მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდეს ერთიდაიმავე საკითხზე 10-ჯერ ან 100-ჯერ გამეორება ...“
ამ, ერთი შეხედვით „კეთილი“ სურვილის მიღმა, ძალიან ღრმა და გაუცნობიერებელი პროგრამა იმალება, რომელიც მოდის ჩვენი ბავშვობიდან და წარმართავს ჩვენ ქმედებებს. ჩვენი დროინდელი ბავშვობის რეალობა იყო ის, რომ მშობლის სიტყვა ან ერთი გამოხედვა ჩვენთვის კანონი იყო და არც კი ვუშვებდით ალტერნატიული ვარიანტის არსებობას.
დღეს, ჩვენი შვილების რეალობა სხვანაირია. ჩვენ, კი ისევ იმ წესებით ვმოქმედებთ, რა წესებითაც მოქმედებდნენ ჩვენი მშობლები. დღეს, ტექნოლოგიური რევულოციის, ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში, სამწუხაროდ აღარ მუშაობს ის მიდგომები, რაც 30 თუ 40 წლის წინ, გადასარევად ერგებოდა იმ დროის რეალობას.
ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის უარყოფა ან არ მიღება, თავად ფაქტს არანაირად არ ცვლის.
ალბათ გსმენიათ ქვეცნობიერზე. ქვეცნობიერი, ჩვენი საერთო ცნობიერების ის ნაწილია, რომელიც ისე წარმართავს ჩვენ თითოეულ ქმედებას, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. გვგონია, რომ ვაცნობიერებთ რასაც ვამბობთ ან ვაკეთებთ, მაგრამ ეს, სინამდვილეში იმ პროგრამის მიხედვით ხორციელდება, რაც დაბადებიდან დღემდე ჩვენს გონებაში იტვირთება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ქმედებათა უმრავლესობა, უმეტესწილად ავტომატურია და არ აქვს ცოცხალი კავშირი ამჟამინდელ რეალობასთან. რეალობა როგორც წესი, ყოველთვის განსხვავებულია. ის, არასდროს ემთხვევა ჩვენს წარმოდგენებს.
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დავუშვებდით, რომ სულაც არ არის სავალდებულო, ბავშვს ჩვენი ერთხელ ნათქვამი ესმოდეს და უბრალოდ, აუცილებელია, რომ მას ბევრჯერ გავუმეოროთ? - მოხდებოდა ის, რომ ტვინში ჩაირთვებოდა ახალი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა ყველაზე ეფექტური მიდგომის მოძიებას, კონკრეტული წინააღმდეგობის გადასალახად. მშობელი, ასეთი მიმღებლური პოზიციიდან, ხდება გაცილებით მოქნილი, შემოქმედებითი, კრეატიული, მეგობრული და უშუალო შვილთან ურთიერთობაში.
მოდით, ნუ გავექცევით იმ, არცთუისე სასურველ ფაქტს, რომ ბავშვებს, ნამდვილად ვერ (და არა „არ“) ესმით ერთხელ ახსნილი და ნათქვამი. განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენაა.მათი ტვინის სტრუქტურა ბუნებრივად ასეთია ამ დროს. ჩვენ,ისღა დაგვრჩენია მივიღოთ და ვაღიაროთ ეს ფაქტი და ვიყოთ უფრო მომთმენნი და შევძლოთ მასთან საუბარი, კომუნიკაციის დამყარება. ერთადერთი გამოსავალი, ბავშვს გავაგებინოთ რაიმე, მდგომარეობს იმაში, რომ რეგულარულად, მშვიდად და უწყვეტად ვუმეოროთ ერთიდაიგივე. ვუმეოროთ და თან ვაკეთებინოთ სიყვარულით და ხალისით იქამდე, სანამ ჩვევაში არ გადაუვათ. პატარ-პატარა ნაბიჯებით ვიაროთ დიდ მიზნამდე. გავიაზროთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და უბრალოდ არალოგიკურია, ჩვენი სულსწრაფობის გამო, წიწილა კვერცხიდან დროზე ადრე გამოვიყვანოთ. დაუღალავი საუბარი და მასთან თავის გატოლება, იდეალური საშუალებაა ადვილად მივაგნოთ მათთან დასაკავშირებელ გზას, გამოვნახოთ საერთო ენა და ზედმეტი უარყოფითი ემოციების და გამოცდილების გარეშე, მივაღწიოთ ყველასათვის მისაღებ შეთანხმებას.
კიდევ ერთი და მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება ბავშებთან საუბრის გაბმა და მშვიდობიანი გზით მათთან კავშირის დამყარება, მდგომარებს იმაში, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ მიჩვეულნი საკუთარ თავთან საუბარს. არ ვიცნობთ საკმარისად საკუთარ თავს და ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, ავტომატურად მივუყვებით ჩვენ ცხოვრებას. არ ვსვამთ კითხვებს, არ ვცდილობთ ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი აზრები, შეხედულებები. არ ვუშვებთ, რომ - ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ. ის, რაც არ მოგვწონდა ჩვენს მშობლებში და რასაც, მთელი ბავშვობა ღიად თუ ფარულად ვაპროტესტებდით, ზუსტად იგივე სცენარს ვიმეორებთ ჩვენ შვილებთან მიმართებაში. ამ დროს, თავს ცუდად ვგრძნობთ, მაგრამ არ შეგვწევს ძალა, ამის მიზეზები ვიკვლიოთ.
არადა სწორედ აქ არის გასაღები, რომელიც უმტკივნეულოდ გაგვიღებდა ბავშვის საოცარი სამყაროს კარს. ბავშვთან ურთიერთობა, საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობით იწყება - მისი დაფასებით, მიღებით და სიყვარულით.
ძვირფასო მშობლებო, თუ ფიქრობთ, რომ არ გამოგდით ბავშვთან ჰარმონიული კავშირის დამყარება, იცოდეთ და დააკვირდით იმ ფაქტს, რომ იქნებ საკუთარ თავთან გაქვთ ჯერ მოსაგვარებელი საკითხი ან ბავშვობის დროინდელი ტრამვებია მოსაშუშებელი ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზია, რომლის გამოკვლევა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ?
მე, ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებებით დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემ შემთხვევაში ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. რაც მეტად დავიწყე ბნელი ჯურღმულების განათება ჩემს აზროვნებაში, მით მეტად ნათლად გამოჩნდა ბავშებთან არასწორი კომუნიკაციის ნამდვილი მიზეზები.
მე, მივხვდი, რომ არ არსებობენ გაუგონარი და რთულად აღსაზრდელი ბავშვები, არსებობს მხოლოდ არასწორი მიდგომები მათ მიმართ და ეს არასწორი შეხედულებები გამომდინარეობს ისევ და ისევ საკუთარი თავიდან, რომელსაც შეცნობა და გაცნობა უნდა, რომ ნათელი მოეფინოს სამყაროს ჩვენ ირგვლივ.
ნახატის ავტორი - თეა ნოზაძე
ავტორის შესახებ
ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...
არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები
თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.
ყველა ბავშვი განსხვავებულია და განსხვავებულია ყველას სწავლის ტემპი. რა თქმა უნდა, მშობელს შვილზე გარკვეული მოლოდინები აქვს. თუმცა, მშობლის ვალია ესმოდეს თავისი შვილის და იაზრებდეს მის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, არ გადაღალოთ იგი. დაიმახსოვრეთ, ისინი არიან პატარები და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში. დააბალანსეთ გრაფიკი და მოარგეთ იგი თქვენს პატარას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო