ომს გამართლება არ აქვს. ის, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე ახლა პრიორიტეტია.
ისეთი ძლიერები უნდა იყოთ როგორც არასდროს, ისეთი გამბედავები - როგორც არასდროს. ყველაფრის მოიუხედავად შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება, რადგან ახლა, თქვენს შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებით. თქვენმა შვილებმა სიცოცოხლე უნდა გააგრძელონ და ამისათვის ჯანმრთელები უნდა გამოვიდნენ ამ ომიდან, როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად, ფსიქიკური სიჯანსაღე უნდა შეინარჩუნონ.
თქვენ ხართ ახლა ყველაზე ახლოს მათთან. ისინი თქვენ გიყურებენ და თქვენი თვალებით ხედავენ მოვლენებს. შეძლებისდაგვარად აარიდეთ ბავშვებს სასტიკი ომის რეალობა.
სიმშვიდე ყველაზე დიდი ძალაა და ენერგეტიკულად ყველაზე მაღალ სიხშირეზეა, რაც იმას ნიშნავს რომ შეუძლია გადაფაროს ყველა და ყველაფერი. სიმშვიდე ყველაზე დიდი მოქმედებაა. სიმშვიდის მუხტები ანგრევს და აზარზარებს მთებს, ამშვიდებს აბობოქრებულ ტალღებს.
სიმშვიდე ის უმოქმედობაა, რომელიც მეტია ნებისმიერ მოქმედებაზე.
სიმშვიდე ნიშნავს იმოქმედო ცნობიერად. შენი შინაგანი ვიბრაციები სამყაროს სიხშირემდე ასწიო, საიდანაც კარგად ჩანს, რომელ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე.
მინდა გაგახსენოთ რობერტ ბენინის საოცარი ფილმი - „ცხოვრება მშვენიარია“. 1939 წელია და მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. იტალიაში ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკში გარდაუვალი სიკვდილის საშიშროების წინაშე მდგარი მამა გადაიქცევა ნამდვილ მსახიობად, მასხარად, რომ რამენაირად ბავშვის ფსიქიკა ამ სისასტიკეს აარიდოს. ის, მთელ ამ ტრაგედიას კომედიად გარდაქმნის და სასწაულს ახდენს თავისი შვილის ცხოვრებაში. ყველაფერს თამაშის სახეს აძლევს, შეჯიბრის, რომელშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, რომ ყველაზე დიდი და მაგარი პრიზი დაიმსახურონ, ჯოშუას საყვარელი სათამაშოს ნამდვილი ვერსია, დიდი და ახალი ტანკი.
ითხოვეთ სამყაროსგან ძალები და ჩართეთ თქვენი მთელი ფანტაზია, წარმოსახვა და ეს დრამა, რომელშიც ახლა გიწევთ ყოფნა, სულ სხვა კუთხიდან დაანახეთ შვილებს. უთხარით, რომ ისინი ძალიან ძლიერები და ყოჩაღები არიან. ცულ ცოტა უნდა გაუძლონ, რადგან ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. ითამაშეთ მათთან ერთად, ყველაფერი შეძელით, ოღონდ ბავშვები არ დაითრგუნონ და შიშმა ხელფეხი არ შეუკრას. სიძულვილს მოარიდეთ, ბოღმა არ გაუღვიღვოთ გულში. ბოროტებას სამყარო თვითონ უპასუხებს. მათ ნუ აჰკიდებთ ამ მძიმე ტვირთს.
უთხარით, რომ ქართველი ბავშვები მათზე ფიქრობენ და სჯერათ, ამ "შეჯიბრს" საუკეთესოდ გაართმევენ თავს.
გიგზავნით სიყვარულს და გვჯერა ეს უანგარო გრძნობა მშვიდობას დაამყარებს.
---
Війна не має виправдання. ІЇ слід негайно зупинити. Життя вас і ваших дітей зараз у пріоритеті.
Треба бути таким же сильним як ніколи, таким же сміливим як ніколи. Незважаючи ні на що, будьте тверезими, адже зараз ви найбільше потрібні вашім дітям. Ваші діти повинні продовжувати своє життя, а для цього вони повинні вийти з цієї війни здоровими як фізично, так і психічно, щоб залишатися психічно здоровими.
Тепер ви найближчі до них. Вони дивляться на вас і бачать події на власні очі. По можливості уникайте реальності жорстокої війни для дітей.
Спокій є найбільшою силою і енергетично знаходиться на найвищій частоті, що означає, що він може подолати все і все. Спокій – це найбільша дія. Іскри спокою руйнують і мучать гори, заспокоюють буйні хвилі.
Спокій – це бездіяльність, яка більша за будь-яку дію.
Спокій означає діяти усвідомлено. Підніміть свої внутрішні вібрації до частоти світу, з якої зрозуміло, як поводитися в якій ситуації.
Хочу нагадати про дивовижний фільм Роберта Беніна – «Життя прекрасне». Настав 1939 рік і триває Друга світова війна. В Італії батько, якому загрожує неминуча смерть у єврейському концтаборі, перетвориться на справжнього актора, на знущання, щоб якось відвернути психіку дитини від цієї жорстокості. Усю цю трагедію він перетворює на комедію і творить диво в житті сина. Це надає всьому вигляду гри, змагання, в якому вони повинні виграти, щоб отримати найбільший і найкрутіший приз, справжню версію улюбленої іграшки Джошуа, великий і новий танк.
Попросіть у світу сили і увімкніть всю свою фантазію, уяву і цю драму, в якій ви зараз маєте бути, покажіть своїх дітей зовсім під іншим кутом зору. Скажіть їм, що вони дуже сильні та міцні. Мусете трохе витримати, бо дуже скоро все закінчиться. Грайте з ними, робіть все, що можете, але не дозволяйте дітям розчаровуватися і не дозволяйте страху заважати. Уникай ненависті, не розпалюй ненависть у своєму серці. На зло відповість сам світ. Не тягніть на них ці важкі ноші.
Скажіть їм, що грузинські діти думають про них і вірять, що вони найкраще впораються з цим «змаганням».
Ми посилаємо вам любов і віримо, що це безкорисливе почуття принесе мир.
თარგმანი: მ.ბ.
ავტორის შესახებ
ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...
მიაჩვიეთ ბავშვები ფიზიკურ აქტივობას
უახლესი კვლევების თანახმად, მცირეწლოვან ბავშვებში გონებრივი განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ ფიზიკურ აქტივობასთან. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოათავსეთ ბავშვი მუცელზე, მიეცით თქვენს პატარას უფლება ფეხით და არა ეტლით გადაადგილდეს, უფრო მეტად ავარჯიშეთ.
ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას
არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო