kids.ge logo

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

1. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში. კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად. სასურველია ბოთლის და მატყუარას თავიდან აცილება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ექსკლუზიური ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში. 6 თვიდან 2 წლამდე კი დამატებითი კვებაც ძუძუთი კვებასთან ერთად.

2. დედის რძე არის იდეალური საკვები ჩვილისათვის. იგი შეიცავს ახალშობილის ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის ყველა საჭირო ნუტრიენტს. გარდა ამისა, უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს ბავშვთა დაავადებებისგან დასაცავად, როგორიცაა დიარეა და პნევმონია (ბავშვთა სიკვდილობის პირველი 2 წამყვანი მიზეზი).

3. ძუძუთი კვებას აქვს აგრეთვე დიდი სარგებელი დედის ჯანმრთელობისათვის. ის ამცირებს ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს. სწრაფად უბრუნებს ქალს ორსულობამდე წონას და უმცირებს სიმსუქნის რისკს.

4. ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია. მოზრდილები რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით გამოირჩევიან სისხლის შედარებით დაბალი (არამაღალი) წნევით და ქოლესტერინის დაბალი დონით. აგრეთვე ჭარბი წონის,  სიმსუქნის და მე-2 ტიპის დიაბეტის დაბალი მაჩვენებლებით.  გარდა ამისა ავლენენ უკეთეს ინტელექტუალურ მონაცემებს.

ძუძუთი კვება5.  ახალშობილის ადაპტირებული საკვები („ფორმულა“) არ შეიცავს ანტისხეულებს (რომლებიც დედის რძეშია ნახული). და თანაც, თუ არასათანადოდ არის მომზადებული, მისი გამოყენება შეიცავს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომელთა გადაცემაც დაკავშირებულია დაბინძურებულ წყალთან (საკვები ფხვნილის წყალში გახსნისას). ასევე შეიძლება განვითარდეს მალნუტრიცია, საკვების მომზადების ინსტრუქციის ზუსტად დაუცველობის შემთხვევაში.

6. აივ (HIV) ინფექციით დედის დაინფიცირების  შემთხვევაში ძუძუთი კვება არა არის რეკომენდებული. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ალტერნატიული საშუალება (ადაპტირებული საკვები) არა არის ხელმისაწვდომი.

7. დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის შესახებ საერთაშორისო რეგულაცია მიღებული იქნა 1981 წელს, რომლის თანახმადაც: დედის რძის შემცვლელების (ფორმულის) ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ძუძუთი კვების უპირატესობა და ინფორმაცია ჯანმრთელობის რისკის შესახებ შემცვლელების გამოყენების შემთხვევაში; დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უპირატესობის პროპაგანდა და უფასო ნიმუშების მიწოდება ორსულთათვის, დედებისა და მათი ოჯახებისათვის; დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უფასო დისტრიბუცია სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებში.

8. ძუძუთი კვების დაწყებამ ზოგიერთ დედას შეიძლება ისეთი პრობლემები შეუქმნას, როგორიცაა ძუძუს დვრილების ტკივილი, შიში, რომ არასაკმარისად აქვს რძე. სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარების მიზნით WHO-UNICEF-ის ინიციატივით და მხარდაჭერით ხდება „ძუძუთი კვების მხარდამჭერი“ სამშობიარო სახლების ჩამოყალიბება (152 ქვეყანაში უკვე 20 000-ზე მეტი ჩამოყალიბდა), სადაც კონსულტანტები ახალგაზრდა დედებს ეხმარებიან ანალოგიური პრობლემების დაძლევაში.

9. ჯანმოს რეკომენდაციით ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობისათვის სასურველია დედებს მიეცეთ შვებულება საკმარისი დროით, და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში ჰქონდეთ უსაფრთხო, სუფთა სივრცე, რათა არ შეწყვიტონ ჩვილების ძუძუთი კვება.

10. ჩვილის ზრდის მოთხოვნების შესაბამისად, დამატებითი საკვების (6 თვის ასაკში) მიცემა უნდა დაიწყოს ძუძუთი კვების პარალელურად. ჯანმოს რეკომენდაციით: ა) დამატებითი კვების დაწყების მიუხედავად, ძუძუთი კვება არ უნდა შემცირდეს; ბ) დამატებითი საკვები სასურველია მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა ბოთლით; გ) საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი; დ) საჭიროა გარკვეული დრო, რომ ბავშვები შეეგუონ შედარებით მყარი საკვების მიღებას.


 კვებაძუძუთი კვება
Kids.ge-ს რჩევები

დაიცავით უსაფრთხოების წესები

გახადეთ თქვენი სახლი უფრო უსაფრთხო და არ დატოვოთ 5 წლამდე ასაკის ბავშვი აბაზანაში მარტო. დარწმუნდით, რომ მანქანის სავარძლები სწორად არის დამონტაჟებული და მოსთხოვეთ თქვენს შვილს, გაიკეთოს ჩაფხუტი ველოსიპედზე ან სკუტერზე ჯდომისას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024