kids.ge logo

კომპიუტერული თამაშების ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ბავშვებზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ბავშვები და კომპიუტერიკომპიუტერული თამაშები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის წინ გავრცელდა. ამის შესაბამისად გაჩნდა კითხვა თუ რა როლს ასრულებს ეს თამაშები მოზარდებში. გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ცხოვრებაში ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ასე რომ კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად იმოქმედოს. მისი სასიკეთო თუ საზიანო თვისებების შესახებ შეიძლება საერთო დასკვნების გამოტანაც. უფრო ხშირად ბავშვები სპორტული თამაშებით არიან გატაცებულნი. მათ თავი გაიგივებული ჰყავთ მოქმედ გმირებთან. დამარცხებას ვერ ეგუებიან და ხდებიან აგრესიულნი. ეს მდგომარეობა მათ ცხოვრებაშიც ხვდებათ. არიან აგრესიულნი, ეჩხუბებიან თანატოლებს. სკოლებში მომრავლდა ცემისა და დაჭრის ფაქტები, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე. აქ აუცილებელია უფროსების ჩარევა, უნდა განუმარტოთ მოზარდებს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. უკეთესია ითამაშონ შემეცნებითი თამაშები, რაც მათზე დადებითად აისახება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორია ის, რომ კომპიუტერულ თამაშებში გარშემო მყოფებზე ზრუნვა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ყველაზე ხშირად მოთამაშე მხოლოდ თვითონ მოქმედებს და გარშემო მყოფებს ვერც კი ამჩნევს, ისინი აღიქმებიან უბრალო დეკორაციებად. ეს ფაქტი კი სკოლანდელი ასაკის ბავშვებში ეგოიზმს აჩენს.

კომპიუტერი და ბავშვებიკომპიუტერული თამაშები ითხოვს უნარ-ჩვევებს, ლოგიკურ აზროვნებას, კარგ მახსოვრობას. კომპიუტერული თამაშები გარკვეულწილად ეხმარება უცხო ენის შესწავლაში. მისი ყველაზე დადებითი მხარეა კოორდინაციის განვითარება, გადაწყვეტილებების მიღება, რეაქციის სისწრაფე. ასევე, ეხმარება ბავშვებს ისწავლონ სივრცეში სწრაფად ორიენტირება, კომპიუტერული თამაში ეხმარება ბავშვს განსხვავებული სიტუაციიდან გამოსვლაში. ის შეიძლება ბავშვს დაეხმაროს ტკივილთან და ავადმყოფობასთან გამკლავებაში. ბევრი ნეიროქირურგი აღნიშნავს, რომ ოპერაციიის შემდგომ სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის სასარგებლოა კომპიუტერული თამაშებით თითების გავარჯიშება.

დღესდღეობით არსებობს ვირტუალური მოთამაშეების კლუბები და, შესაძლებელია, რომ ინტერნეტის საშუალებით ეთამაშო სხვა, თუნდაც უცნობ ადამიანს. ამგვარად, შესაძლებელია ნაცნობობის დამყარება და შეხედულებების გაზიარება დედამიწის სხვადასხვა წერტილში. 

უარყოფითია ბავშვებში სასტიკი თამაშები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იქ მაინც ბოროტზე კეთილის გამარჯვებაც არის. მიზანი ისაა, რომ ბავშვებს ასწავლოს რამე სასიკეთო. კომპიუტერულ თამაშებზე შეიძლება სხვადასხვა განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ დღესდღეობით ის ქართველი ბავშვის მთავარი გასართობი და საზრუნავია.


 თამაშებიგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

დაავალეთ უბრალო ამოცანა

ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა სკოლამდელი აღზრდის პერიოდში, უვითარებს მას თვითდაჯერებულობას და კომპეტენციის გრძნობას, ამბობს ბასი. ბავშვი, რომელსაც ევალება ყვავილების მორწყვა ან საშრობიდან ტანსაცმელის გამოღება, დიდი ალბათობით თავად შეძლებს ჩაცმას ან სიმინდის ბურბუშელის მომზადებას. უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ მინიჭებული დავალება მარტივად განხორციელებადი იყოს. ასევე, იყოს ნამდვილი საქმე, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, რადგან სკოლამდელ ბავშვებსაც შეუძლია სამუშაოს შეფასება. მიზანია, შვილმა ოჯახის ქმედითუნარიან წევრად იგრძნოს თავი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024