kids.ge logo

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ყველაზე გაცხოველებული ფანტაზია და მზად არიან, რომ გადალახონ ყველა მიზანი, რომელიც მათ სკოლამდელი განვითარებისთვის სჭირდებათ. თუმცა განვითარება ყველა ბავშვთან ერთნაირად არ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ შეესაბამება თუ არა ჩვენი შვილის შესაძლებლობები მისი ასაკობრივი საფეხურის ნორმებს, სასურველია ვიცოდეთ, თუ რა მოეთხოვებათ ბავშვებს განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე. ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი, რომელსაც თქვენი 3-4 წლის ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს.

მეტყველების სფერო:

3-4 წლის ბავშვი არც ისე ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. 3 დან 4 წლამდე თქვენს შვილს უკვე უნდა შეეძლოს, რომ:

  • თქვას საკუთარი სახელი და ასაკი.
  • იცოდეს 250-დან 500-მდე სიტყვა.
  • უპასუხოს მარტივ შეკითხვებს.
  • ლაპარაკობდეს 5-6 სიტყვიანი წინადადებებით და 4 წლისათვის ლაპარაკობდეს გამართული წინადადებებით.
  • ლაპარაკობდეს გარკვევით.
  • შეეძლოს რაიმე ამბის გადმოცემა.

 

კოგნიტური სფერო:

ბავშვები თამაშობენთქვენი შვილი უკვე იწყებს ბევრი შეკითხვის დასმას: „რატომ არის ცა ლურჯი? რატომ აქვთ ჩიტებს ბუმბული?. . . “ შეკითხვები, შეკითხვები და კიდევ უფრო მეტი შეკითხვები! შესაძლოა თქვენთვის ეს უკვე მოსაბეზრებელია, მაგრამ ბავშვისთვის შეკითხვების დასმის სურვილი განვითარების ერთ-ერთი ნიშანია. გარდა შეკითხვების დასმისა, თქვენს შვილს უნდა შეეძლოს, რომ:

  • სწორად დაასახელოს ფერები.
  • ესმოდეს „ერთნაირის“ და „განსხვავებულის“ იდეა.
  • იყოს კრეატიული.
  • შეეძლოს სამ საფეხურიანი მითითებების შესრულება.
  • დაიმახსოვროს მოყოლილი ამბიდან რაიმე ნაწილი მაინც.
  • ჰქონდეს დროის აღქმა (იცოდეს დილა, საღამო, ღამე. . . )
  • იცოდეს თვლა და ესმოდეს დათვლის აზრი.
  • შეეძლოს საგნების დალაგება ფერის და ფორმის მიხედვით.
  • შეეძლოს ასაკის შესაბამისი ფაზლების აწყობა.
  • ამოიცნოს უკვე ნანახი საგნები და სურათები.

 

ფიზიკური განვითარების სფერო:

  • უნდა შეეძლოს კიბეზე ავიდეს და ჩამოვიდეს ფეხების მონაცვლეობით (ჯერ ერთ ფეხს ადგამდეს, მერე მეორეს).
  • მიარტყას ფეხი, ისროლოს და დაიჭიროს ბურთი.
  • აცოცდეს რამეზე.
  • ირბინოს უფრო თავდაჯერებულად და შეეძლოს სამბორბლიანი ველოსიპედის ტარება.
  • დადგეს ცალ ფეხზე 5 წამის განმავლობაში.
  • დადიოდეს წინ და უკუსვლით ადვილად.
  • გადაიხაროს წაქცევის გარეშე.

 

ნატიფი მოტორიკის განვითარება (ხელი, თითები):

  • უფრო ადვილად დაიჭიროს პატარა ნივთები და ადვილად გადაშალოს წიგნის ფურცლები.
  • შეძლოს ასაკის შესაბამისი მაკრატლის გამოყენება.
  • დააკოპიროს წრე და ოთხკუთხედი.
  • დახატოს ადამიანი 2 ან 4 სხეულის ნაწილით.
  • დაწეროს რამდენიმე ასო.
  • ააშენოს კოშკი 4 ან მეტი სათამაშო კუბით.
  • დამოუკიდებლად გაიხადოს და ჩაიცვას.
  • მოხადოს ქილას თავი და ისევ დაახუროს.

3-4 წლის ბავშვი დამოუკიდებელი ხდება არამარტო ფიზიკურად, არამედ უკვე ემოციურადაც. მას უკეთ შეუძლია საკუთარი ემოციების და სურვილების მართვა.

გარდა ამისა, მისი სოციალური უნარებიც იზრდება, მას უკვე შეუძლია თავის თანატოლთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში გარკვეული წესების დაცვა, მათთან ერთად რაიმე პრობლემის გადაჭრა.

ფერადი თითები

ემოციური სფერო

ამ ეტაპზე თქვენს შვილს უკვე უნდა შეეძლოს:

  • მშობლების და მეგობრების მიბაძვა.
  • მშობლების და მეგობრების მიმართ ემოციების გამოხატვა.
  • გაიგოს „ჩემის“ და „შენის“ იდეა.
  • გამოხატოს მრავალფეროვანი ემოციები, როგორიცაა მოწყენა, სიბრაზე, სიხარული.
  • ამ ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტადაა განვითარებული წარმოსახვის უნარი. ერთის მხრივ ფანტაზიას განვითარებისკენ მივყავართ, მაგრამ მეორეს მხრივ ამან შეიძლება არარეალური შიშებიც გააჩინოს ბავშვებში, როგორიცაა მონსტრების ან სხვა წარმოსახვითი არსებების შიში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია, ზოგი უფრო მალე სწავლობს, ზოგი ცოტა დაგვიანებით, თუმცა განვითარებაში არის რაღაც ზღვარი, როცა ბავშვმა უკვე უნდა დააკმაყოფილოს თავისი ასაკის შესაბამისი განვითარების მოთხოვნები.

 

განვითარების შეფერხების ნიშნები 3-4 წლის ბავშვებში შეიძლება იყოს როდესაც:

  • ბავშვს არ შეუძლია ბურთის უკან გადაგდება, არ შეუძლია ადგილზე ახტომა, არ შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედის ტარება.
  • ხშირი დაცემა და კიბეებზე ასვლის სირთულეები.
  • არ შეუძლია ფანქრის თითებით დაჭერა. არ შეუძლია რაიმეს დახატვა. არ შეუძლია წრის კოპირება.
  • არ შეუძლია 3-ზე მეტ სიტყვიანი წინადადებებით ლაპარაკი და შეუსაბამოდ იყენებს სიტყვებს „მე“ და „შენ“.
  • მუდმივად გადმოსდის ნერწყვი და უჭირს საუბარი.
  • არ შეუძლია ერთმანეთზე დააწყოს 4 სათამაშო კუბი და უჭირს წვრილი (პატარა) საგნებით მანიპულირება.
  • გადამეტებულად განიცდის ახლობელ ადამიანთან (დედასთან) განშორებას.
  • არ ინტერესდება ინტერაქციული თამაშებით და არ ერთვება ფანტაზიით თამაშში.
  • არ თამაშობს ბავშვებთან და არ ელაპარაკება უცხოებს (არაოჯახისწევრებს)
  • უჭირს საკუთარი თავის კონტროლი სიბრაზის დროს.
  • ვერ ასრულებს მარტივ მითითებებს.
  • თავს არიდებს თვალით კონტაქტს.
  • უფროსებს წინააღმდეგობას უწევს ჩაცმის დროს, დაძინების დროს და ბანაობის დროს.
  • გარდა ამისა, თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ ისეთი რამეების გაკეთებაზე, რასაც ადრე უპრობლემოდ აკეთებდა, შესაძლოა იყოს განვითარების შეფერხების ნიშანი.

ასე რომ ყურადღებით დააკვირდით რა შეუძლია თქვენ შვილს და რა სფეროში აქვს სირთულეები და დაეხმარეთ მას ისწავლოს ის ყველაფერი, რაც მას განვითარებაში დაეხმარება. 


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

ტელევიზორი საერთო ოთახში იქონიეთ

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ტელევიზორის არსებობა ბავშვების საძინებელში მოქმედებს რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ბავშვები მიდრეკილები არიან ჭარბი წონისადმი, ნაკლებად სძინავთ, სკოლაში დაბალ ნიშნებს იღებენ და ფლობენ დაბალ სოციალურ უნარებს. პ.ს. მშობლებს, რომლებსაც ტელევიზორი საძინებელში აქვთ, უფრო იშვიათად აქვთ „ახლო ურთიერთობა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024