kids.ge logo

სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი

ფავორიტებში დამატება

სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685–1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. 

ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686–1695). ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს.

წყარო: wikipedia

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

იგავ-არაკები

Kids.ge-ს რჩევები

დაავალეთ უბრალო ამოცანა

ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა სკოლამდელი აღზრდის პერიოდში, უვითარებს მას თვითდაჯერებულობას და კომპეტენციის გრძნობას, ამბობს ბასი. ბავშვი, რომელსაც ევალება ყვავილების მორწყვა ან საშრობიდან ტანსაცმელის გამოღება, დიდი ალბათობით თავად შეძლებს ჩაცმას ან სიმინდის ბურბუშელის მომზადებას. უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ მინიჭებული დავალება მარტივად განხორციელებადი იყოს. ასევე, იყოს ნამდვილი საქმე, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, რადგან სკოლამდელ ბავშვებსაც შეუძლია სამუშაოს შეფასება. მიზანია, შვილმა ოჯახის ქმედითუნარიან წევრად იგრძნოს თავი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024