kids.ge მოწოდებულია მაქსიმალურად დაიცვას მისი ვიზიტორების პირადი ინფორმაცია, რომელსაც ის აგროვებს ყოველი თქვენი ვიზიტისას. kids.ge-ს გუნდის ყველა წევრი, ვისაც შეხება აქვს მომხმარებლების პირად ინფორმაციასთან ამ ინფორმაციის ანალიზისა და გადამუშავების თვალსაზრისით, ვალდებულნი არიან პატივი სცენ და დაიცვან ეს ინფორმაცია.
ინფორამცია, რომლის შეგროვებაც ხდება საიტზე ყოველი ვიზიტისას:
ვიზიტორების საიტზე სტუმრობისას, სისტემა აგროვებს და ინახავს მხოლოდ ავტომატურად ამოცნობად ინფორმაციას. ეს ინფორმაციაა ვიზიტის თარიღი და დრო, ვიზიტორის IP მისამართი, ვიზიტორის მიერ გამოყენებული ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა, მისამართი გვერდისა ან საიტისა, საიდანაც მოხდა kids.ge-ზე ან საიტის რომელიმე გვერდზე გადმოსვლა. ამ ინფორმაციის შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვიზიტორის მიერ გამოყენებულ ბრაუზერში. როგორც წესი, ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა ძირითად ბრაუზერში და ის არ წარმოადგენს პირადი სახის ინფორმაციას.
ინფორმაცია, რომლის შეგროვებაც ხდება საიტზე რეგისტრაციისას:
უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება ხდება საიტზე რეგისტრაციის შემთხვევაში. ეს ინფორმაციაა მაგალითად თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, მისამართი, ტელეფონი და ა.შ. თუმცა რეგისტრაციისათვის ყოველივე ეს ინფორმაცია სავალდებულო არ არის. რეგისტრაციისას ერთერთ სავალდებულო ველი, რომელიც აუცილებელია რომ სწორად იყოს წარმოდგენილი, არის თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. სწორედ თქვენი ელ-ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება თქვენი ანგარიშის აქტივაციის კოდი. თქვენი ანგარიში საჭიროებს აქტივაციას თქვენი ელ-ფოსტის მისამართის გადამოწმების მიზეზით. რადგან ეს ერთადერთი, ყველაზე მარტივი საშუალებაა რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ მითითებული ელ-ფოსტის მისამართი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. თქვენი ანგარიშის პაროლი ბაზაში ინახება სპეციალურად კოდირებული ფორმით, რათა საიტის ადმინისტრაციისთვისაც ამოუცნობი იყოს თქვენი პაროლის მნიშვნელობა.
ვიზიტისას ინფორმაციის შეგროვება ხდება საიტზე მომხმარებლების აქტიურობის და ინტერესების შესასწავლად. ეს გულისხმობს დროგამოშვებით ჩანაწერების ანალიზს, რათა განისაზღვროს ტრაფიკი სერვერზე, ნანახი გვერდების რაოდენობა, მოთხოვნა ამა თუ იმ გვერდის შიგთავსზე, მისი პოპულარულობა და ა.შ. ეს ჩანაწერები ინახება განუსაზღვრელი ვადით და შეიძლება იქნას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით გამოყენებული ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვით.
გაითვალიწინეთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, ხელმისაწვდომია ვებგვერდის ადმინისტრაციისათვის, თუმცა მისი დამუშავება და ანალიზი ხდება პროგრამულ დონეზე და ინფორმაციაზე მუშაობის პროცესში თითოეული ჩანაწერი გამოიყენება მომხმარებლებზე სტატისტიკური ინფორმაციის შესაქმნელად.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხდება თქვენი რეალური მონაცემების შეგროვება/შენახვა, ეს არის საიტზე ანგარიშის გახსნის ან Kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში მოსწავლედ რეგისტრაციის დროს. ანგარიშის გახსნა და რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. საიტზე „ანგარიშის“ (account) გარეშეც შესაძლებელიაინფორმაციის მიღება, თუმცა გარკვეულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა არ გექნებათ. ამ შესაძლებლობების ჩამონათვალი კონფიდენციალურობის პოლისში აისახება მათი აქტივაციის, ანუ საიტზე მათი ჩართვის შემდეს.
ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია სხვა და სხვა ვებგვერდების რეკლამები. kids.ge პასუხს არ აგებს მესამე პირის კონფიდენციალურობის პოლისზე. მათი პოლისი შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი პოლისისგან.
თქვენ შეგიძლიათ გვთხოვოთ და მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენს შესახებ, შესაძლებელია მიიღოთ ამ ინფორმაციის ასლიც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ მოგთხოვთ თქვენი პერსონის ან იდენტობის დამტკიცებას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს თქვენი პირადობის მოწმობის წარდგენაში, ან ორგანიზაციებისთვის ამონაწერისა და სპეციალური წერილის (დადასტურებული სველი ბეჭდითა და ხელმოწერით) წარდგენაში.
kids.ge არ იღებს ვალდებულებას კონფიდენციალურობის პოლისში შეტანილი ცვლილებების შესახებ პერსონალურად შეატყობინოს თითოეულ მომხმარებელს. ასეთი ცვლილება აისახება ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ამ გვერდის ლინკით. პოლისში ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ახალი რუბრიკის, თემის დამატებამ საიტზე, რომელთანაც შესაძებელია ასოცირებული იყოს სხვა სახის ინფორმაციაც, რომლის შეგროვების აუცილებლობაც იქნება ამ თემასთან მიმართებაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შეკითხვა კონფიდენციალურობის პოლისთან დაკავშირებით, გთხვოთ მოგვმართოთ ამის შესახებ ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@kids.ge
გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები
ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო