kids.ge logo

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

სოციალური უნარები- წარმოიდგინეთ, რომ ხართ 5 წლის, მასწავლებელი გთხოვთ, იჯდეთ სკამზე მშვიდად და ბოლომდე მოისმინოთ ზღაპარი, ან წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგჭირდებათ, რომ თავი გაართვათ ასეთ გამოწვევებს და გადაჭრათ პრობლემა?

თანატოლებთან და უფროსებთან  ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისათვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.

მშობლები და მასწავლებლები ხშირად პრიორიტეტულად მხოლოდ აკადემიურ უნარებზე მუშაობას მიიჩნევენ. როდესაც ვსაუბრობთ  აკადემიურ უნარებზე სკოლამდელ ასაკში, იოლია წარმოვიდგინოთ, როგორ მღერიან ბავშვები ანბანის სიმღერას ან ასახელებენ გეომეტრიულ ფიგურებს. თუმცა, განვითარების ეს მხოლოდ ერთი მხარეა. მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური სფეროების განვითარებაც. მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ სხვისთვის დარტყმა არ არის კარგი ქცევა. ასევე იცის, რომ გრძნობდეს ბრაზს, წყენას, ეს ნორმალურია. ამით ის ავლენს თვითრეგულაციის უნარს. რეალურად, ბრაზის მართვა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სკოლამდელ ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

რას გულისხმობს სოციალურ-ემოციური სფერო?

  • საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება;
  • საკუთარი ემოციების მართვა;
  • სხვების საჭიროებების ამოცნობის უნარი, თანაგრძნობის უნარი;
  • თანატოლებთან თამაშის, დამეგობრების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის სწორი გზების მოძიება;
  • საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა;
  • კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარი;
  • თვით-კონტროლის უნარი, წესების შესრულება, იმპულსების კონტროლი, სიტუაციის კონტექსტის გაგება და შესაბამისად მოქცევა;

 

როგორ შევუწყოთ ხელი სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას?

წაახალისეთ ემოციებზე საუბარი. სთხოვეთ ბავშვს ისაუბროს თავის გრძნობებზე. ემოციების მართვამოუსმინეთ ყურადღებით და გამოხატეთ თანაგრძნობა. ასწავლეთ, რომ ემოციების არსებობა და მათზე საუბარი ნორმალურია.

 

გამოიყენეთ ბავშვის ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიები. შემოიღეთ ქცევის წესები, აუხსენით ბავშვს რატომ არის საჭირო და რა შედეგები მოჰყვება მათ დარღვევას. წაახალისეთ, დააჯილდოვეთ მისი კარგი ქცევა, გამოიყენეთ იგნორირება არასასურველი ქცევის დროს.

 

იმუშავეთ ბავშვის თვითშეფასებაზე. დაეხმარეთ ბავშვს დაინახოს თავისი ძლიერი მხარეები. შეაქეთ რაიმეს გაკეთების მცდელობისათვის, დააჯილდოვეთ წარმატებისთვის.

 

მიეცით სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა. თანატოლებთან თამაშისას ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, გაზიარებას, რიგის დაცვას, თანამშრომლობას, თამაშის წესების დაცვას. დაეხმარეთ ბავშვს ამ უნარების განვითარებაში შექების გამოყენებით. მაგალითად, „შევამჩნიე, რომ ათხოვე სათამაშო, ეს მომეწონა. ორივე კარგ ხასიათზე დადექით.“

 

მიეცით თქვენი მაგალითი. ბავშვები სწავლობენ უფროსებზე დაკვირვებით და ხშირად იმეორებენ მათ ქცევას. როდესაც თქვენ ახერხებთ გაუმკლავდეთ ძლიერ ემოციებს, მაგალითად ბრაზს, ამით ბავშვს უსაფრთხოდ აგრძნობინებთ თავს. ასევე, ის თქვენგან სწავლობს ემოციების მართვისა და პრობლემის მოგვარების გზებს.

 

მიეცით არჩევანი. პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისი ასაკის გათვალისწინებით. შეგიძლიათ ჩართოთ ოჯახური საკითხების გადაწყვეტაშიც.

 

იმუშავეთ თქვენს თავზე. მშობელი ამბობს: „მე ძალიან გაბრაზებული ვარ, მჭირდება დრო, რომ ამაზე ვიფიქრო“, „აღელვებული ვარ, ღრმად ჩავისუნთქავ, რომ დავშვიდდე“.

იმის აღიარება, რომ გვაქვს უარყოფითი ემოციები, სისუსტე არ არის. ეს კარგი მაგალითი იქნება ბავშვისათვის. ის ისწავლის, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო გრძნობები და ამ გრძნობებთან გამკლავება სრულიად შესაძლებელია. 


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

ტელევიზორი საერთო ოთახში იქონიეთ

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ტელევიზორის არსებობა ბავშვების საძინებელში მოქმედებს რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ბავშვები მიდრეკილები არიან ჭარბი წონისადმი, ნაკლებად სძინავთ, სკოლაში დაბალ ნიშნებს იღებენ და ფლობენ დაბალ სოციალურ უნარებს. პ.ს. მშობლებს, რომლებსაც ტელევიზორი საძინებელში აქვთ, უფრო იშვიათად აქვთ „ახლო ურთიერთობა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024