kids.ge logo

ხატვის წრე

ხატვის წრე

Kids.ge-ს ხატვის წრე განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და აერთიანებს მხატვრული ტექნიკის შესწავლას, დაკვირვების უნარის განვითარებასა და თავისუფალ შემოქმედებით მუშაობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვმა თანდათან შეისწავლოს ხატვის საფუძვლები, უკეთ დაინახოს ფერი, ფორმა, სივრცე და კომპოზიცია, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი ხედვა და შემოქმედებითი თავისუფლება.

ამიტომ მეცადინეობებზე ტექნიკური ცოდნის მიღებასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და საკუთარი იდეების დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარებას.

რას სწავლობენ ბავშვები

ხატვის გაკვეთილებზე ბავშვები ასაკის შესაბამისად ეცნობიან ფერწერისა და გრაფიკის საფუძვლებს და მუშაობენ სხვადასხვა მხატვრული მასალითა და ტექნიკით.

სასწავლო პროცესში ეტაპობრივად განიხილება:

  • ფერი და ფერთა ურთიერთშეთანხმება;
  • ფორმა და გეომეტრიული ფორმები;
  • საგნისა და სივრცის ურთიერთმიმართება;
  • კომპოზიცია;
  • მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტები ნამუშევარში;
  • ფონი და გარემო;
  • პერსპექტივის საწყისი პრინციპები;
  • სიმეტრია და ასიმეტრია;
  • სტატიკური და დინამიკური ფორმები;
  • ჩანახატი და ესკიზი;
  • ნატურმორტი;
  • ადამიანის სხეულის აგებულებისა და პროპორციების ძირითადი პრინციპები.

თემებისა და დავალებების სირთულე იზრდება ბავშვის ასაკისა და გამოცდილების შესაბამისად.

სწავლა ასაკის შესაბამისად

6–9 წლის ბავშვებთან ხატვის ძირითადი პრინციპები უფრო მარტივი, თვალსაჩინო და პრაქტიკული აქტივობებით ისწავლება. ბავშვები აქტიურად მუშაობენ ფერზე, ფორმაზე, კომპოზიციაზე, სხვადასხვა მასალის გამოყენებასა და საკუთარი ჩანაფიქრის გამოსახვაზე.

ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვმა ხატვა აღიქვას როგორც აღმოჩენისა და თვითგამოხატვის პროცესი, თანდათან განივითაროს ხელის მოძრაობა, დაკვირვება და თავდაჯერებულობა საკუთარი ნამუშევრის შექმნისას.

10–14 წლის ასაკში სწავლება თანდათან უფრო სიღრმისეული ხდება. მოსწავლეები მუშაობენ უფრო რთულ კომპოზიციებზე, სივრცის გადმოცემაზე, პერსპექტივაზე, სიმეტრიასა და ასიმეტრიაზე, სტატიკურ და დინამიკურ ფორმებზე, ჩანახატსა და ესკიზზე.

ამ ასაკში მეტი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ტექნიკურ შესრულებას, არამედ საკუთარი მხატვრული გადაწყვეტილების გააზრებასა და დამოუკიდებელი ნამუშევრის შექმნასაც.

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

ხატვის სწავლება ჩვენთვის მხოლოდ იმის სწავლას არ ნიშნავს, თუ როგორ უნდა დაიხატოს კონკრეტული საგანი.

ხელოვნება ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს გარემოს, სხვადასხვაგვარად დაინახოს ერთი და იგივე მოვლენა, იფიქროს, მოიფიქროს ახალი გადაწყვეტა და საკუთარი იდეა ხილულ ფორმად აქციოს.

ამიტომ გაკვეთილებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების ინდივიდუალურ იდეებსა და შემოქმედებით ინიციატივას. პედაგოგი ეხმარება მოსწავლეს ტექნიკური საშუალებების ათვისებაში, მაგრამ არ ზღუდავს მას ერთი წინასწარ განსაზღვრული შედეგით.

ხატვაზე მუშაობა ასევე ხელს უწყობს:

  • დაკვირვების უნარის განვითარებას;
  • შემოქმედებითი და აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას;
  • წარმოსახვის გაძლიერებას;
  • თვალისა და ხელის კოორდინაციის გაუმჯობესებას;
  • წვრილი მოტორიკის განვითარებას;
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის გაძლიერებას;
  • მოთმინებისა და სამუშაოს დასრულების უნარის განვითარებას;
  • საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებასა და თვითგამოხატვას.

ასაკობრივი ჯგუფები და განრიგი

ხატვის გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს.

ჯგუფები დაკომპლექტებულია ასაკის შესაბამისად:

  • 6–9 წლის ბავშვები - 17:00 საათზე
  • 10–14 წლის ბავშვები - 18:00 საათზე

ასაკობრივი დაყოფა საშუალებას გვაძლევს, თითოეულ ჯგუფს შევთავაზოთ მათი შესაძლებლობებისა და განვითარების ეტაპისთვის შესაბამისი სასწავლო მასალა და დავალებების სირთულე.

გამოფენები

ჩვენი ხატვის წრის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ Kids.ge-ს მიერ ორგანიზებულ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენებში.

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იმართება შემაჯამებელი გამოფენა, სადაც ბავშვების მიერ წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ნაწილი გამოიფინება.

გარდა ამისა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილია წლის განმავლობაში გამართულ სხვა ღონისძიებებსა და გამოფენებზეც.

ჩვენთვის გამოფენა მხოლოდ ნამუშევრის საჯაროდ ჩვენება არ არის - ეს არის შესაძლებლობა, ბავშვმა დაინახოს საკუთარი მუშაობის შედეგი, შეარჩიოს ნამუშევარი, რომელსაც სხვებს გაუზიარებს და საკუთარი შემოქმედების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა და თავდაჯერებულობა შეიძინოს.

სწავლის საფასური

ხატვის წრეზე სწავლის საფასურია 100 ლარი თვეში.

სწავლის საფასურში შედის მეცადინეობებისთვის საჭირო სახატავი მასალები და ინვენტარი.

დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასურია 90 ლარი თითოეულ ბავშვზე.

რეგისტრაცია

ხატვის წრეზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ. 36
ტელეფონი: 591 42-11-00

Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ იყოს პატიოსანი

ასწავლეთ ბავშვს, იყოს პატიოსანი და სამართლიანი სხვების მიმართ.

Kids.ge-ს რჩევები
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026