kids.ge logo

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ბავშვების მხედბელობის ეტაპებიახალშობილებში მხედველობა ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. თვალისა და თავის ტვინის მხედველობითი სტრუქტურები განვითარებას აგრძელებს დაბადების შემდეგაც. რადგან მხედველობითი სტრუქტურები ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, ახალშობილებს ფოკუსის დაჭერა კარგად არ შეუძლიათ და მათი მხედველობის სიმძაფრე შეზღუდულია.

დაბადებისას, ჩვილები საგნებს 20-40 სანტიმეტრის დაშორებით ისეთივე სიმკვეთრით ხედავენ, როგორც უფროსები 6 მეტრის დაშორებით, დაშორებულ საგნებს კი ბუნდოვნად. ისინი მშობლის სახესაც კი ძალიან ახლო მანძილიდან სუსტად ხედავენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბადებისას თქვენი ბავშვის მხედველობა საკმაოდ ბუნდოვანია, თავდაპირველად მას შეუძლია შუქების, ფორმების და მოძრაობების გარჩევა. ახალშობილების მხედველობის შესაძლებლობები შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანის სახის დანახვით, რომელსაც ის ხელში უჭირავს. ადამიანების სახეები ჩვილისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველია, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მასთან, რომ თქვენს სახეს უყუროს და დააკვირდეს.

ბავშვის ფერების აღქმადასაწყისისათვის ჩვილებს ფერების კარგად განსაზღვრა უჭირთ, ეს უნარი მათ დაახლოებით 2 თვის ასაკისთვის უვითარდებათ. 2 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ფერების ერთმანეთისგან გარჩევა, ის უკვე ისეთ მიმსგავსებულ ფერებსაც განასხვავებს, როგორიცაა წითელი და სტაფილოსფერი. ჩვილები უპირატესობას ფერად და კაშკაშა ფერებს ანიჭებენ, ასევე აინტერესებთ რთული და კარგად დეტალიზირებული ფორმის საგნები. ასე რომ, მიეცით საშუალება დაათვალიეროს ფერადი სურათები, წიგნები და სათამაშოები.

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილები კარგად ვერ ხედავენ, ისინი საინტერესო სურათებსა და მოძრავ საგნებზე დაკვირვების მეშვეობით გარემოს აქტიურად იკვლევენ.

მხედველობის სისტემა პირველი თვეების განმავლობაში სწრაფად იწყებს განვითარებას. 2 თვის ასაკში, ჩვილებს უკვე საგნის ფოკუსში მოქცევა შეუძლიათ, ხოლო 6 თვისათვის მხედველობის სიმახვილე უფროსის დონეს აღწევს.

დაკვირვება და თვალის გაყოლება პირველი ნახევარი წლის განმავლობაში იხვეწება. ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას გამიზნულად ამოკრეფენ და თვალის მოძრაობით წინასწარ განსაზღვრავენ, რა მოხდება შემდეგ. დროთა განმავლობაში დაკვირვება აღქმას აძლიერებს, ხოლო აღქმა დაკვირვებას.

უკვე 5 თვის ასაკში თქვენს ბავშვს შეუძლია შეამჩნიოს ძალიან პატარა საგნებიც. ხოლო, 8 თვის ასაკში შეუძლია საკმაო რაოდენობის ადამიანისა და საკუთარი ნივთების ცნობა.


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

პატივი ეცით მშობლის აღზრდის განსხვავებულ მეთოდებს

მხარი დაუჭირეთ თქვენი მეუღლის მიდგომას შვილების აღზრდაში - თუ ეს არ ცდება რაიმე ფარგლებს. პარტნიორთან კამათი უფრო მეტ ზიანს აყენებს თქვენს ქორწინებას და თქვენი შვილისთვის უსაფრთხოების განცდას. უმჯობესია, მიიღოთ ერთმანეთს აღზრდის სტანდარტები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024