kids.ge logo

გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ძვირფასო მშობლებო, ვიცი უმეტესობა დედიკო - მამიკოებისათვის რა რთულია დილა, რამდენი რამე უნდა მოასწრო, რამდენი პრობლემა უნდა მოაგვარო, თან სამსახურშიც არ უნდა დააგვიანო... ფრენით მიგვყავს ხელმოკიდებული შვილები ბაღში, მიწაზე ფეხის დაკარებას ძლივს ასწრებენ, მაგრამ ენას არ აჩერებენ, გაუჩუმებლად ლაპარაკობენ - თავს ვუქნევთ, თუმცა არ ვუსმენთ, აზრობრივად უკვე სამსახურში ვართ ....უკან მომავალთ კი მთელი დღის ნაჯაფართ, დაღლილ-დაქანცულთ ერთი სული გვაქვს სახლში მივიდეთ დარჩენილი საქმეები მოვაგვაროთ და საყვარელ სავარძელში ჩავესვენოთ, ვის აქვს ლაპარაკის თავი?!

არადა, რა ჯადოსნური რამაა ეს გზაა, გზა საბავშვო ბაღამდე... როგორ წაგადგებოდათ შვილების ემოციური, გონებრივი და მეტყველების განვითარების საქმეში, რა ძვირფასი დრო იკარგება....

ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობასა და განვითარების ხელშეწყობას. 2 წლიდან ბავშვის მეტყველების მარაგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ეს პერიოდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც „ენობრივი აფეთქების” პერიოდი. ამიტომ სკოლამდელ პერიოდს განსაკუთრებული ხელის შეწყობა სჭირდება, ეს დრო არ უნდა შემოიფარგლებოდეს სახლში მხოლოდ მარტივი მოფერება-გასაუბრებებით ბავშვთან, არც მხოლოდ მასწავლებლის მეცადინეობებით საბავშვო ბაღში. აუცილებელია ამ რთულ პროცესში მთელი აქტიურობით იყოს ჩართული  - დედიკო, მამიკო, ბებიკო, ბაბუა - ყველა ადამიანი ვისაც შეხება აქვს პატარა საოცრებასთან... რაც მეტად გაირჯებით მით უკეთესი შედეგი გექნებათ....

მოკლედ, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალები, საშაულებები და გადააქციეთ საბავშვო ბაღისაკენ მიმავალი გზა შემეცნებით,  განმავითარებელ,  საინტერესო,  შემდგომი წარმატებებისაკენ მიმავალ „ჯადოსნურ“ გზად! 

გახსოვდეთ აუცილებელია:
ბავშვის საუბრისა და ურთიერთობის წახალისება.
ხშირი საუბარი და ურთიერთობა ბავშვთან. 
საუბრისას სახის გამომეტყველების, ჟესტების, ინტონაციის გამოყენება 
მარტივი და გამართული ენით საუბარი; თამაში,

მითუმეტეს თუ გარეთ შემოდგომაა, ფერადი, ბარაქიანი და საინტერესო... სასაუბრო თემას რა გამოლევს?!
ნეტავ ეხლა წელიწადის რომელი დროა?- 
როგორ მიხვდი რომ შემოდგომაა?..  ...
შემოდგომის ფერიები რომელ ფერებს არჩევენ ბუნების მოსახატად?
რა ქრის?
როგორ ხმას გამოსცემს ქარი? (ხმა-მიბაძვა) სსსსსსსს
ხეებიდან რა ცვივა? მოდი გავიაროთ ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში.... როგორი ხმა აქვს ხმელ ფოთლებს? (შრრრრრრ შრრრ)
მოდი ავარჩიოთ სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ფოთლები და მასწავლებელს წავუღოთ, ლამაზ სურათებს გააკეთებთ...
აბა როგორი ფოთლები აარჩიე, როგორ გგონია ამით რისი გაკეთება შეიძლება? (მიეცით დრო იფანტაზიოროს, წარმოიდგინოს რას გააკეთებდა ფოთლებით)
აგრილდა, მზეს ძალა მოაკლდა, ამიტომ ჩავიცვით ჩვენც შედარებით თბილად..
შემოდგომას წვიმა უყვარს - რას იცმევენ ადამიანები წვიმის დროს? ( საწვიმარ ლაბადას, ბოტებს, ხელში იჭერენ ქოლგას )
როგორ ხმაურობს წვიმა?  წკაპ წკუპ... წკაპ-წკუპ...
რომელიმე ლექსი ხომ არ გახსენდება შემოდგომაზე?  (მოყევით ერთად)

http://kids.ge/poesy-categories?id=1

ნახე, რამდენი ხილი აქვს „დახლზე“ ლუდა დეიდას... რამდენი რამე დამწიფებულა?! მოდი ვნახოთ--- ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ბროწეული,ყურძენი... რამდენია?! რა ბარაქიანია შემოდომა...

(თუ ამას სახლისაკენ მომავალ გზაზე გააკეთებთ იყიდეთ ხილი, საღამოს თავისუფალ დროს დაალაგეთ მაგიდაზე-აიღოს პლასტელინი გამოძეწოს ხილი და ჩაალაგოს პლასტელნის კალათში... ან დახატოს და მეორე დღეს გამოძერწოს... როგორც თვითონ სურს ან გააფერადოს გასაფერადებელი ხილი-

http://kids.ge/coloring-list?cat_id=1 

დღეს ერთი ხვალ მეორე და ა.შ. (დააკვირდით სწორად ეჭიროს ფანქარი, ლამაზად იჯდეს და ეცადოს კონტურებს არ გადასცდეს)

შემდეგ ერთად გარეცხეთ ხილი, დაჭერით, დაალაგეთ ლამაზი ხილის სალათა თეფშზე და ისაუბრეთ თითოეულის ფორმაზე, ზომაზე, ფერზე...

გაასინჯეთ და ისაუბრეთ გემოზე... მჟავაე, ტკბილია, მშრალია, წვნიანია....მომეწონა, გემრიელია, უგემურია...

შეაქეთ, წაახალისეთ....

აი ასე, ყოველდღიურად მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი, გაუკეთეთ პროვოცირება გამოიყენოს ეს ახალი სიტყვები...  იმეტყველოს მარტივი და მარტივი გავრცობილი წინადადებებით, მოახერხოს არსებითი სახელების ზედსართავთან ბრუნვასა და რიცხვში შეთანხმება (მაგ: აი დე მწვანე ვაშლი ვიპოვე.  რა ლამაზი წითელი მარცვლები აქვს ამ ბროწეულს... მიყიდი მწვანე კივს?)... დაგისვათ შეკითხვები... თქვენს დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კი მიეცით დრო მოსაფიქრებლად და აზრის ჩამოსაყალიბებლად... ბაღისაკენ მიმავალი გზა მალე გაილევა, თქვენი პატარა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ, განვითარების საქმეში.  ეს თამაშები  გაუღვივებს მას მეტყველების და აზროვნების უნარს,  დამუხტავს  საყვარელი ადამიანის სიახლოვის სითბოთი და გაუხდება წარმატებული და შედეგიანი დღის გარანტად.  თქვენ კი დადებითი ენერგიით აღსავსე შეუდგებით სამუშაო დღეს....

გისურვებთ წარმატებებს!!! :)


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

აუხსენით თქვენს შვილებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ღირებულებები

მარტივი პასუხი: როდესაც ხარ კეთილი, გულუხვი, პატიოსანი და პატივმოყვარე, შენს გარშემო მყოფები, მათ შორის თქვენც, კარგად გრძნობენ თავს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024