ვაშაააა არდადეგებიიიიი! ვაშააააააა ნანატრი შვებულებაააააა!!!!
პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან- როგორ გავხადოთ ეს დრო სასიამოვნო, საინტერესო და მაქსიმალურად სასარგებლო?ძალიან ხშირად დედიკოებისაგან მესმის, დაიწყო არადადეგები და ჩემი ნევრების შლა, ვერაფრით ვერ ვაცილებ კომპიუტერს, ტელევიზორს, მთელი დღე ზის, გარეთ არ გადის. რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?
პირველი და მთავარი, მიეცით პირადი მაგალითი, ბავშვის თანდასწრებით მაქსიმალურად შეზღუდეთ თქვენი კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომის დრო.
მეორე- ბავშვთან ერთად გაატარეთ თქვენი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი. ერთად დაგეგმეთ მხიარული დღე- ბავშვის ინტერესებისა და თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
1. ქუჩაში - (ვიმუშავებთ დაკვირვებულობას, დანახულის აღქმისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარს, სივრცეში ორიენტაციის უნარს)
• ,,რა რის შემდეგ არის?” მოდი დავიმახსოვროთ რომელი მაღაზიის შემდეგ, რომელი მაღაზიაა? ახლა დავხუჭოთ თვალები და ჯერ შენ მითხარი- შემდეგ მე გეტყვი,- აბა მოვიხედოთ უკან შევამოწმოთ ასეა?
• ,,მე ვხედავ, შენ?”ააქვე ახლოს მე ვხედავ წითელ ყვავილს, მოძებნე- შენც… დაინახეე? ყოჩაღ, აბა მითხარი რასთან არის ახლოს? და უფრო შორს? როგორია ეს ყვავილი? (ხე, ბალახი, ჯიხური და ა.შ.) მაგ:მაღალი, ლამაზი, მწვანე ღეროიანი, ამაყი , სურნელოვანი რომლ სიტყვასაც თვითონ ვერ მოიფიქრებს, მიაშველეთ თქვენ.
• “ფერი, რაოდენობა”- რა ფერის მანქანები დგას ამ ავტოსადგომზე? რამდენი წითელი მანქანა დგას, შავი? რომელია მეტი?
• აუცილებლად ისარგებლეთ ზებრა გადასასვლელით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს უსაფრთხოა თქვენს სიცოცხლეზე ძვირფასი ვინმე გყავთ გვერდით… და მეორე, ასე, ბავშვს აჩვევთ სამოქალაქო წესრიგს! სამოქალაქო კაკნონმორჩილება კი წარმატებული სახელწიფოს წინაპირობაა. რა ფერის შუქნიშანი აინთო? რა გავაკეთოთ ახლა?
2. მაღაზიაში - (ვუნვითარებთ დაკვრვებულობას, კლასიფიკაციის, არჩევანის გაკეთებისა და ანგარიშის უნარებს)
• ნინი მე მინდა ვიყიდო- ვაშლი, ალუჩა, მარწყვი, ალუბალი? რომელ განყოფილებაში იქნება ნეტა?- ხილის? მართალია, როგორ დამეხმარე… წავედით.. ახლა მე მინდა ვიყიდო- საპონი, სარეცხი ფხვნილი, კბილის ჯაგრისი , რომელ განყოფილებაში მოვძებნო?- აჰაა, მართალია,…ჰიგიენის. როგორ ვუთხრა გამყიდველს რომ დავაზუსტო ამ ნივთის ფასი? აააა- ესეც გცოდნია, რა კარგია ერთად რომ წამოვედით, მადლობა დახმარებისთვის…და ა.შ. მოკლედ,ვარიანტები ბევრია- ჩართეთ ფანტაზია, და საქმე აკეთეთ საინტერესოდ და ორივესთვის შედეგიანად
3. “სამზარეულოში“ ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ მიბაძვა, მშობლებთან ერთად ფუსფუსი- გამოიყენეთ ეს თვისება და ერთად მოამზადეთ წვნიანი- თან მუდმივად ისაუბრეთ- მომაწოდე კარტოფილი- ხილია თუ ბოსტბნეული? როგორია? ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი დავდგათ ქურაზე…- ნეტა მამიკო თუ მიხვდება, ერთად რომ გავუმზადეთ წვნიანი და სალათი? ( ამ მეთოდით ბავშვს შეაჭმევთ ყველანაირ სალათს, და წვნაინს, იმიტომ, რომ რასაც თავისი ხელით ამზადებენ უკეთესად მიირთმევენ და მეორეც წინასწარ გააფრთხილეთ მამიკო “აღფრთოვანდეს” როგორ ეტყობა ამ წვნიანს რომ ნინი მიმზადებდა სიყვარულით, როგორი გემრიელია?!… მადლობა ნინის და დედიკოს)
ან თუ შეიძლება მომაწოდე ჩაქუჩი, ლურსმანი, მოდი მე დავიჭერ და შენ ჩაამაგრე აი ასე.. დედიკოს როგორ გაეხარდება როცა ნახავს როგორ კარგად შევაკეთეთ მისი საყვარელი ყვავილების თარო
4.ზაფხული ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური სფეროების განვითარების დროა—ამიტომ იკითხეთ ასაკის შესაბამისი მოთხრობები, ისტორიული თავგადასავლები, მითები თუ ზღაპრები, შემდეგ შეეკითხეთ რა იყო მოსაწონი, რა არა? სად ხდებოდა ეს ამბავი? როგორი იყო ეს ადგილი? შენ როგორ მოიქცეოდი ამ დათუნიას ადგილას? შენ რომ ამ მოთხრობის მხატვარი ყოფილიყავი რას დახატავდი? როგორ? მოდი აბა დახატე და მიჩვენე.
5.მიეცით ფერადი საღებავები, ფანქრები ან ფლომასტერი და დახატოს რამე, საკუთარი სურვილისამებრ.…შემდეგ შეაქეთ- ვაუ, რა საინტერესო ნახატია?! იცი ეს რომ მწერალს ენახა მოთხრობას დაწერდა- მოდი წარმოვიდგინოთ ვითომ მწერლები ვართ ერთად დავწეროთ მოთხრობა ამ ნახატის მიხედვით. მიეცით საშუალება იფანტაზიოროს, თქვენ კი ჩაიწერეთ, მოაწერინეთ ხელი და ახლობლებს წარუდგინეთ აივანზე გამართულ ზაფხულის საღამოებზე თქვენი პატარა საოცრებების შემოქმედებითი შედევრები, მიეცით მას საშუალებ თავად მოახდინოს საკუთარი შემოქმედების პრეზენტირება.
6. თუკი კომპიუტერთან დასვამთ -დრო აქაც შედეგიანად გაატარეთ http://kids.ge/medias
7. თუ უკვე დასასვენებლად გადიხართ? მაშინ ეს გამოგადგებათ
ასე გატარებული ზაფხულის შემდეგ , მერწმუნეთ,თქვენ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო რამ გექნებათ მოსაგონარი, თქვენი პატარა საოცრება კი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინტელექტუალურ- ემოციური შენაძენით შეხვდება...
მხიარულ, ბედნიერ, წარმატებულ ზაფხულს გისურვებთ!!!