავნე საკვები ბავშვების დადებით ემოციას გამოიწვევს და უფრო სასურველი იქნება, ვიდრე ჯანსაღი საკვები.
  4. გარდა ამისა, შეგვიძლია საკუთარი ხელით დავამზადებინოთ კერძები. ვიყიდოთ ფერადი ფორმები და მზადების პროცესში შეგვიძლია თანდათან შთავაგონოთ, რომ დამზადებულ კერძში ყოველთვის ვიცით რა ურევია, ხოლო მაღაზიაში ნაყიდისას ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ. 

აუცილებელია გამოვიყენოთ ჭურჭლები, რომლებიც ინარჩუნებს ვიტამინებს და ამასთანავე მადისაღმძვრელადაც გამოიყურება.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა ბავშვებისთვის აქვს ტკბილეულის სწორად შერჩევას. ყველაფერი ეს უნდა იყოს ზომიერი. შეგვიძლია ბავშვებს მივაწოდოთ შემდეგი სახის ტკბილეული: თაფლი, ქიშმიში, ვაშლის კოქტეილი რძით... აგრეთვე შეგვიძლია გამოვუცხოთ ბლინები და მოვრთოთ მურაბით, რომ უფრო მადის აღმძვრელი იყოს ბავშვთათვის.

საჭიროა გავუფრთხილდეთ პატარების სწორად კვებას, რადგან ჯანსაღ თაობას ჯანსაღი კვება სჭირდება.თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ხსენებულ რეკომენდაციებს, ბავშვებს აუცილებლად გამოუმუშავდებათ დადებითი ემოციები სასარგებლო პროდუქტების მიმართ.

ბავშვებს ისეთი საკვები უნდა მივაწოდოთ,რაც სასარგებლო იქნება მათი ჯანმრთელობისთვის. მივაწოდოთ ჯანსაღი საკვები,რომელიც სხვადასხვა სახის ვიტამინებს შეიცავს. აქვე შემოგთავაზებთ იმ ვიტამინების ჩამონათვალს,რომელიც საჭირო და აუცილებელია ჩვენი პატარებისათვის. მაგალითად; რძის პროდუქტები, კვერცხი და თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების განვითარებას. B ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების ფორმირებას. C ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ციტრუსები და მწვანილი ამაღლებს იმუნიტეტს. D ვიტამინი კი ძვლებს ამაგრებს.


 კვება
Kids.ge-ს რჩევები

გამოყავით განსაკუთრებული დრო

მიეცით თქვენს შვილს უფლება აირჩიოს ისეთი აქტივობა, სადაც ერთად გაატარებთ 10 ან 15 წუთს. ეს საუკეთესო საშუალებაა სიყვარულის გამოსახატად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024