ყველა მშობელს გვინდა, რომ ჩვენი ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, ადეკვატური ძილი კი მათი საერთო კეთილდღეობის უმთავრესი კომპონენტია. სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს არასაკმარისად სძინავს, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს მათ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ იმის ზოგიერთ ნიშანს, რომ ბავშვს შესაძლოა არასაკმარისად სძინავს, და მივცემთ მშობლებს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს, რათა მათ იძინონ ისე, როგორც საჭიროა.
ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ ბავშვს ძილი აკლია, არის გადაჭარბებული ძილიანობა დღის განმავლობაში. თუ თქვენ შვილს დღის განმავლობაში ეძინება, ან ხშირად ეკიდება რული, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მას ღამე არასაკმარისად სძინავს. არასაკმარისი ძილის სხვა ნიშნები შეიძლება იყოს გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვალებადობა, კონცენტრაციის გაძნელება, ენერგიისა და ენთუზიაზმის ნაკლებობა.
გარდა ამ ქცევითი ნიშნებისა, არსებობს ასევე ფიზიკური სიმპტომები იმისა, რომ ბავშვს არასაკმარისად სძინავს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს მუქი წრეები თვალების ქვეშ, აწუხებდეს თავის ან მუცლის ტკივილი, ან ჰქონდეს პრობლემები სხეულის ტემპერატურის რეგულირებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ შეშფოთებული ხართ იმით, რომ თქვენ ბავშვს შეიძლება არასაკმარისად სძინავს, საჭიროა ზომების მიღება. არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც თქვენ, როგორც მშობელმა, შეგიძლიათ გადადგათ თქვენი ბავშვის დასახმარებლად. აი რამდენიმე რჩევა, რაც გასათვალისწინებელია:
- დანერგეთ თანმიმდევრული ძილისწინა რუტინა: რუტინა სასარგებლოა ბავშვებისათვის, და თანმიმდევრული ძილისწინა რუტინა შეიძლება დაეხმაროს მათ ორგანიზმს იმ სიგნალის მიღებაში, რომ უკვე დასვენებისა და ძილისათვის მომზადების დროა. იფიქრეთ იმგვარი თანმიმდევრული ძილისწინა რუტინის დანერგვაზე, რომელიც მოიცავს თბილი აბაზანის მიღებას, მოთხრობის წაკითხვასა და სინათლის ჩაქრობამდე გარკვეული დროის სიჩუმეში გატარებას.
- შექმენით ძილისათვის ხელსაყრელი გარემო: დარწმუნდით, რომ თქვენი შვილის საძინებელი მყუდრო, ბნელი და გრილია. მოაცილეთ ყველა ყურადღების გამფანტავი ფაქტორი, როგორებიცაა ტელევიზორი ან ვიდეო თამაშები, და იფიქრეთ შუქგაუმტარი ფარდების ან თეთრი ხმაურის გენერატორის გამოყენებაზე მშვიდი გარემოს შესაქმნელად.
- შეზღუდეთ კოფეინის და შაქრის მიღება: ძილის წინ კოფეინისა და შაქრის შემცველმა სასუსნავებმა ან სასმელებმა შეიძლება გაუძნელოს ბავშვს ჩაძინება და ძილი. ცადეთ შეუზღუდოთ ბავშვს ამ ტიპის საჭმელებისა და სასმელების მიღება საღამოობით და ამის სანაცვლოდ წყლის დალევა ურჩიეთ.
- წაახალისეთ ფიზიკური აქტივობა: რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია ხელი შეუწყოს ძილის გაუმჯობესებას. ასე რომ წაახალისეთ ბავშვი, ბევრი ივარჯიშოს დღის განმავლობაში. თუმცა ის აუცილებლად უნდა მოერიდოს ვარჯიშს უშუალოდ ძილის წინ, რადგანაც ამან შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს და გაუძნელოს ჩაძინება.
- გარდა ამ რჩევებისა, მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ ბავშვის პედიატრს, თუ მისი ძილის რეჟიმი გაწუხებთ. პედიატრს შეუძლია დაგეხმაროთ იმით, რომ გამორიცხოს ნებისმიერი ძირითადი დაავადება, რომელიც შეიძლება განაპირობებდეს ცუდ ძილს, და მოგცეთ დამატებითი რჩევები, თუ როგორ შეუწყოთ ხელი ბავშვს ჯანსაღი ძილის ჩვევების გამომუშავებაში.
დასასრულ, ცუდმა ძილმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მის საერთო კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა კარგად იცოდნენ ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ბავშვს საკმარისად არ სძინავს, და მიიღონ ზომები, რათა ხელი შეუწყონ მის მიერ ჯანსაღი ძილის ჩვევების გამომუშავებას. თანმიმდევრული ძილისწინა რუტინის დანერგვით, ძილისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, კოფეინისა და შაქრის მიღების შეზღუდვით, და ფიზიკური აქტივობის წახალისებით მშობლებს შეუძლიათ უზრუნველყონ ის, რომ მათ შვილებს ეძინოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა მათი სრულფასოვანი განვითარებისათვის.
წყაროები:
· American Academy of Pediatrics. (2016). How Much Sleep Do Babies and Kids Need? Retrieved from https://www.healthychildren.org/English/healthy-living/sleep/Pages/How-Much-Sleep-Do-Children-Need.aspx
· National Sleep Foundation. (n.d.). How Much Sleep Do Babies and Kids Need? Retrieved from https://www.sleepfoundation.org/articles/how-much-sleep-do-babies-and-kids-need
· Centers for Disease Control and Prevention. (2021). Sleep and Sleep Disorders. Retrieved from https://www.cdc.gov/sleep/index.html