დანამატების ძიება
ძიების შედეგები
ფერის აღნიშვნები
საკვები დანამატის ზემოქმედების შედეგები უცნობია. | |
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო დანამატი. | |
უკუჩვენებები არ დაფიქსირებულა ან უსაფრთხო დანამატი, რომლის მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ავლენს უკეჩვენებებს. | |
დანამატის მიღება შესაძლებელია იყოს სახიფათო. | |
დანამატი სახიფათოა ორგანიზმისთვის. | |
დანამატი რომლმაც ძალიან სახიფათოა ორგანიზმისთვის. უმეტეს შემთხვევებში ასეთი დანამატები აკრძალულია. | |
საკვები დანამატის გამოყენება აკრძალულია საქართველოში | |
საკვები დანამატის გამოყენება აკრძალულია ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. |
შეინახეთ შედეგები
ინფორმაცია
რა არის საკვები დანამატები?
საკვები დანამატები, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზნებისთვის ემატებათ საკვებ პროდუქტებს წარმოების, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა ან შენახვის პროცესში, მათთვის სასურველი თვისებების მისანიჭებლად. მაგალითად განსაკუთრებული არომატის (არომატიზატორები), ფერის (საღებავები), შენახვის ხანგრძლივობის (კონსერვანტები), გემოს, კონსისტენციის და ა.შ.
ზოგიერთი საკვები დანამატი აბსოლუტურად უვნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ზოგიერთი მათგანი სასარგებლო და აუცილებელიცაა ჩვენთვის. თუმცა სამწუხაროდ ბევრი მათგანი საკმაოდ საშიშია ჩვენი და განსაკუთრებით ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა პროდუქტს, რასაც ჩვენს პატარებს ვაძლევთ, ისინი შეიძლება შეიცავდნენ ჯანმრთელობისათვის საშიშ დანამატებს.
როგორ მოვძებნო საკვები დანამატები?
სამწუხაროდ, ყველა პროდუქტზე, მწარმოებელი არ აწერს იმ დანამატების სრულ სიას, რასაც ეს პროდუქტი შეიცავს. ან თავს არიდებს ეტიკეტზე E-კოდების დაწერას და მის ნაცვლად, მხოლოდ საკვები დანამატის სახელს წერს. ჩვენი საძიებო სისტემა მოწყობილია ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ საკვები დანამატის კოდი E-სიმბოლოთი ან მის გარეშე, მისი სახელი, ან ფრაგმენტი მისი სახელიდან და საძიებო სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ საკვები დანამატების სიას, რომლებიც შეესაბამებიან თქვენს მიერ ჩაწერის მნიშვნელობებს. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი საკვები დანამატი და დაკლიკეთ მასზე, ის ავტომატურად მოხვდება დანამატების სიაში. შემდეგ განაგრძეთ სხვა საკვები დანამატის კოდის ან დასახელების აკრეფვა და ასე გაიმეორეთ მანამ, სანამ არ შეიყვანთ ყველა იმ დანამატს, რომელიც მითითებულია ამა თუ იმ პროდუქტზე. შემდეგ ძიებაზე დააჭირეთ და სისტემა გიჩვენებთ თუ რამდენად უსაფრთხოა პროდუქტში შემავალი ესა თუ ის საკვები დანამატი ჯანმრთელობისათვის.
ჩვენს სისტემაში ვერ იპოვეთ საკვები დანამატის სახელი?
ზოგიერთ შემთხვევაში, საკვები დანამატის სახელს სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვაგვარად წერს. მაგალითად საკვები დანამატი, საღებავი ყვითელი „მზის ჩასვლა“, ზოგიერთ შემთხვევაში ეტიკეტზე შეიძება შეგხვდეთ როგორც ყვითელი სანსეტი, ან ზოგიერთი დანამარის სახელში არსებული „თ“-ს ნაცვლად შეიძლება ეწეროს „ტ“ და ა.შ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ჩვენთვის რასაკვირველია უცნობია ყველა შემთხვევის შესახებ, ამიტომ ჩვენი თხოვნაა, რომ თუ რომელიმე საკვები დანამატის სახელი ვერ აღმოაჩინეთ ჩვენს სისტემაში, გამოგვიგზავნოთ ეს დასახელება.
რატომ უნდა შევინახო ძიების შედეგები?
ძიების შედეგების შენახვა ნებაყოფლობითია და რათქმაუნდა შეგიძიათ ის არ შეინახოთ, მაგრამ შენახვის შემთხვევაში ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და შემდგომში ადვილად შეძლებთ გაიხსენოთ თუ რამდენად უსაფრთხო იყო ესა თუ ის პროდუქტი ჯანმრთელობისათვის.
ვინ ნახავს ჩემს შენახულ პროდუქტებს?
თქვენს მიერ შენახული პროდუქტის ნახვის საშუალება გაქვთ მხოლოდ თქვენ.
არავინ იცნობს თქვენს შვილს თქვენზე უკეთ. მიჰყევით თქვენს ინსტინქტს, როდესაც საქმე ეხება მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია, დიდი შანსია, რომ თქვენ მართალი იყოთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო