kids.ge logo

ზღაპრული ლიტერატურა საბავშვო მწერლებთან, ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად

ზღაპრული ლიტერატურა საბავშვო მწერლებთან, ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად

პროგრამის მიზანია ბავშვებმა გაიცნონ მსოფლიო და ქართული საბავშვო ლიტერატურა, გაიცნონ კლასიკოსი და თანამედროვე ავტორები; შეუყვარდეთ კითხვა და წიგნთან ურთიერთობა; განუვითარდეთ მსჯელობის, ამბის თხრობის, შემოქმედებითი აზროვნების და წერის უნარები; განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება.
 
ყველაზე ზღაპრულ, ლიტერატურულ პროგრამას გაუძღვებიან ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერლები ლელა ცუცქირიძე და ვასო გულეური.
 
პროგრამის ძირითადი მიზნებია:
  • ბავშვების ლიტერატურასთან დაახლოვება;
  • ზოგადი წიგნიერების დონის ამაღლება;
  • თანამედროვე და კლასიკოსი საბავშვო მწერლების ნაწარმოებების გაცნობა;
  • წაკითხულის გაგების და გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება;
  • წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარების განვითარება;
  • ტექსტების ანალიზის უნარის განვითარება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ა.შ.
 

შეხვედრების ფორმატი

პროგრამაზე „ზღაპრული ლიტერატურა“ შეხვედრები იმართება ყოველ შაბათ დღეს. დღის მანძილზე ჩატარდება სამი 45 წუთიანი „გაკვეთილი“ - ორი ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მესამე გაკვეთილი არის ხატვა (ფერწერა, ფრაგიკა, ილუსტრაცია);
 
მთლიანობაში, პროგრამა შედგება როგორ თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისაგან, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის როგორც ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას ლიტერატურასა და მწერლების შესახებ, ისე წერის, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევების გამომუშავების პრაქტიკულ გაკვეთილებს. სწავლების მეთოდი ძირითადად სახალისო აქტივობებია, რომ მათთვის წიგნი, ლიტერატურა და ზოგადად ტექსტი - საინტერესო და მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს.
 
ბავშვების მაქსიმალურად დაინტერესებისა და ჩართულობისათვის, პროგრამა მოიცავს უამრავ სხვადასხვა ტიპის თამაშსა და განმავითარებელი აქტივობას (აპლიკაციებს, გასაფერადებლებს, როლურ თამაშებს და ა.შ). ყველა ეს აქტივობა პროგრამის ძირითადი მიზნებდან გამომდინარეობს და არა მხოლოდ ლიტერატურის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, არამედ ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ყურადღების, კონცენტრაციის, ნატიფი მოტორიკის და კოგნიტური უნარების განვითარებას.
 
ხატვის გაკვეთილზე ბავშვები შეისწავლიან როგორც ხატვის ძირითად პრინციპებს (კომპოზიციას, ფერებსა და ფორმებს, შუქჩრდილებს და ა.შ.), ასევე მოუწევს ლიტერატურის პროგრამის მიხედვით შექმნან ნაწარმოებების პერსონაჟები, დაასურათონ სხვადასხვა ლიტერატურული ნამუშევრები და ა.შ. 
 
შეხვედრები შედგება ყოველ შაბათს, 11:00 საათზე და გაგრძელდება 13:25-მდე. ჩატარდება სამი 45 წუთიანი გაკვეთილი, ხოლო მათ შორის 5 წუთიანი შესვენებები.
 
 

პროგრამის ავტორები

ლელა ცუცქირიძე - პოეტი, საბავშვო ავტორი, თვითნასწავლი მხატვარ-ილუსტრატორი. მისი პროზაული და პოეტური ტექსტები  იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია  სასკოლო სახელმძღვანელოებში, სხვადსხვა კრებულებსა და ანთოლოგიებში, მათ შორის,  უცხოურ  ლიტერატურულ ალმანახებსა და კრებულებში.
 
მისი პოეტური  და პროზაული ტექსტები (მათ შორის, საბავშვო)  თარგმნილია ინგლისურ, უკრაინულ, ბერძნულ, რუსულ, ლიეტუვურ,  გერმანულ, ფრანგულ ენებზე. არის საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. არის სხვადსხვა ლიტერატურული  და შემოქმედებითი  კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტი, მათ შორის:  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის სამგზის გამარჯვებული ნომინაციებში: საბავშვო წიგნის ილუსტრირება, საბავშვო დრამატურგია, საბავშვო პროზა (ორი ნომინაციით), ბათუმის თოჯინების თეატრის საბავშვო პიესების კონკურსის,   მწერალთა  სახლის მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი სტიპენდიების, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბული-2021“ (2 ნომინაციაში),  ნაეკისა და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, თბილისის სახელვნებო კონკურსის ორგზის,  გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული .კონკურსის ორგზის გამარჯვებული,  ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ფინალისტი პოეზიაში (2018წ.) და სხვ.
 
 
ვასო გულეურისაბავშვო მწერალი, პოეტი. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია. არის ლიტერატურული პრემია „წეროს“ ერთერთი პრიზიორი. მისი ლექსები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში. არის 20-მდე საბავშვო წიგნის ავტორი.
 
პირველი თარგმანები დაიბეჭდა გაზეთებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“. საბავშვო ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „დილა“. 2007 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებული (მე-2 ადგილი) საბავშვო ლექსების ციკლისთვის „საბავშვო ბაღი“. 
 
თარგმნილი აქვს სერგეი ესენინის, ნიკოლოზ გუმილიოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინას, იოსებ ბროდსკის, ვერონიკა ტუშნოვას, ქრისტინე ლავანტის, ინგებორგ ბახმანის, ჟან ჟენეს, ჯეიმზ ჯოისის, რადიარდ კიპლინგის და სხვათა ლექსები.
 
2011 წელს გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ თარგმანის კონკურსში, რომელიც სახალხო დღესასწაულ „შოთაობას“ მიეძღვნა, ვასილ გულეურის თარგმანებმა მეორე პრემია მიიღო, ხოლო ამავე კონკურსში 2012 წელს — პირველი პრემია. ასევე, 2011 წელს საზოგადოებრივმა რადიომ და ელფის გამომცემლობამ გამოაცხადეს საშობაო ზღაპრის კონკურსი, სადაც ვასილ გულეურის პიესამ „დაბრუნებული ბგერები“ პირველი ადგილი დაიკავა.
 
2019 წელს მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წიგნისთვის „მიკო და რეი“. 2021 წელს მისი საბავშვო წიგნი "ამბები კატა კოტოსი", გახდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული.
 
 

ბავშვების ასაკი

პროგრამაზე ვიღებთ 4-დან 12 წლამდე ბავშვებს. ჯგუფები დაკომპლექტდება ბავშვების ასაკის მიხედვით. გვაქვს სამი ასაკობრივი ჯგუფი 4-6 წლიანები (სკოლამდელი ასაკი); 7-9 წლიანები და 10-12 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფები.
 
 

პროგრამაზე რეგისტრაცია

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის (მშობელი, მეურვე) პირადობის მოწმობის ასლი;

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.


 

სწავლის საფასური

პროგრამაზე სწავლის საფასური 160 ლარია თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასურია 140 ლარი. ამ საფასურში შედის საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასიც.

 

რა უნდა მოიტანოთ?

ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის საღებავები, ფორმატები, ფურცლები, კალმები, ფანქრები და ა.შ.

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

მიაჩვიეთ დისციპლინას ეფექტურად

თქვენ ალბათ არასოდეს შეხვედრიხართ მშობელს, რომელიც არ იღებს პაუზას ან სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი, რომელიც ისვენებს. მაშ რა დისციპლინის სტრატეგიებს გვირჩევენ მასწავლებლები?

Kids.ge-ს რჩევები

ერთად გამოასწორეთ შეცდომები

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი ღებავს კედლებს, დაეხმარეთ მას მის მოშორებაში. თუკი იგი დაანგრევს თანატოლის აშენებულ კონსტრუქციას, სთხოვეთ, დაეხმაროს თავიდან აწყობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024