kids.ge logo

რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მითი 1: ზოგიერთი ქალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით რძეს.– არ არის სწორი! ქალთა უმრავლესობა გამოიმუშავებს იმაზე მეტსაც კი, ვიდრე საჭიროა. უშუალო მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ძალიან ნელა იმატებს ან პირიქით იკლებს წონაში არის არა ის, რომ დედას არ აქვს საკმარისი რძე, არამედ ის, რომ ბავშვი ვერ ახერხებს სწორად კონტაქტს სარძევე ჯირკვალთან. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პირველივე დღეს შემოწმდეს ბავშვის ძუძუსთან შეხების მდგომარეობა.

მითი 2: გაცილებით ადვილია ბავშვის კვება ბოთლიდან, ვიდრე ძუძუდან! – არ არის სწორი! ეს მოსაზრება არსებობს იმის გამო, რომ არასათანადო მხარდაჭერის და დახმარების გამო დედა ხშირად ვერ ახერხებს პირველად ძუძუთი კვების ადვილად დაწყებას, და ურჩევნია ბოთლიდან კვება. სათანადო „სტარტის“ შემთხვევაში გაცილებით ადვილია (და სასარგებლო) ძუძუთი კვება, ვიდრე ბოთლიდან.

მითი 3: ძუძუთი კვება გარკვეულწილად ზღუდავს დედას. – არ არის სწორი! ბავშვის ძუძუთი კვება თავისუფლადაა შესაძლებელი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. პირიქით, არასდროს არ ჭირდება ბოთლი და „ფორმულა“, არც რძის შეთბობა, და არც რძის გასტერილების პრობლემა აწუხებს დედას.

მითი 4: ძუძუთი კვების დროს შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რამდენ რძეს ღებულობს ბავშვი. - არ არის სწორი! დედა ყოველთვის გებულობს საკმარისად მიიღო თუ არა ბავშვმა რძე. (განსაკუთრებით, როცა თითოეული მოწოვა (მოწოვის თითოეული ჯერი) რამოდენიმე წუთი გრძელდება).

მითი 5: თანამედროვე „ფორმულები“ არის თითქმის იგივე რაც დედის რძე. – არ არის სწორი! თანამედროვე „ფორმულა“ მხოლოდ ზედაპირულადაა მსგავსი. მასში არა არის ანტისხეულები, ცოცხალი უჯრედები, ფერმენტები, ჰორმონები და სხვა. „ფორმულა“ არის ყველა ბავშვისთვის და თანაბარი შემადგენლობით. დედის რძე კი უშუალოდ კონკრეტული ახალშობილისთვის, და უშუალოდ ბავშვის საჭიროებისთვის.

მითი 6: საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება გარკვეულწილად მიუღებელია. – არ არის სწორი! დედები, რომლებიც მეტ ძალისხმევას ხმარობენ, რათა თავის ბავშვზე იზრუნონ გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ საზოგადოებაში, და ძუძუთი კვების არანაირი უხერხულობის მომენტი საზოგადოებაში არ უნდა იყოს. პირიქით, ძუძუთი კვებისადმი მეტი მხარდაჭერის და ხელშეწყობის გრძნობა უნდა იყოს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ამავდროულად ბავშვთა ჯანმრთელობის საზოგადოებრივი მხარდაჭერაცაა .


 კვებაძუძუთი კვება
Kids.ge-ს რჩევები

ერთად გამოასწორეთ შეცდომები

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი ღებავს კედლებს, დაეხმარეთ მას მის მოშორებაში. თუკი იგი დაანგრევს თანატოლის აშენებულ კონსტრუქციას, სთხოვეთ, დაეხმაროს თავიდან აწყობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024