kids.ge logo

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე. წახალისებით მათ ვუზრდით და ვუნარჩუნებთ  მოტივაციას შეასრულონ ახალი და რთული ამოცანები და არ დანებდნენ გამოწვევებს.

შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. ზოგჯერ მშობლები განსხვავებულად ფიქრობენ მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ზოგი მათგანი თვლის, რომ საერთოდ არ არის საჭირო, ზოგმა კი არ იცის, როგორ უნდა შეაქოს ბავშვი სწორად. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ არასწორ მოსაზრებას:

1. შექებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ისწავლოს, კარგად მოიქცეს მხოლოდ ჯილდოს გამო. 

სწორია: ბავშვი მშობლებისაგან იღებს ქცევის მოდელს. ხშირი წახალისება და დადებითი შეფასება მას საშუალებას აძლევს ასეთივე ფორმით ფიქრი და ქცევა ისწავლოს. ანუ მისი კარგი ქცევა არ იქნება მხოლოდ ჯილდოს მიღების საშუალება. ასეთი ბავშვი თავადაც ხშირად აქებს და პოზიტიურად აფასებს გარშემომყოფებს და იგივეს იღებს მათგანაც. ეს კი, როგორც წესი, განსაზღვრავს თანატოლებში მის პოპულარულობასა და წარმატებას.

თუ მშობლები ხშირად აკრიტიკებენ ბავშვს, ისიც მსგავს მოდელს სწავლობს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. რეალურად, სწორედ შექებისა და მოწონების დეფიციტი ზრდის რისკს, რომ ბავშვი მხოლოდ ჯილდოსთვის მოიქცეს კარგად

2. შეიძლება შექება და ჯილდო ბავშვის მოსყიდვად ჩაითვალოს.

სწორია: სინამდვილეში შექება ბუნებრივად უნდა მოსდევდეს ბავშვის ქცევას. ჯილდოს მიზანია ბავშვმა ისწავლოს თუ რა არის მისაღები ქცევა. წახალისებით მას ვუბიძგებთ გამოავლინოს და განამტკიცოს ახალი უნარები. ბავშვთან არ ვდებთ ასეთი სახის გარიგებას: „თუ აალაგებ სათამაშოებს, შოკოლადს მოგცემ“ და ა.შ. ვასწავლით ქცევის წესებს, მაგალითად: “მოდი, ახლა სათამაშოები შევინახოთ, თამაში უკვე დავასრულეთ“ და ვაქებთ მაშინ, როდესაც ალაგებს ან ცდილობს აალაგოს სათამაშოები.

ქცევის განმტკიცება3.  ბავშვებმა ისედაც იციან როგორ მოიქცნენ სწორად. რა საჭიროა მათი ყოველდღიური შექება სათამაშოს თხოვებისათვის ან ამოცანის ამოხსნისათვის.

სწორია: ზოგჯერ ბავშვები ასრულებენ წესებს, ზოგჯერ კი  რთულ ქცევას ავლენენ. სწავლების ეფექტური მეთოდია სასურველი ქცევის წახალისება და დაჯილდოვება. შექება განამტკიცებს ბავშვის ქცევას და ზრდის მისი უფრო ხშირად გამოვლენის შანსს.ლენენ. თუმცა, მათ თავისთავად არ იციან როგორ მოიქცნენ სწორად. ამისათვის აუცილებელია ჩარევა და სწავლება.

 4. უმჯობესია, ბავშვი შევაქოთ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ და  საუკეთესო შემთხვევაში.

წორია: ზოგჯერ მშობლები ბავშვს აქებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რაიმეს განსაკუთრებულად კარგად გააკეთებს, მაგალითად, ამოხსნის მათემატიკის რთულ ამოცანას, სრულყოფილად აალაგებს საწოლს, სათამაშოებს და ა.შ. ასეთი სტრატეგიის გამოყენება ნიშნავს, რომ ბავშვი იშვიათად იღებს მშობლებისაგან დადებით შეფასებას, რადგან სინამდვილეში საბოლოო მიზნამდე მისვლა იოლი არ არის, ამისათვის დრო და სწავლაა  საჭირო.

რამდენად აუცილებელია ბავშვმა ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს? გაცილებით ეფექტურია მისი წახალისება მცდელობისათვის, შექება და  შრომის დაფასება.  შესაძლოა ამ ეტაპისათვის ვერ ძლევს რთულ სასწავლო პროგრამას, ვერ ალაგებს საწოლს ისე როგორც თქვენ. მიუხედავად ამისა,  დააჯილდოვეთ იმისათვის რისი შესრულებაც შეუძლია.

განსაკუთრებული შემთხვევის ლოდინის ნაცვლად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქცევა, რომელსაც ბუნებრივად ვთვლით, თუმცა, შექებას იმსახურებს. მაგალითად, ბავშვი დამოუკიდებლად მეცადინეობს, იწყებს სწავლას, მშვიდად თამაშობს, ასრულებს თქვენს ინსტრუქციასა და თხოვნას.

სწორედ ასეთი მდგომით განუმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას, აგრძნობინებთ, რომ მისი გჯერათ. ეს კი ნამდვილად დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

 5. ზოგჯერ რთულია ისეთი რამის პოვნა, რის გამოც შიძლება ბავშვის შექება.

ჯილდოსწორია: რამდენადაც  რთულ ქცევას არ უნდა ავლენდეს ბავშვი, მაინც შეიძლება ისეთი რამის პოვნა, რის გამოც დავაჯილდოვებთ. ხშირად ის მშობლები რომლებიც არ აქებენ შვილებს, ასევე, კრიტიკულები არიან საკუთარი თავისა და შეცდომების მიმართ. უჭირთ კარგი ქცევის შემჩნევა ბავშვებში, სამაგიეროდ სწრაფად რეაგირებენ და აკრიტიკებენ მათ შეცდომების გამო.

უფროსის მაგალითი მნიშვნელოვანია.  მშობლების უპირველესი გამოწვევაა,  ისწავლონ საკუთარი თავის დაჯილდოვება და შექება. მაგალითად, „ეს სადილი გემრიელი გამომივიდა“, „დღეს სამსახურში წარმატებული დღე მქონდა“ და ა.შ.  თავიდან ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს იოლი, მოითხოვოს გარკვეული ძალისხმევა, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგის შემჩნევით დაეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს ბავშვებს.  

 

 


 ფსიქოლოგიაგანვითარებასწავლა
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024