kids.ge ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვისაც გულწრფელად სურს წვლილი შეიტანოს ბავშვების განათლებაში, მშობლების ცნობიერების ამაღლებაში, პატარების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაში, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.
ვისთან ვთანამშრომლობთ?
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციასთან, მათ შორის არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო პირებთან, რომელთა საქმიანობა შეესაბამება ჩვენი თანამშრომლობის პრინციპებს.
თანამშრომლობის პრინციპები:
ჩვენი პარტნიორობა უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მთავარ პრინციპებს. თანამშრომლობა უნდა იყოს მიმართული:
- ბავშვების განათლების და/ ან განვითარების;
- მშობლების ცნობიერების ამაღლების;
- ბავშვების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის;
- მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი სახის პარტნიორობისთვის. სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩვენს საიტს, როგორც პლატფორმას თქვენი საქმიანობის გასაცნობად, და ასევე, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ღონისძიებებსა და აქციებში.
როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა?
მოგვწერეთ თქვენი იდეის, გეგმებისა და მიზნების შესახებ. გვითხარით, როგორ შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში. სასურველია, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი იურიდიული სტატუსის და პროექტის ორგანიზატორების შესახებ. ჩვენი საკონტაქტო მისამართია: info@kids.ge