kids.ge logo

ბავშვები და კომპიუტერი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ბავშვობა ალბათ ის პერიოდია, რომელსაც მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობა მუდამ შენატრის და ხშირად დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს. ეს არის ცხოვრების ეტაპი, როცა ყველაზე ცოტა საზრუნავი გაწუხებს. თუ გავიხსენებთ ჩვენს ბავშვობას, ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც დამეთანხმებით, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო მშობელს უდროო დროს არ შეეწყვეტინებინა თამაში. როცა ჩვენ 9-10 წლისები ვიყავით, მართალია საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაწუხებდა და თუნდაც 1 საათით ანთებული ნათურაც კი ბედნიერებას გვანიჭებდა. იმ დროს ჩვენს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო პერსონალური კომპიუტერი. თუმცა 10 წელი ტექნოლოგიური განვითარებისთვის დიდი დროა და საქართველოც კომპიუტერომანიამ მოიცვა. ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და რაც არ უნდა დატვირთულები ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში, მაინც ვიტოვებთ დროს მოციმციმე ეკრანის წინ გასატარებლად (არის შემთხვევები, როცა მთელ დღეს მის წინ ვატარებთ).

გასართობადაც იქცა და ხშირად მათი მოხმარება მშობლებზე უკეთაც კი შეუძლიათ. ალბათ ბევრჯერ შეგინიშნავთ 8-9 წლის ბავშვი, რომელიც უახლესი თაობის თუ არა მოძველებული მობილურით მაინც ირთობს თავს. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ სურთ ნებისმიერ დროს შეძლონ შვილთან დაკავშირება და რომ ეს ბავშვების უსაფრთხოებისთვისაა. რომელიმე ჩვენგანს მობილური ქონდა მათ ასაკში? რა თქმა უნდა არა, იმ პერიოდში მობილური ახალი ხილი იყო. არა და რა „ბნელი დრო“ იდგა. სახლში ბავშვებს ბევრად უკეთესი გასართობი ელოდებათ კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით.

კომპიუტერი და ბავშვიდღეს? ჟრიამული და ხმაური (ბავშვებისას ვგულისხმობ), მარტო სკოლების წინ ისმის, როცა გაკვეთილები მთავრდება. თანამედროვე ბავშვი მუდამ დაკავებულია, არასოდეს სცალია. მან ალბათ იმ თამაშების ნახევარიც არ იცის, რომელსაც ჩვენ, სულ რაღაც 10 წლის წინ ვთამაშობდით. სამაგიეროდ, თანამედროვე ბავშვმა იმდენი კომპიუტერული თამაში იცის, ჩვენ რომ არც კი დაგვსიზმრებია.ჩვენ თუ ხანდახან ეზოში არ გვიშვებდნენ, დღეს მშობლები ხშირად ეხვეწებიან შვილებს ცოტა ხნით მაინც მოშორდი კომპიუტერს და სუფთა ჰაერზე გადიო. მთავარი ისაა, რომ ბავშვებს არ აქვთ სურვილი გარეთ გავიდნენ და მოგონილი თამაშები ითამაშონ, როცა წარმოსახვის დაძაბვის გარეშე შეუძლიათ ჩართონ კომპიუტერი და ვირტუალურ სამყაროში აკეთონ ის, რაც მოესურვებათ.

მთელი დღის განმავლობაში სკოლაში გატარებული დრო, ალბათ დროის ის ყველაზე დიდი მონაკვეთია, როცა ბავშვები კომპიუტერის წინ არ სხედან. აქაც მიუწვდებათ ხელი კომპიუტერზე, თუმცა დიდ ხანს თამაშს მაინც ვერ მოახერხებენ და ინტერნეტში ხეტიალით შემოიფარგლებიან, რომელიც თავის მხრივ კიდევ დამატებით საფრთხეებს შეიცავს.

მთელს მსოფლიოში კამათობენ იმ თემაზე, თუ რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს უფლება გამოიყენოს კომპიუტერი. უმრავლესობა თანხმდება, რომ რაც უფრო ადრე მით უკეთესია, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნილებაც რასაც საზოგადოება თავის წევრებს უყენებს და საჭირო ხდება პატარებმა ადრეული ასაკიდან აითვისონ კომპიუტერული უნარ-ჩვევები. თუმცა ამასთან ყველა თანხმდება, რომ დრო რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს და ასევე მისი მოქმედებები მშობლებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს.

ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, კომპიუტერის უკონტროლო და ხშირი გამოყენებისას უვითარდებათ მიჯაჭვულობა. სხვადასხვა გრაფიკული თამაშები, სოციალური ქსელები (რომლებიც სხვათა შორის ძალიან აქტუალურია საქართველოში უკვე ადრეული ასაკიდან) , ადვილად იწვევენ მიჩვევას და ხშირად უფროსებიც კი გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ანებებენ თავს კომპიუტერს და ეს უფრო რთულია ბავშვებისთვის, რომელთათვისაც ყოველგვარი სიახლე ძალიან აზარტულია. მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ რაც არ უნდა განვითარებული და ჭკვიანი შვილები ჰყავდეთ,ისინი ჯერ მაინც მხოლოდ ბავშვები არიან და არ აქვთ მყარი წარმოდგენები ჩამოყალიბებული იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.

კომპიუტერთან ხშირმა და გრძელვადიანმა ჯდომამ შიძლება ბავშვის ზრდა-განვითარებაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პირველ რიგში ეს ეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც უფროსებსაც შეიძლება გაუჩნდეთ კომპიუტერთან ხშირი მუშაობისას. ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრის, ხერხემლის, ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, თვალის ბადურის სიმშრალე, გამოფიტვა, სიმსუქნე (რომელსაც ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა და გაუნძრევლად ჯდომა იწვევს), იშვიათად ხელის მტევნის სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.

ამ პრობლემების გარდა ხშირია ბავშვებში გადაღლა, ნერვიული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, აგრესია გარშემო მყოფების მიმართ, უმადობა ან პირიქით გაცხოველებული ჭამის სურვილი, უძილობა და სხვა.

ბავშვებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერზე, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. მათ მეგობრებთან ვირტუალური საუბარი ურჩევნიათ პირისპირ კომუნიკაციას. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ კონფლიქტი ოჯახის წევრებთნ. მათთვის რეალური ცხოვრება ინტერესსმოკლებულია, გულჩათხობილები ხდებიან და გაურბიან ადამიანებთან ურთიერთობას.

დასასრულ, მინდა ავღნიშნო, არ ვუარყოფ კომპიუტერის და ტექნოლოგიების დადებით მხარეებს, თუმცა მიმაჩნია, რომ საჭიროა მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ შვილებს, რათა ტექნოლოგიური სიახლეები ბვშვებისთვის ზიანის მომტანად არ იქცეს.


 თამაშებიგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024