კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტს (Speech and language therapists, SLT) და რა სახის სირთულეებთან მუშაობს Kids.ge-ს ენისა და მეტყველების თერაპევტი ბავშვებთან?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ისეთი სირთულეები, როგორიცაა:
თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა დროულად მოხდეს პრობლემის გამოვლენა და მასზე მუშაობის დაწყება.
Kids.ge-ში ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში ასევე შესაძლებელია წინასასკოლო კონსულტაცია (5-6 წლის ბავშვებისათვის) - წინასასკოლო მზაობის შემოწმების მიზნით ბავშვის ენობრივი კომუნიკაციური და მეტყველების უნარების შეფასება. ასეთი შეფასება სასურველია გაკეთდეს სკოლაში წასვლამდე საშუალოდ ერთი წლით ადრე.
კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტთან მუშაობის დასაწყებად საჭიროა ბავშვის მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, რისთვისაც პირველადი კონსულტაცია ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ამ მიზნით, ხდება დამატებით რამდენიმე შესაფასებელი ხასიათის ვიზიტი, რომლის დროსაც გამოიკვეთება ყველა სირთულე და მხოლოდ სრულფასოვანი სურათის არსებობის შემდეგ ხდება სამუშაო შეხვედრების დაწყება.
სალომე ცხვიტავა - კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი (მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ფსიქოლოგი); სამუშაო გამოცდილება:
ჩვენი მისამართია: თბილისი, პეკინის გამზ. 36. კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, წინასწარ დაგვიკავშირდით: 599 93 25 14
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველა სირთულეს სხვადასხვა დრო შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ ამის თქმა მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი და უფრო დეტალურ ინფორმაციას, თქვენი ბავშვის და მისი საჭიროებების მიხედვით, ჩვენი კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი მოგაწვდით.
შექმენით ტრადიციები, რომლებიც დაკავშირებულია დღესასწაულებთან, როგორიცაა საჩუქრების გაცვლა შობას ან კვერცხების შეღებვა აღდგომას.
წაახალისეთ ბავშვი, რომ იყოს პასუხისმგებელი გრძნობების მიმართ
ასწავლეთ ბავშვს, იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე და მათ გავლენაზე სხვებზე.
გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო