kids.ge logo

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ბავშვის ცემაძალადობა ახდენს ძალადობის მოდელირებას

ბავშვებს უყვართ უფროსების იმიტირება, განსაკუთრებით კი მათი, ვინც გამორჩეულად უყვართ. ისინი თვლიან, რომ ის რასაც მშობლები აკეთებენ დასაშვები და მისაღებია, ამიტომ ცდილობენ, რომ ყველაფერი რასაც სახლში ხედავენ თვითონაც დაისწავლონ. ბავშვების უმრავლესობა მომავალში იმეორებს იგივე აღზრდის ტექნიკებს, რომელსაც იყენებდნენ მათი მშობელბი. ოჯახში ბავშვები სწავლობენ თუ როგორ გაუმკლავდნენ კონფლიქტებს. კველებმა აჩვენა, რომ ბავშვები რომლებიც ძალადობრივ ოჯახებში გაიზარდნენ კონფლიქტების დროს მეტად იყენებენ აგრესიას.

ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობა არის იმის დემონსტრირება, რომ სხვისი ცემა დასაშვებია, განსაკუთრებით კი დიდი ადამიანების მიერ პატარების ან ძლიერებისგან უფრო სუსტების ცემა. ბავშვები რომლებსაც ცემენ იყალიბებენ ანალოგიურ დამოკიდებულებას და განწყობას მათ თანატოლებთან და და-ძმებთან ურთიერთობაში.

ზოგი დედა თვლის, რომ მათ შეიძლება იმდენად იშვიათად და იმდენად მსუბუქად წამოარტყან ბავშვს, რომ ამან არც კი იმოქმედოს მათზე, რადგან მათი შვილები ძირითადად თბილ გარემოში იზრდებიან. თუმცა ეს ვარაუდი სწორი არ არის. ბავშვების უმრავლესობამ შესაძლოა 100 ჩახუტებაში სწორედ ის ერთი მორტყმა დაიმახსოვრონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს აგრესიულად და უსამართლოდ ხდება.

მშობლები საკუთარი ძალადობით ასწავლიან ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის არასწორ მოდელს, სწორედ ამიტომ ახდენს მშობლის ატიტუდი ამხელა გავლენას ბავშვზე. მშბელმა პირველ რიგში თვითონ უნდა ისწავლოს თავისი აგრესიის კონტროლი და თუკი კრიტიკულ მომენტში ამას მოახერხებს, მოგვიანებით ის აუცილებლად იპოვის პრობლემის გადაწყვეტის რაციონალურ გზას.


დასჯავერბალური და ემოციური ცემა

ფიზიკური ცემა არ არის ბავშვზე ძალადობის ერთადერთი გზა. ენამწარობამ და ცუდი სახელების წოდებამ შეიძლება მეტი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს ბავშვს. იმ ფაქტმა, რომ ბავშვი შეშინებულია იმით, რომ მიატოვებენ ან მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყვარებათ, თუ კარგად მოიქცევა შეიძლება გაცილებით დიდი ჭრილობები დაუტოვოს ბავშვს, ვიდრე ფიზიკურმა ცემამ.

 

ცემა მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.

ბავშვი საკუთარი თავის შეფასებას იწყებს სხვებზე დაკვირვებით. ის ფაქტი თუ როგორ აფასებს ბავშვს მისი მშობლები განაპირობებს შემდგომში მის თვითშეფასებას. ცემით ბავშვის მიმართ იგზავნება გაურკვეველი მესიჯი, რომელიც შეიძლება მის მიერ გაიშიფროს როგორც „მე ცუდი ვარ“. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ვერ ხვდება რის გამო ცემენ.

 

ხელებზე დარტყმა

ზოგი მშობელი ამას დაუფიქრებლად აკეთებს და შედეგებზე არ ფიქრობს. მარია მონტესორი თვლიდა, რომ ბავშვის ხელები ესაა სამყაროს აღმოჩენის და შესწავლის საშუალება, ხელები არის ბავშვის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და მისი უფრო გაღვივების საწინდარი. ხელებზე დარტყმით მშობელი ბავშვის მიმართ აგზავნის ძალიან ნეგატიურ მესიჯს. ეს ბავშვმა შესაძლოა განაზოგადოს და ჩათვალოს, რომ საგნების ხელში აღება და შესწავლა ცუდია. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ბავშვები მომავალში ნაკლებად ამჟღავნებენ სამყაროს შესწავლის სურვილს.

 

ცემა ცუდად მოქმედებს თვითონ მშობელზეც

ბავშის ცემა, გარდა იმისა, რომ უარყოფითად მოქმედებს მშობელზე, ასევე ანგრევს მშოლის ხატს. იყო ავტორიტეტი ნიშნავს, რომ გენდობოდნენ და პატივს გცემდნენ და არა იმას, რომ შენი ეშინოდეთ. ცემის დროს ორივე მხარე, მშობელიც და შვილიც წამგებიან სიტუაციაშია. არამარტო ბავშვი კარგავს მშობლის პატივისცემას, არამედ მშობელიც კარგავს საშუალებას, რომ განავითაროს სხვა მიდგომები შვილთან ურთიერთობაში. გარდა ამისა, ბავშვი რომელსაც სცემენ, როგორც წესი იქცევა უფრო ცუდად, რიც გამოც იღებს მეტ ფიზიკურ დასჯას, ამას კი მივყავართ იქამდე, რომ ბავშვს არ უყალიბდება საკუთარი თავის და საკუთარი ქცევის მართვის უნარი. ცემა ცუდად მოქმედებს მშობლის და შვილის ურთიერთობაზეც, ზოგიერთი ბავშისთვის ემოციურად ეს უფრო ადვილი გადასატანია, მაგრამ ზოგს ძალიან უჭირს, რომ ის ხელი უყვარდეს, რომელიც ურტყამს.

 

ცემას შედეგი არ მოაქვს

ბავშვის ცემა არ განაპირობებს მის კარგ ქცევას, ცემა ბარიერს წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის და იწვევს მათ გაუცხოებას. მშობლები რომლებიც ძალადობენ, ვერ ახერხებენ საკუთარი შვილების შეცნობას და მათთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას.


 ფსიქოლოგია
Kids.ge-ს რჩევები

ერთად გამოასწორეთ შეცდომები

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი ღებავს კედლებს, დაეხმარეთ მას მის მოშორებაში. თუკი იგი დაანგრევს თანატოლის აშენებულ კონსტრუქციას, სთხოვეთ, დაეხმაროს თავიდან აწყობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024