kids.ge logo

სასურველი ქცევის შექება, ნაცვლად არასასურველი ქცევის კრიტიკისა

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თამარ ისაკაძე
ბავშვთა ფსიქოლოგი

მე ჩავატარე გამოკითხავ და აღმოვაჩინე, რომ ამაზე არავის უფიქრია, გამოვკითხე 20 მშობელი, მათ ვეკითხებოდი, რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს შვილს ნაკლები შენიშვნა მისცეთ დღის მანძილზე? თუ დაგითვლიათ, რამდენი შენიშვნა მიეცით დღის, კვირის მანძილზე? მშობლების 70% თვლიდა, რომ შენიშვნის მიცემა ეფექტურია, ის ამცირებს არასასურველ ქცევებს და ზრდის ბავშვის წარმატებას, მათგან 50%-ს მიაჩნდა, რომ შენიშვნა უნდა იყოს კორექტული, არ იყოს შეურაცხმყოფელი. 30% თვლიდა, რომ შენიშვნა არის სწორედ ის უწყინარი ფაქტორი, რაც ბავშვის ფიზიკურ შეურაცხყოფას გამორიცხავს, ამიტომ მათი შემცირების ხარჯზე, მშობელს მოუწევს სხვა მეთოდების და   სააღმზრდელო სტრატეგიების ძიება, რომელიც შესაძლოა რთულად გამონახოს. ზოგადად, ჩემს მიერ გამოკითხული მშობლების უმრავლესობამ, ჩათვალა რომ შენიშვნის კორექტულად მიცემა (მითითება), პოზიტიური აღზრდის გამართლებული სტრატეგიაა.

როგორია რეალობა: მშობლები, აღმზრდელები, მასწავლებლებიბავშვსშენიშვნას აძლევენ უმეტესად არასასურველი ქცევის გამო, ხოლო იმ დროს როდესაც ბავშვი სასურველ ქცევას ავლენს - იგნორირებენ.

მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ვცადოთ პირიქით:

არ მივცეთ შენიშვნა არასასურველი ქცევის გამო და შევაქოთ, სასურველი ქცევის გამო.

აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთული შესასრულებელია მშობლისგან, მოითხოვს მეტ ძალისხმევას და ენერგიას, მოთმინებას, შეძლოს მშობელმა იგნორირება იმ არასასურველი ქცევის, რომელიც მისთვის მიუღებელია მშობლებს უფრო მეტად უძნელდებათ.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგნორირება გაუმართლებელია კონკრეტულ შემთხვევებში:

  • არასოდეს გაუკეთოთ ბავშვის ქცევას იგნორირება, თუკი ის ზიანს აყენებს სხვა ადამიანს, ცხოველს, ანადგურებს ნივთებს;
  • არასოდეს გაუკეთოთ იგნორირება ბავშვის ქცევას, თუკი ის იზიანებს საკუთარ თავს;
  • იგნორირება დაუშვებელია, თუ ირღვევა უსაფრთოხება.

იგნორირება გამართლებულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მშობლის ყურადღების მიქცევის მიზნით ავლენს არასასურველ ქცევებს, უმეტესწილად ეს ხდება, როდესაც მშობელი არ პასუხობს დადებითი უკუკავშირით ბავშვს მაშინ, როდესაც მისი ქცევა სასურველი და მისაღებია, ზოგჯერ ბავშვის ეს მიდრეკილება განმტკიცდება ხოლმე, რადგან ასეთ შემთხვევებში სწორედ ყურადღების მიქცევის მიზნით იქცევიან ბავშები არასწორად.

აღმოჩნდა, რომ მშობლების ხშირი და უსაფუძვლო შენიშვნები საპირისპირო შედეგს იწვევს, ამის მაგალითი ერთ-ერთ საბავშვო გასართობ მოედანზე სულ 30 წუთის მანძილზე ყოფნისას საკმაოდ ბევრი დავაფიქსირე:

  • არ მოკიდო ხელი
  • ძირს ნუ ჯდები
  • მაღლა ნუ ძვრები
  • გამოდი
  • არ ახვიდე
  • არ ჩამოხვიდე - ისმოდა მშობლების მიერ მთელი ნახევარი საათის მანძილზე.

ასეთ შენიშვნებს აღმოჩნდა, რომ ძალა არ აქვს, შემდეგი მიზეზების გამო:

  • ძალიან ზოგადია, არ არის დაკონკრეტებული ქცევა და შედეგი;
  • ეწინააღმდეგება ბავშვის სურვილს, მას უნდა ასვლა, აძრომა კიბეზე, დედა შიშობს, რომ ჩამოვარდება, ამიტომ ეძახის „არ ახვიდე“, მაგრამ ბავშვი მაინც ადის;
  • ფსიქოლოგები ამბობენ, ფრაზა, რომელიც იწყება ამკრძალავი სიტყვით („არ“, „ნუ“) უშედეგოა, ამიტომ ნაცვლად ამკრძალავი ფორმულირებით დაწყებული ფრაზისა, სჯობს ბავშვს პირდაპირ ვუთხრათ დადებითი ფორმულირებით, თუ რა არის მისაღები ქცევა, შესაბამისად „არ ახვიდე“ -ს მაგივრად მაგ. მივუთითოთ საქანელაზე და შევთავაზოთ ქანაობა „მოდი საქანელაზე დაგსვა“, ანუ მივუთითოთ იმ სასურველ ქცევაზეც, რომელიც გვინდა, განახორციელოს, შევთავაზოთ ჩანაცვლება პოზიტიურად ფორმულირებული ფრაზით.

თბილისში, კორპუსებს შორის, ეზოებში ბევრგან არის მოწყობილი სათამაშო მოედნები. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული, ნიტასთან ერთად ერთ-ერთ ასეთ მოედანზე მივდივარ. აქ არის საქანელები, მცოცავი კედელი, სასრიალო, ასაძრომი კიბეები, სხვადასხვა გასაძრომი და გადასახტომი მოწყობილობები.

ნიტა ასაძრომ კედელზე ცდილობს ასვლას, თუმცა აშკარაა, ეს მისი ასაკის შესაბამისი ჯერ არ არის, ფეხი უვარდება, ვშიშობ, რომ ნიკაპი არ ჩამოარტყას, ნაცვლად ამკრძალავი შენიშვნებისა, პირდაპირ ვთავაზობ სასრიალოს აქტივობას, ხალისით მთანხმდება, აუცილებლად ვაქებ, რომ მოხერხებულად აძვრა კიბეზე, გადაძვრა სასრიალოზე და წარმატებით ჩამოსრიალდა.

შექებამ გაჭრა და იგივე აქტივობას რამდენჯერმე იმეორებს, შემდეგ ისევ ასაძრომ კედელთან გარბის, ვეუბნები, რომ ეს უფროს დიდი ასაკის ბავშვებისთვის არის, რომლებიც დიდ ნაბიჯებს დგამენ, გამოვთქვამ იმედს რომ მომავალ წელს აუცილებლად შეძლებს (აკრძალვის დასაბუთება და ოპტიმისტური განწყობა, ანეიტრალებს ბავშვების გულისწყრომას).

ამის საპირისპირო და უშედეგო, გაუმართლებელი უკუკავშირის მაგალითი იქნებოდა ის,  რომ მე მიმეცა შენიშვნა ასაძრომ კედელთან დაკავშირებით, გადავსულიყავი ხვეწნაზე, მუქარაზე, შეშინებაზე, რაც სამწუხაროდ სასურველი ქცევის გაზრდის ალბათობას შეამცირებდა სამომავლოდ.

შესაბამისად:

  • შეამცირეთ შენიშვნები, თუკი ბავშვის ქცევა საგანგაშოდ რთული არ არის;
  • შენიშვნის მიცემას, თუ მაინც გადაწყვეტთ, დააკონკრეტეთ ფრაზა;
  • გამოიყენეთ ეფექტური ჩანაცვლება, შეეცადეთ ჩართოთ ბავშვი იმ აქტივობაში რომელიც სასურველი და მისაღებია, შესაძლოა ეს იყოს საპირისპირო ან სხვა მსგავსი ქცევა.
  • გამოიყენეთ შენიშვნის მიცემისას ახსნა და დასაბუთება
  • რაც მნიშვნელოვანია, წაახალისეთ სასურველი ქცევა, ამით ბავშვი ყურადღების მიქცევის მოთხოვნილებას ეფექტურად და პოზიტიურად დაიკმაყოფილებს
  • შეეცადეთ, სასურველი ქცევის გამოვლენა ან/და გამოვლენის მცდელობა არასოდეს დააიგნოროთ. 

 ფსიქოლოგია
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024