kids.ge logo

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს ჭამაზე, პრეტენზიულია საკვების არჩევისას და ა.შ.  

მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს:

  • ბავშვებს არ მოსწონთ კონკრეტული გემოს, შემადგენლობის საკვები;
  • ამ ასაკის ბავშვებისათვის ჭამაზე მეტად  საინტერესო შეიძლება იყოს საუბარი, თამაში და ა.შ.
  • ბავშვები უფროსებისაგან იღებენ ქცევის მოდელს, სწავლობენ საჭმლის შერჩევას, გაპროტესტებას, ქცევის მანერებს;
  • კონკრეტულ მომენტში არ აქვთ ჭამის მოთხოვნილება ან საკმარისია ის რაოდენობა, რაც უკვე მიირთვეს;
  • ცდილობენ უფროსების ყურადღების მიპყრობას ამ გზით;
  • ბავშვები ავლენენ დამოუკიდებლობას, ცდილობენ თავად გააკეთონ არჩევანი;

ზოგჯერ მშობლები განიცდიან, რომ უჭმელობა ზიანს მოუტანს ბავშვის ჯანმრთელობას. ზოგჯერ კი ბრაზდებიან, რადგან მათ დრო და ენერგია დახარჯეს საკვების მომზადებაზე, ბავშვმა კი უარი თქვა ჭამაზე. ხშირად ამას შედეგად მოსდევს ჩხუბი, ბავშვის კრიტიკა, შენიშვნების მიცემა და დასჯა. რეალურად კი მშობლები ვერ იღებენ შედეგს. ჭამის პროცესი ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის, ბრძოლის მიზეზი. ბავშვი სწავლობს, რომ შეუძლია გააბრაზოს, აკონტროლოს მშობელი ან საერთოდაც მხოლოდ ასეთი ფორმით ჰქონდეს მათთან ურთიერთობა.       

ჭამის დაძალებარა უნდა გააკეთოთ? თავდაპირველად, შეისვენეთ, დროებით შეწყვიტეთ ბავშვისათვის ჭამის იძულება. დაფიქრდით, რეალურად რა გაწუხებთ? ის, რომ ბავშვი საკმარის საჭმელს არ ჭამს? ბრაზდებით, რადგან ასეთი მარტივი საკითხი, როგორიც ჭამაა, ბრძოლად გადაიქცა? განიცდით იმას, რომ თქვენს შრომასა და ზრუნვას ბავშვი ჭამაზე უარით პასუხობს? შეეცადეთ, გაარკვიოთ რა არის თქვენი ემოციების მიზეზი. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ თავი და უფრო ეფექტურად გადაჭრათ პრობლემა.

  • განსაზღვრეთ, დაახლოებით რა რაოდენობის საჭმელია საკმარისი თქვენი ბავშვისათვის. შესაძლოა, ის სულაც არ მიირთმევს ცოტას. აუცილებელი არ არის ჭამდეს იმდენს, რამდენსაც უფროსები ან სხვა ბავშვები. შეამოწმეთ პედიატრთან,  რამდენად შეესაბამება ბავშვის წონა მის ასაკს და აქვს თუ არა რაიმე დამატებითი კვების საჭიროება.
  • შეუდგინეთ ბავშვს რეჟიმი. უმჯობესია, ბავშვს არ ჰქონდეს საშუალება ჭამოს მუდმივად დღის განმავლობაში.  მაგალითად, აჭამეთ მაქსიმუმ ხუთჯერ დღეში დაახლოებით ერთი და იგივე დროს.
  • თავი აარიდეთ არაჯანსაღ საკვებსა და სასმელს. მაქსიმალურად შეამცირეთ მათი რაოდენობა. ამით დაიცავთ ბავშვის ჯანმრთელობას და საშუალებას მისცემთ მას დაინტერესდეს და მოეწონოს სხვა უფრო ჯანსაღი საკვები.
  • ჭამისას არ ჩართოთ ტელევიზორი, კომპიუტერი, არ დაკავდეთ პარალელურად სხვა აქტივობებით. ეს დაეხმარება ბავშვს, არ გაეფანტოს ყურადღება და დაინტერესდეს საკვებით.
  • ზოგჯერ ბავშვები ჭამენ ნელა, წუწუნებენ ყოველი ლუკმის წინ, თამაშობენ საკვებით, ძირს ყრიან. ამ დროს განსაზღვრეთ ჭამის ხანგძლივობა. მაგალითად, იგი იყოს დაახლოებით 20-30 წთ. გააფრთხილეთ ბავშვი წინასწარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ თეფშებს აიღებთ. ამ ასაკში შეიძლება გაუჭირდეთ დროის განსაზღვრა, ამიტომ პერიოდულად  შეახსენეთ. დროის გასვლის შემდეგ აიღეთ თეფშები. შესაძლოა, ბავშვს არ ჰქონდეს დასრულებული ჭამა, კიდევ გთხოვდეთ საკვებს და აპროტესტებდეს. მიუხედავად ამისა, დაიცავით წესი და გამოიჩინეთ სიმტკიცე. ამით ბავშვს ასწავლით წესების დაცვას, მიხვდება, რომ მის ქცევას მოყვება შედეგი.
  • არ დააძალოთყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როდესაც ღებულობს საკვებს და იქცევა შესაბამისად. აღნიშნეთ მაშინვე და დაუკონკრეტეთ შექების მიზეზი. შეუსაბამო ქცევისას უმჯობესია, გამოიყენოთ იგნორირება. არ მიაქციოთ ყურადღება წუწუნს, პროტესტს, საკვების გადაყრას და ა.შ. ამით ბავშვი მიხვდება, როგორი ქცევით შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება და როგორ დაიმსახუროს თქვენი კეთილგანწყობა.
  • გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი. მათ ჯერ არ შეუძლიათ დიდხანს და გაუნძრევლად მაგიდასთან ჯდომა. უმჯობესია, არ მოსთხოვოთ ჭამისას მოიქცეს მოზრდილი ადამიანივით.
  • მიეცით არჩევანის საშუალება. შესთავაზეთ ერთი სახის საკვები, რომელიც მისთვის მზადდება. ამავე დროს, წინასწარ გქონდეთ მომზადებული საჭმლის დამატებითი ვარიანტი. ამით მას საშუალებას მისცემთ, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი ყველაფერზე უარს ამბობს, აპროტესტებს და ვერ აკონტროლებს თავს, საერთოდ შეწყვიტეთ ჭამის პროცესი, უთხარით, რომ უკვე დასრულდა საუზმე, გაიყვანეთ ოთახიდან.
  • თუ ბავშვს შეუძლია და აქვს სურვილი, აუცილებლად მიეცით დამოუკიდებლად ჭამის საშუალება. გაითვალისწინეთ მათი ასაკი, არ ეჩხუბოთ საჭმლის დაღვრის, ტანსაცმლის დასვრის გამო.
  • საკვები მიეცეთ მცირე ულუფებად. ამ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ საჭმლის რაოდენობაზე წუწუნსა და კამათს.  უმჯობესია, ბავშვმა საჭმლის დამატება მოითხოვოს, ვიდრე უარი თქვას მის ჭამაზე დიდი ზომის გამო.
  • ჭამის პროცესი გახადეთ სასიამოვნო. ასაკის მიხედვით ჩართეთ ბავშვი შეძენის, მომზადების პროცესში. შეაქეთ, წაახალისეთ. მიეცით სახალისო ფორმები საკვებს. ახალი საჭმელი საინტერესოდ, სასაცილოდ წარმოუდგინეთ ბავშვებს.წაახალისეთ

ზოგჯერ მშობლებისათვის რთულია ყველა წესისა და სტრატეგიის გამოყენება დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები. სწორედ თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ და დაეხმაროთ ბავშვს. მიეცით დრო ბავშვსაც და საკუთარ თავსაც. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ ხვდებით, რომ კიდევ არის რაიმე საჭირო დამატებით, მიმართეთ სპეციალისტს, ბავშვთა ფსიქოლოგს, პედიატრს. 

 

 


 ფსიქოლოგიაკვებადარღვევები
Kids.ge-ს რჩევები

იზრუნე გარემოზე

აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024