kids.ge logo

ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                                        

იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვითელი, გამხმარი ფოთლები რომ სცვივათ, სწორედ ის დროა! გარეთ ხან წვიმს, ხან კი თბილი ქარი ჰქრის… უკვე გათენებულიყო. ტყეში, ერთი მოხუცი ნაძვის ხის ძირში ხის ლამაზი, პატარა სახლუკა იდგა, საიდანაც ყოველთვის სიმღერისა და სიცილის ხმა გამოდიოდა. ამ პატარა სახლუკაში კი პატარა ირემი, გოგონა ბება, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. — ბება, გაიღვიძე, დაგაგვიანდება… — მოისმა საძინებლის კართან, დედა ირმის ხმა. ოთახში გემრიელი თხილისა და თაფლის ორცხობილების სურნელი შემოვი და, - უჰ, რა გემრიელი სუნი იყო! ბება პატარა იყო, სულ რამდენიმე თვის, და ისიც, და მისი მშობლებიც ადამიანებზე ბევრად პატარები იყვნენ, რადგან ისინი ხომ ტყის პატარა ირმები იყვნენ. მას ძალიან შიოდა და საუზმობაც უნდოდა, მაგრამ ბება ცოტა ზარმაცი იყო და საწოლიდან ადგომაც კი ეზარებოდა. სამაგიეროდ, ძალიან ლამაზ ქალაქში ცხოვრობდა — იქ ბევრი ხე იდგა, მოწყობილი იყო სათამაშო მოედნები, საქანელები და სასრიალოები. ამ პატარა ქალაქს დედა ირემი ციცინათელების ქალაქს ეძახდა. როგორც კი ღამდებოდა, მთელი ეზო ციცინათელებით ივსებოდა. ყოველ ჯერზე ბება ცდილობდა მათ დაჭერას, მაგრამ ისინი ძალიან სწრაფები და მოხერხებულები იყვნენ, ბება კი — ზარმაცი და ბუთხუზა. ყოველ დილით მამიკოს მიჰყავდა საბავშვო ბაღში. იქ ბება კარგად ერთობოდა, თამაშობდა, სწავლობდა და გემრიელ საუზმეზეც არასდროს ამბობდა უარს. ციცინათელების ქალაქში ყველაფერი იყო — პატარა ირმებს არაფერი აკლდათ. პატარა ბება ძალიან კეთილი იყო, მაგრამ ცოტა ზარმაცი: ფეხით სიარული ეზარებოდა და დედიკოსაც იშვიათად ეხმარებოდა სახლის საქმეებში; არც ეზოში, ხიდან ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება ეხალისებოდა, არც ლამაზი გირჩებისა და ხილის აკრეფა… მოკლედ, არაფერს აკეთებდა. — იქამდე, სანამ ციცინათელების ქალაქში ჯადოსნური ამბავი არ შეემთხვა. ერთ საღამოს ბება მეგობრებთან ერთად მოედანზე „დამალობანას“ სათამაშოდ წავიდა. ის იქვე, ერთ-ერთი ნაგვის ურნის უკან მიიმალა, რადგან შორს წასვლა ეზარებოდა. — ოი, სასწაული! რა ლამაზია! — შესძახა მან. მის წინ ლამაზი, დიდი წითელი ბოტები იდო. ისე ძალიან მოეწონა, მაშინვე ორივე ფეხი შიგ ჩადგა. როგორც კი ბოტებში ფეხი ჩაყო, სულ სხვა ბებად გადაიქცა. გაყოჩაღდა — მისი ფეხები სწრაფად დარბოდნენ. აღარც ვაშლების შეგროვება ეზარებოდა და აღარც ფოთლების გადაყრა. — ბება, ეს რა ჩაგიცვამს?! — გადაიკისკისა დედამ, როცა უზარმაზარი ბოტები დაინახა. — ეს საიდან გაქვს?! — ჰკითხა მამა ირემმაც. — ნაგვის ურნასთან ეწყო… ალბათ გადაგდება არ უნდოდათ და ჩავიცვი! მამა, ნახე, როგორ სწრაფად დავრბივარ, მიყურე! - ბედნიერი ბება დარბოდა და ტალახში ხტებოდა. — შვილო, დაუკითხავად არაფრის აღება არ შეიძლება… პატრონმა რომ მოიკითხოს? — ამაზე არ მიფიქრია… — საშინლად მოიწყინა ბება. — წამოდი, წავიდეთ ურნასთან, იქნებ პატრონიც იქ იყოს… წვიმა დაიწყო, ალაგ-ალაგ გუბეები ივსებოდა… დედა ირემმა და პატარა ბებამ ურნისკენ გასწიეს. ბებას ეს წითელი ბოტები უფრო და უფრო უყვარდებოდა და სულაც აღარ უნდოდა მათი დაბრუნება. სანამ ურნას მიუახლოვდებოდნენ, დაინახეს დიდი ადამიანი, უზარმაზარი ცოცხით, რომელიც იქაურობას ალაგებდა და ასუფთავებდა. დედა და ბება მიუახლოვდნენ მას. ის ცოცხით მათ ხან აქეთ მოისვრიდა, ხან იქით… ისეთი კარგი თამაში გამოუვიდათ, სიცილით გული იჯერეს. წვიმაც უფრო და უფრო მატულობდა… ეძახდნენ ვეებერთელა მეეზოვეს: — თქვენია ეს ბოტები?! — ბოდიშით, დაუკითხავად რომ ავიღე! ყვიროდნენ მთელი ხმით, მაგრამ მათი ხმა არ ესმოდა… ან როგორ გაიგებდა? მან ხომ ირმების ენა არ იცოდა… — გეცვას, შენი იყოს, — უთხრა დედამ, — ოღონდ დღეის იქით ყოჩაღი იყავი, ამ უზარმაზარი მეეზოვესავით, რომელიც ზრუნავს ქალაქზე, ადამიანებზე და სისუფთავეზე. ბებამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა დედიკოს, თანხმობის ნიშნად კი ლოყა აულოკა. ეს დიდი წითელი ბოტები კი სინამდვილეში პატარა გოგონასი იყო რომელსაც დორა ერქვა. დორამ, ურნასთან დააწყო. გადაგდება არ უნდოდა და იფიქრა, ვინმეს გამოადგებოდა… მოგვიანებით დორაც გამოვიდა გარეთ, ურნასთან მიირბინა და სახეზე დაცემული წვიმის წვეთები სიხარულით მოიწმინდა… რადგან ბოტები იქ აღარ დახვდა, მიხვდა, რომ ვიღაც პატარა არსებას ისინი ძალიან დასჭირდა. იმ საღამოს წვიმამ მალე გადაიღო და ციცინათელების ქალაქიც განსაკუთრებით ნათელი გახდა. პატარა ბება დიდი წითელი ბოტებით დაბაჯბაჯებდა ეზოში, აგროვებდა დაცვევნილ ფოთლებს, ასუფთავებდა ბილიკს და თან ფიქრობდა: „რამდენი საქმეა სახალისო და სასიკეთო“ იმ დღიდან პატარა ბება აღარ იყო ზარმაცი! ის მიხვდა, რომ ყოჩაღობა მხოლოდ სწრაფ სირბილს არ ნიშნავს - სიყოჩაღე არის ზრუნვა, დახმარება და პატარ-პატარა კეთილი საქმეები . წითელი ბოტები მხოლოდ ამ შემოდგომაზე ეცვა, მერე მალე გაიზარდა და ფეხიც გაეზარდა, ბოტები დაუპატარავდა, მაგრამ ამის გამო არ მოუწყენია, უკვე დიდი იყო თანაც ყოჩაღი გულით! ამ ჯადოსნური ამბის შემდეგ, როცა ღამდებოდა, ციცინათელები თითქოს უფრო კაშკაშად ანათებდნენ, ირმების პატარა ხის სახლუკის ფანჯრიდან უყურებდნენ და ჩურჩულით ამბობდნენ : — ასე იბადება ნამდვილი ბედნიერება და სიკეთე…

ვტორი სოფი მაჭავარიანი 2025 წელი

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფი მაჭავარიანი

სოფი მაჭავარიანი

ხელოვანი/მხატვარი

მწერალი/პოეტი/კომპოზიტორი

მეწარმე/ფინანსისტი/დამფუძვნებელი/დირექტორი/

ჟურნალისტი/

 

 

...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

გააზიარეთ თქვენი ცოდნა

გაუზიარეთ თქვენი ცოდნა გარემოზე ზრუნვის შესახებ სხვა მშობლებს და ბავშვებს.

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აფციაური:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით კარგი მაგალითი

აჩვენეთ ბავშვს, როგორ აგვარებთ კონფლიქტებს მშვიდობიანი გზით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026