kids.ge logo

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალშობილები ვერაფერს ვერ იგებენ და ვერ გრძნობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ბავშვი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში მშვენივრად არჩევს დედის ემოციებს, რომლებიც შესაბამისად დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მასზე,მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. ახალშობილს კი უკვე საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული გარკვეული უნარები, რომლის განსავითარებლად და სწორად ფორმირებისთვის აუცილებელია მას განუვითარდეს მიჯაჭვულობის განცდა. მიჯაჭვულობა – ესაა ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც მყარდება ახალშობილსა და მასთან ხშირად კონტაქტში მყოფ ადამიანს შორის. ბავშვისთვის მიჯაჭვულობის  განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ მოახერხებს განვითარებას. მიჯაჭვულობის 2 ტიპი გამოყოფა (მერი ეინსვორტის მიხედვით): სანდო და არასანდო მიჯაჭვულობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი და მათი ზეგავლენა ბავშვზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიჯაჭვულობის ორ ტიპს გამოყოფენ: სანდო მიჯაჭვულობას და არასანდო მიჯაჭვულობას, არასანდო მიჯაჭვულობაში  კი გამოიყოფა 3 სახე: დეზორგანიზებული, ამბივალენტური და განრიდებული მიჯაჭვულობა.

სანდო მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია და ბავშვის საჭიროებების მიმართ სათანადო ყურადღებას გამოხატავს.ასეთი ბავშვები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ენდობიან მშობელს.

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი არ ავლენს ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას, არის მის მიმართ გულგრილი, უყურადღებო და ყველაზე უარეს შემთხვევაში თავიდან იშორებს მას. ასეთი ბავშვები თავდაპირველად ,,აპროტესტებენ“ მშობლის გულგრილობას, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ,,წყდებიან“ მშობლებს და იკეტებიან საკუთარ თავში, ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ იმის განცდა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ამბივალენტური მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც ბავშვის მშობელი არათანმიმდევრულია, არათანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და ამჟღავნებს მასთან შფოთვის მაღალ დონეს. ის შესაძლოა ზოგჯერ მარტივად ხელმისაწვდომი, ყურადღებიანი იყოს ბავშვის მიმართ, ზოგჯერ კი უყურადღებო ან მომაბეზრებდლად ყურადღებიანი. ასეთი „სტილით“ აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან ემოციების არასტაბილურობით, შესაძლოა უმნიშვნელო წვრილმანზე მეტად გაბრაზდნენ ან პირიქით. არიან ზედმეტად მგრძნობიარენი, ხშირ შემთხვევაში განიცდიან ბრაზს ან შფოთვას.

განრიდებული მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობლის ზრუნვა ბავშვზე არის არასაკმარისი, ბავშვი იღებს მხოლოდ მისი აღზრდისთვის აუცილებელ ყურადღებას, ხოლო ზრუნვა და სითბო რომელიც საჭიროა მისი კოგნიტურად და ფსიქოლოგიურად სწორად განვითარებისთვის არ არის საკმარისი. ასეთი ბავშვები ვერ იღებენ მშობლის მხრიდან ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ უნდობლობის გრძნობა, მათ დასწავლილი აქვთ საკუთარ პრობლემებთან და ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავება.

 

რა პირობებია აუცილებელი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის?

დედა და ბავშვიზემოთ მოცემული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად განვითარებისთვის ნაადრევ ასაკშივე სანდო მიჯაჭვულობის განვითარება, რადგან მიჯაჭვულობის დარღვევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არამარტო სოციალურ უნარებზე, ემპათიის (თანაგრძნობის) და ღირსების გრძნობის განვითარებაზე, არამედ, ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაზეც. ამიტომ აუცილებელია გამოვხატოთ ბავშვის მიმართ სათანადო სითბო და ემოციები, მიუხედავად იმისა როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ იმ მომენტში თავს. ბავშვმა უნდა იგრნოსრომ ის უპირობოდ გვიყვარს და მის გვერდით ვიქნებით, რაც არ უნდა დასჭირდეს, ეს ყველაფერი აუცილებელია მისი სწორად განვითარებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მიჯაჭვულობის ტიპი არამარტო მის ბავშვობაზე, არამედ მის ცხოვრებაზე მთლიანად მოქმედებს ზრდასრულ ასაკშიც კი.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ყოველ წუთს ჩვენს მიერ გაცემული სითბო და ყურადღება მისი სწორად განვითარებისთვის, ბედნიერი და ჯანსაღი მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024