kids.ge logo

მეტყველების განვითარების ეტაპები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

დაბადება უდიდესი ძვრაა ბავშვისათვის, ამ დროს ახალშობილი ერთგვაროვანიდან (დედის ორგანიზმიდან) ახალ, უამრავი გამღიზიანებლების მქონე გარემოში გადადის, სადაც ფიზიკურთან ერთად - მოტორული, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური სფეროები ვითარდება და ბავშვი გონიერ არსებად ყალიბდება. ბავშვის ფსიქო - მოტორული განვითარების შეფასებას ახდენს მისი პედიატრი, რომელიც ვიზიტების დროს, სხვა შეკითხვებთან ერთად აუცილებლად დასვამს შეკითხვებს ბავშვის მეტყველების განვითარების შესახებ (რეაგირება ხმაზე, ტირილი ღუღუნი, მარცვლები, პირველი სიტყვები-ბავშვის ასაკის მიხედვით). მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე  საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის... ბავშვები, რომლებიც ჩამორჩებიან განვითარებაში, ერთი ასაკობრივი პერიოდით მაინც, გარკვეულ რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან და აუცილებელია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კონსულტაცია. ამიტომ სასურველია მშობლებს  თავადაც ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა  მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომლებიც მათი შვილის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ხარ   ინფორმირებული - ნიშნავს ხარ  შეიარაღებული !!!  უფრო ყურადღებით აკვირდები ბავშვის განვითარებას, სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში  იცი როგორ იმოქმედო, რომელ სპეციალისტს მიმართო.

ავტონომიური, ბავშვური მეტყველება - ყველაზე ადრეული ეტაპია, გარდამავალი უფროსების მეტყველების ათვისებისათვის, ამ დროს, ჯერ კიდევ არაა გაცნობიერებული, რომ ყველა საგანს თავისი სახელი ჰქვია, მათ გარკვეულ სიტყვას სიტუაციურობა ათქმევინებს (ხშირად, არასწორი თანწყობით) და შეიძლება ეს სიტყვა ეკუთვნოდეს არა ამ კონკრეტულ საგანს, არამედ მსგავს საგანთა ჯგუფს. მაგ.:-„კაკა“ იყოს არა მარტო კამფეტი, არამედ ყველაფერი რაც ტკბილია: შაქარი, ხილი, წვენი... „ლალალა“-ყველაფერი, რაც მელოდიურ ხმას გამოსცემს და ა.შ. ეს ხანმოკლე პერიოდია და 1-დან 1,5 წლამდე გრძელდება.   

ეგოცენტრული მეტყველება. ამ მეტყველების განვითარება ხდება ადრეულ წინა სასკოლო ასაკში, ამ დროს ბავშვი საუბრობს თამაშის დროს საკუთარ თავთან და სულაც არ სჭირდება თანამოსაუბრე. პიაჟე ამას უწოდებდა:

ა) მეტყველებას თანამოსაუბრის გარეშე 
ბ) მეტყველება თანამოსაუბრის აზრისა და პოზიციების გაუთვალისწინებლად...

იგი 7 წლამდე გრძელდება, მეტყველების მეტად დამახასიათებელ ფორმას წარმოადგენს და მერე ქრება... ეგოცენტრული მეტყველება 2 და 3 წელს შუა აღმოცენდება და ბავშვის საერთო მეტყველებაში მისი წილი სწრაფად იზრდება, პიკს აღწევს 4 წლის ასაკში, 8 წლის ასაკში გადადის შინაგან მეტყველებაში. ამ საკითხში ვიგოტსკისა და პიაჟეს აზრი არ ემთხვევა, ვიგოტსკი ამბობდა, რომ ეს მეტყველება ქრება, პიაჟე კი ამტკიცებდა, რომ იგი შინაგან მეტყველებად იქცევა, მაგრამ ის, რომ ამ ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი და ფსიქიკური განვითარებისათვის უდაო გახლდათ...

შინაგანი მეტყველება - უხმო მეტყველება დახურული ვერბალიზაცია, -აღმოცენდება აზროვნების დროს, როდესაც ბავშვი იწყებს პრობლემების გადაწყვეტას საკუთარი გამოცდილების ლოგიკურ გადამუშავების დახმარებით, ხდება თვითინსტრუქციის მიცემა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.: როგორ მიწვდეს მაღალზე დადებულ ნივთს, ბუნებრივია, ასაკთან ერთად რთულდება პრობლემაც და შესაბამისად, მისი გადაჭრის გზების აზრობრივი ძიებაც) :) ხდება თვითანალიზი და თვითშეფასება საკუთარი ნამოქმედარისა.

შინაგანი მეტყველება არის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური მექანიზმი აზროვნების განვითარებისათვის. თავისი გენეზისით აღმოცენდება ეგოცენტრული მეტყველებისაგან - როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი თამაშის დროს საუბრობს საკუთარ თავთან, ან მოქმედებს მეტყველების თანხლებით. თანდათანობით ეს გადადის უხმო მეტყველებაში, ფორმირდება, ხდება მოკლე, ლაკონური - სასკოლო ასაკისათვის უკვე გადადის აზროვნებაში ;)

მეტყველების ყველა ეს ეტაპი მნიშვნელოვანია ინდივიდის ჩამოყალიბებისათვის, დააკვირდით შორიდან და 3-დან 8 წლის ასაკამდე ბავშვს ნუ დაუშლით საკუთარ თავთან ლაპარაკს თამაშის დროს, გახსოვდეთ ეს მის აზროვნებას სასიკეთოდ წაადგება... ე.ი. აზროვნებისა და მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება თანდათანობით, ბავშვის განვითარებასთან ერთად ხდება, გარკვეულ ხელშეწყობას მოითხოვს და შემდგომში მისი წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა.

გავამარტივოთ - ყველაფერი ნორმაშია თუ:

  • ახალშობილი წყნარდება ხმაზე ან კრთება ძლიერი ხმაურისას.
  • 6 კვირის - რეაგირებს დედის ხმაზე.
  • 12 კვირიდან - ტიტინებს, ღუღუნებს მარტო ან სხვასთან ერთად.იწყებს სიცილს.
  • 6 თვიდან ყალიბდება ენის განვითარების ადრეული ნიშნები, გამოთქვამს ცალკეულ მარცვლებს, რომლებიც თანხმოვნით იწყება მაგ: „ბა“; „და“ „მა“.
  • 8 თვის - გამოთქვამს გაუგებარ 2 მარცვლიან სიტყვებს „მა-მა“ „ბა-ბა“.
  • 13 თვიდან - უკვე გასაგებად და მიზანმიმართულად გამოთქვამს 2 მარცვლიან ბგერებს, სიტყვებს მამა, დედა; ბებო; მიაუ; ამა..... ყალიბდება ავტონომიური მეტყველება.
  • 2 წლიდან-აწყობს მარტივ წინადადებებს. თუმცა ურევს გრამატიკულ წყობებს და ზოგიერთ ბგერებს.
  • 3 წლიდან – უჩნდება ფრაზული მეტყველების უნარი, ახერხებს მოყვეს პატარა ზღაპარი, სიტყვებით გადმოგვცეს საკუთარი სურვილი ან მომხდარი დასამახსოვრებელი ამბავი. მარტივი ბგერითი და გრამატიკული დარღვევები დასაშვებია.
  • 5 წლის ასაკის ბავშვის მეტყველება მთლიანად ფორმირებულია... იწყება ფიქრის, აზროვნებისა და მსჯელობის უნარის დახვეწა...


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება

ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024