kids.ge logo

სამეტყველო სუნთქვის განვითარება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ლამაზი, თანმიმდევრული მეტყველების განვითარების მთავარ წინაპირობას კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუნთქვა წარმოადგენს. კარგი სამეტყველო სუნთქვა აუცილებელია სწორი ბგერათწარმოთქმების განხორციელებისათვის, ხმის ტემბრისა და სიძლიერის რეგულაციისათვის; იგი განსაზღვრავს სიტყვათშორისი პაუზების ზუსტ მდებარეობას. ინარჩუნებს თანმიმდევრულ მეტყველებას და მეტყველების ინტონაციურ გამომხატველობას.

პატარებს, რომლებსაც აწუხებთ სამეტყველო სუნთქვის უკმარისობა ახასიათებთ სუსტი, მოგუდული მეტყველება, არასწორი სამეტყველო პაუზა, უჭირთ ფრაზების წარმოთქმა. ასეთი ბავშვები ხშირად იძულებულნი არიან გაწყვიტონ სიტყვა, აიღონ ჰაერი და გააგრძელონ, ან სიტყვის ბოლო ნაწილს წარმოთქვამენ  უნებლიე  ჩურჩულით. თუ ბავშვს არ აწუხებს ადენოიდები ან რაიმე ფიზიკური მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება მის სუნთვაზე იქონიოს გავლენა, თუ არ აღინიშნება სხვა სახის სამეტყველო და ფსიქოლოგიური დარღვევები, მაშინ სახეზე გვაქვა სამეტყველო სუნთქვის მოუწესრიგებლობა. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ რაციონალურად გამოიყენონ ამოსუნთქული ჰაერნაკადი. იმისათვის, რომ ჩამოვაყლიბოთ სწორი სამეტყველო სუნთქვა, უნდა ვასწავლოთ ძლიერი, თანმიმდევრული ამოსუნთქვა პირით. საერთოდ, ამ დარღვევის დროსაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, სასურველია მიმართოთ სპეციალისტს, მაგრამ, თუ  რაიმე მიზეზთა გამო ამას ვერ ახერხებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე თამაშ–ვარჯიშს, რომლებიც შედარებით ადვილი შესასრულებელია და შეგიძლიათ სახლის პირობებშიც განახორციელოთ.

აუცილებელია!!! – ბავშვი იდგეს გამართულად, ამოსუნთქვის დროს არ იხრებოდეს წინა, არ ამოძრავებდეს მხრებს, არ ბერავდეს ლოყებს და ამოსუნთქს ასრულებდეს ტუჩების ოდნავი გამოწევით...

ფრთხილად!!!... სუნთქვითი ვარჯიშების რაოდენობის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი თაბრუსხვევა, იყავით ყურადღებით...დაიწყეთ ერთი ვარჯიშით და რაოდენობა მოუმატეთ ნელ – ნელა.

1)   ბაფთები და პეპლები;   მიზანი: – უწყვეტი, თანმიმდევრული, ძლიერი ამოსუნთქვის ჩამოყალიბება. ტუჩის კუნთების აქტივაცია.

მასალა: აიღეთ რამდენიმე მკვეთრი ფერის ქაღალდი... (სასურველია ბავშვი ჩართოთ საქმიანობაში... ამით წვრილ მოტორიკაზე, შემოქმედებით უნარზე და მოხერხებულობის განვითარებაზე იმუშავებთ პარალელურად ;) ) თქვენი სურვილის მიხედვით გამოჭერით ბაფთები ან პეპლები, მიამაგრეთ ფერად ძაფებზე, რომელთა სიგძეა 20 - 40 სმ. დაამაგრეთ ძაფზე დაკიდებული ბაფთები  ჯოხზე, გარკვეული დისტანციის დაცვით და ჯოხი დაამაგრეთ ან დაიჭირეთ ისე, რომ ბაფთები ეკიდოს ბავშვის სახის სიმაღლეზე. ღრმა ჩასუნთქვით და ერთი შეძლებისდაგვარად გრძელი ამოსუნთქვით ააცეკვოს ბაფთები.... :)

2) "ქარის ბზრიალა"– (სასურველია დაამზადოთ ბავშვებთან ერთად) მოდი ვითამაშოთ ქარობანა – ერთი ძლიერი ამოსუნთქვით იყავი ქარიშხალი.... (ღრმა ჩასუნთქი და მოკლე– ძლიერი ამოსუნთქი) ეხლა მოდი ნიავად გადაიქეცი,ღრმა ჩასუნთქი და ნელი, მშვიდი, გრძელი ამოსუნთქი.

3) გაბეროს ბუშტი, დაჩუტოს ისევ გაბეროს, რამდენჯერმე...

4)  გაბერილ ბუშტს მოუკარით თავი ააგდეთ ზემოთ და ქვემოდან შებერვით ეცადოს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ბუშტი ჰაერში...

5)  ნახევრამდე გაუვსეთ ჭიქა წყლით ან რძით, მიეცით კოქტეილის ჩხირი და უფლება ჭიქაში ხან ქარიშხალი და ხან ნიავი დაატრიალოს ;)

6)  საპნის  ბუშტები --- სთხოვეთ თქვენს პატარას ღრმად ჩაისუნთქოს, და ერთი ძლიერი ამოსუნთქვით შეუბეროს საპნიან რგოლს, გამოვა ბევრი ლამაზი ბუშტი... შემდეგ ჩაისუნთქოს და ნელი და ხანგრძლივი ამოსუნთქვისთ შეუბეროს რგოლს, გამოვა ერთი დიდი ბუშტი და ასე მორიგეობით, ხან ბევრი ბუშტები გამოუშვას, ხან ცოტა.

7) სასტვენი – ითამაშეთ "მსაჯობანა" ვთქვათ ჩამოთვალეთ ხილი, შეცდომა_სასტვენის ხმა–მერე მან ჩამოთვალოს... გამოგივათ კომპლექსური თამაში ლექსიკა + განზოგადების უნარი + სუნთქვითი ვარჯიში... თუ გეზარებათ ან დრო არ გაქვთ – იარსოს და უსტვინოს; 

8) ჩასაბერი სათამაშოები;

9) ცურვა და სიმღერა – თუ ასაკი საშუალებას იძლევა ქართული ხალხური.

p.s. ჩემი მოსწავლეები ხშირად შემომჩივიან - ქეთი მასწავლებელო, ძალიან მალე მთავრდება საპნის გასაბერი სითხე და გული გვწყდებაო, ალბათ ეს თქვენი პატარების პრობლემაცაა, მოდით გავაკეთოთ საპნის ბუშტებისათის საჭირო სითხე:

ერთ-ერთი საიდუმლო ამ მასის დამზადების დროს ისაა, რომ წყალი უნდა იყოს რბილი -აადუღეთ და გააციეთ-

ვარიანტი 1 . შეურიეთ ერთი წილი გლიცერინი(იყიდება მაღაზიებში), 2 წილი ჭურჭლის სარეცხი სითხე(მხოლოდ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანისათის განკუთვნილი) და 6 წილი წყალი.

ვარიანტი 2. სახეხზე გახეხეთ საპონი, 2 წილ საპონზე აიღეთ 4 წილი გლიცერინი და 8 წილი წყალი + ცოტა შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე - ორთქლის აბაზანაზე და მორევით გაალღვეთ,გააციეთ და გაერთეთ

ვარიანტი3. აიღეთ 50მლ ტანის დასაბანი გელი, 50მლ წყალი , ცოტა შაქარი...

და ფერად–ფერადი ბურთები მზადაა :)

ეს კი "ქარის ბზრიალა"

გისურვებთ წარმატებებს.


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

მიაჩვიეთ დისციპლინას ეფექტურად

თქვენ ალბათ არასოდეს შეხვედრიხართ მშობელს, რომელიც არ იღებს პაუზას ან სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი, რომელიც ისვენებს. მაშ რა დისციპლინის სტრატეგიებს გვირჩევენ მასწავლებლები?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024