kids.ge logo

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი

  " მე არ ვარ მორცხვი,    
    მე არ ვარ მოსაწყენი..
 
   
მე ინტროვერტი ვარ.. "

სამყარო მრავალფეროვანი ადამიანებითაა სავსე. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად ცდილობდნენ ადამინების კატეგორიზებას. ფსიქოლოგებისთვის ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკულია ადამიანების ექსტრავერტებად და ინტროვერტებად დაყოფა. ექტრავერსია-ინტროვერსია ეს ტემპერამენტის ტიპია, რომელსაც არ ვირჩევთ. ის ადამიანის ბიოლოგიურ დონეზე განპირობებული მდგომარეობაა.

ახლა კი, მოკლედ მიმოვიხილოთ თითუეული მათგანი. ექსტრავერტი არის ადამიანი, რომელიც სოციალურია, მარტივად ამყარებს ურთიერთობებს ადამიანებთან, სიამოვნებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ინტროვერტი კი არის ადამიანი, რომელსაც სიმშვიდე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, სიჩუმე უყვარს. სწორედ ადამიანთა ამ კატეგორიაზე მსურს, რომ ვრცლად გესაუბროთ.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი სამყარო - ექსტრავერტებისაა, რადგანაც მათი რიცხვი პროცენტულად ბევრად აჭარბებს ინტროვერტების რაოდენობას. საშუალოდ, ადამიანთა 30-35% ინტროვერტია. სწორედ იმიტომ, რომ ინტროვერტები უმცირესობაში არიან, საჭიროა მათზე ორმაგი ყურადღების გამახვილება, რათა სამყაროსთან ადაპტირება მათთვის ზედმეტად რთული არ იყოს.


    როგორ მივხვდეთ რომ ჩვენი შვილი ინტროვერტია

    ინტროვერტი ბავშვის ამოცნობა აღმზრდელის საკმაო ყურადღებას მოითხოვს:

  • ინტროვერტებს უყვართ ადამიანებზე დაკვირვება. ცდილობენ, რომ ჯერ დეტალურად შეისწავლონ გარშემო მყოფი ადამიანები და ამის შემდეგ დაამყარონ მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.

  • მათი თვალსაწიერი და ინტერესთა სფერო ძალიან ფართოა. მარტივად ახერხებენ ყურადღების კონცენტრირებას და საუბარს მათთვის საინტერესო თემებზე.

  • ინტროვერტებისთვის კომფორტულია მარტო ყოფნა. ისინი ყოველთვის იპოვნიან რაიმე საინტერესოს მარტო ყოფნისას. ხშირად, ბედნიერებიც კი არიან, როდესაც სახლში მარტო დარჩენა უწევთ, თუნდაც საკმაო ხნის მანძილზე.

  • მათთვის განსაკუთრებით დამღლელია ხალხმრავალი ადგილები. პატარა ასაკიდანვე ცდილობენ თავი აარიდონ მსგავს სიტუაციებს. სტუმრად ყოფნისას ხშირ-ხშირად ითხოვენ სახლში წასვლას. ეს სიგნალია, რომ თქვენი პატარა გამოიფიტა და მისთვის აუცილებელია დასვენება.
     
  • ინტროვერტებისთვის დამახასიათებელია მცირე სანაცნობო წრე, მათ სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავთ. 
  • რაც შეეხება პირად სივრცეს, მათ მკვეთრად შემოსაზღვრული პირადი სივრცე აქვთ. მარტივად ღიზიანდებიან, როდესაც მათ პირად სივრცეს პატივს არ სცემენ, იძაბებიან როდესაც ადამიანები ზედმეტად უახლოვდებიან. 

  • შესამჩნევად ერიდებიან ყურადღების ცენტრში მოხვედრას. უჭირთ საჯაროდ სიტყვის წარმოთქმა, ბაღისა და სკოლის ზეიმებზე გამოსვლა. 

თუ  ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები თქვენთვის ნაცნობია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი შვილი ინტროვერტია.

 

რჩევები ინტროვერტი ბავშვების მშობლებისთვის (აღმზრდელებისთვის)

  • ნუ ეცდებით თქვენი შვილის შეცვლას, მისი შეცვლის ყოველი მცდელობა ბავშვისთვის მატრავმირებელი იქნება.

  • ეცადეთ თქვენი შვილი აარიდოთ ხალხმრავალობას, ხოლო თუ მაინც მოგიწევთ ხმაურიან ადგილზე მოხვედრა, ეცადეთ დროდადრო მშვიდ ადგილზე განმარტოვდეთ თქვენს პატარასთან ერთად. ამით მას ენერგიისა და ძალების აღდგენაში დაეხმარებით. ასევე მიუთითეთ, რომ თუ დაიღლება ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში, თამამად ითხოვოს შესვენება.

  • ინტროვერტებს ძალიან უყვართ თამაშები. მათთვის საინტერესოა თამაშები, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას და ფანტაზიორობას მოითხოვს. მსგავსი თამაშების დროს ისინი „ეთიშებიან“ გარესამყაროს და დასვენებას ახერხებენ. ასეთი აქტივობებია: ხატვა, ძერწვა, ლეგოს აწყობა, ფაზლები.

  • აუცილებელია, ბავშვმა ხშირად იგრძნოს, რომ მათ სურვილებს პატივს ვცემთ. თუ ისინი მარტო დარჩენას ითხოვენ, ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში დატოვეთ ისინი მარტო.
  • შესაძლოა ინტროვერტებს საკუთარი თავის მიმართ ირაციონალური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ამიტომაც ხშირად შეაქეთ, ეს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარებათ.

  • ადამიანებთან ურთიერთობა ინტროვერტებს დიდ ენერგიას ართმევს, დაეხმარეთ ბავშვს სოციალური ურთიერთობების აწყობაში. ისინი ნელ-ნელა უნდა მიაჩვოთ ადამიანებთან კონტაქტს. აუცილებლად შეაქეთ ყოველი წარმატებული თუ წარუმატებელი კომუნიკაციის შემდეგ. ხშირად ისაუბრეთ მათთან ადამიანებზე.                

    ინტროვერტები ღრმა ადამიანები არიან. ყოველთვის საინტერესოა მათთან საუბარი. პატარა ასაკიდანვე ვირტუოზულად ახერხებენ ადამიანების მოსმენას და კარგი რჩევების მიცემას. მარტივად შეუძლიათ სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. ინტროვერტები დამოუკიდებელი და მიზანმიმართული ბავშვები არიან, დიდ წარმატებებს ჩუმად და უხმაუროდ აღწევენ. ხშირად ამბობენ,რომ ინტროვერტებს თანდაყოლილი სიბრძნე აქვთ. 


ვფიქრობ, ჩემი მოკრძალებული რჩევები პატარა ინტროვერტთან ურთიერთობას შედარებით მარტივს გახდის. მოემზადეთ, წინ ბევრი საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო თავგადასავალი გელოდებათ. 


 ფსიქოლოგიაგანვითარებაბავშვის ტემპერამენტი
Kids.ge-ს რჩევები

არ დააყოვნოთ დისციპლინირება

თუ თქვენ უნდა გაკიცხოთ შვილი ცუდად მოქცევის გამო, გაკიცხეთ იგი დროზე. გვირჩევს ბუსი. „ხანდახან მშობლები ამბობენ - დავიცადოთ, სანამ სახლში მივალთ... - თუმცა, სანამ სახლში მივლენ, ბავშვს დავიწყებული აქვს ინციდენტი“. მაშასადამე, შაბათს ზოოპარკში წასვლაზე უარის თქმა ხუთშაბათის შეცდომებისთვის მომავალ შეცდომებს ვერ აგარიდებთ. ეს ჩაითვლება, როგორც შემთხვევითი, დაუმსახურებელი სასჯელი თქვენი შვილისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024