kids.ge logo

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თამარ ისაკაძე
ბავშვთა ფსიქოლოგი

9:00 - საუზმე და მათემატიკა

- ერთად მოვამზადოთ საუზმე. ავიღოთ 3 თეფში: დიდი, საშუალო პატარა. თეფში რომელ გეომეტრიულ ფიგურას გავს? წრეს, სამკუთხედს, თუ ოთხკუთხედს. წრეს, ყოჩაღ! ავიღოთ ჩანგალი. რამდენი კბილი აქვს ამ ჩანგალს? 4! მომაწოდე პატარა კოვზი. ჩვენ გვინდა 100 გრამი რძე კაკაოს მოსამზადებლად. აბა რომელ ჭიქას აქვს დამყოფები გრამების ასათვლელად? ჩავასხათ რძე, 50 გრმამდე ავიდა ნიშნული, უკვე 100 გრამია. ყველაზე პატარა პურის ნაჭერი მომაწოდე.  ბუტერბროდი გავაკეთოთ. რისგან მზადდება ყველი, კარაქი?

 კვერცხიც მოიხარშა, მდუღარ წყლიდან ამოვიღებ, შენ ძალიან ცივი წყალი გადაავლე და გაფცქვენი. დროა პატარა ადაპტირებული დანის გამოყენებაც ისწავლო. მოხარშული კვერცხის დაჭრა რგოლებად დაძლევადი და საინტერესო ამოცანაა. რამდენი ნაჭერი გამოვიდა, 3...4! ზუსტად შუაზე გაყავი და ნახევარი ჩემ თეფშზე დამიდე. მადლობა!

 

11:00 - გემოვნება, კალენდარი და ამინდი

- რას ჩაიცმევ? აბა როგორი ამინდია დღეს? სანახევროდ ღრუბლიანი, სანახევროდ მიზანი. მოდი ამინდის პროგნოზი ვნახოთ.  ნახე კალენდარში დღეს რა რიცხვია და იმის მიხედვით მოძებნე დღევანდელი ამინდი. თან, სხვადასხვა ამინდის აღმნიშვნელი სიმბოლოების აღქმაც ვისწავლოთ. წვიმაა დღისით გამოცხადებული? ქოლგა დაგვჭირდება. რომელ კაბას ჩაიცმევ? წითელს, თუ ლურჯს. კარგი იყოს ლურჯი - მშვენიერი არჩევანია. რა ფერის ჟაკეტი მოუხდება ამ კაბას? მართალია, ამ ჟაკეტს ლურჯი ყვავილები ახატია და ფერები კაბის შესაფერისი იქნება.

 

13:00 - ბუნების შეგრძნება

- მგონია, რომ ბუნებასთან სიახლოვე რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა ბავშვების განვითარებისთვის.  პარკში სეირნობა, გირჩების, წიწვების შეგროვება, მწერებზე დაკვირვებაც კი. ბუნების ფერების, სუნის, ხმების შეგრძნება. სხვადასხვა შეგრძნებების საშუალებით ბევრი ინფორმაცია უფრო ცხადად შემოდის ბავშვის გონებაში. ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური, ყნოსვა და გემოვნება. ამ ყველაფერს მულტისენსურული გზით ინფორმაციის აღქმა და გადამუშავება ჰქვია, როდესაც ინფორმაცია სხვადასხვა სენსორული (შეგრძნებითი) არხით შემოდის. ამიტომ, პარკში ან სადმე სხვაგან, ბუნებაში ამ შეგრძნებების გააქტიურება ბავშვების განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. თან ფიზიკური აქტივობა, სირბილი, ხტუნვა, სიარული - ერთვის ამ ყველაფერს.

 

20:00  სასურველი ქცევის წახალისება 

- ხშირად გვიჩნდება უფროსებს კითხვები - ბავშვის დასჯისა და წახალისების შესახებ. ბავშვის დასჯა ბავშვთა ულებების კონვენციის თანახმად, თანამედროვე ფსიქოლოგიური თეორიებისა და კვლევების მიხედვით საერთოდ გაუმართლებელია. თუ, ბავშვის რომელიმე ქცევა რთულად მიგვაჩნია, „ქცევის გამოყენებითი ანალიზის“ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა დავთვალოთ ამ რთული ქცევის სიხშირე და ხანგრძლივობა, ვნახოთ მისი წინაპირობა და ვეცადოთ წინაპირობის შემცირება, ჩანაცვლება ან აღმოფხვრა, რათა რთული ქცევაც შემცირდეს და საბოლოოდ გაქრეს. ასევე, საუკეთესოდ მუშაობს წახალისების ცხრილი, რომელიც სასურველი ქცევის სიხშირის გაზრდაზეა ორიენტირებული.

 

ამ ეტაპზე ჩემ შვილთან სამიზნე ქცევა, რომლის სიხშირის გაზრდა მინდა არის თამაშის შემდეგ სათამაშოების ალაგება და შესაბამის ყუთებში მოთავსება. ამისთვის ასეთ ცხრილს ვიყენებ:

სმაილები

ამ მეთოდით, ჩემი მიზანია სასურველი ქცევის („სათამაშოების ალაგება“) განმტკიცება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წახალისებას (წებოვან აპლიკაციას, ე.წ. „სტიკერს“, „სმაილიკს“) ვიყენებ მაშინ, როდესაც სასურველი ქცევა გამოვლინდება, ხოლო არასასურველი ქცევის შემთხვევაში („არ ალაგებს სათამაშოებს“) არ ვიყენებ არანაირ დასჯას, უბრალოდ ცხრილში შესაბამის ადგილს ვტოვებ ცარიელს და არ ვუკრავ სტიკერს.  სტიკერებთან ერთად წყვილში ვიყენებ სოციალური ტიპის განმამტკიცებელსაც,  როგორიცაა შექება, მადლობის გადახდა. 


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024