kids.ge logo

ქცევის კონტროლის მექანიზმები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ქცევის კონტროლის მექანიზმები

ქცევის კონტროლის ძირითად მექანიზმებს წარმოადგენს დასჯა და განმტკიცება.

დასჯა მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა.

დასჯა თავის მხრივ არის ორი სახის: პოზიტიური და ნეგატიური.

 

პოზიტიური დასჯის შემთხვევაში ხდება არასასიამოვნო სტიმულის წარდგენა. მაგ: ცუდი ნიშნის დაწერა გაკვეთილის არცოდნის დროს. ანუ, ბავშვს წარედგინება სასჯელი იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

ნეგატიური დასჯის შემთხვევაში სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგ: ცუდი ქცევის გამო დედა ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანს ან მისთვის სასურველ ნივთს ჩამოაშორებს.

ამგვარად, ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა (პოზიტიური დასჯა) ან სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა (ნეგატიური დასჯა).

განმტკიცებას რაც შეეხება, ისიც არსებობს პოზიტიური და ნეგატიური.

პოზიტიური განმტკიცება გულისხმობს სტიმულის მიწოდებას, რომელიც ადამიანში იწვევს დადებით ემოციას და ზრდის ქცევის განმეორების ალბათობას. მაგ: კარგად ნასწავლ გაკვეთილში კარგი ქულა და შექება ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვი მომავალშიც კარგად ისწავლის.

ნეგატიური განმტკიცების შემთხვევაში ქცევას განამტკიცებს მოსალოდნელი დასჯის ან უსიამოვნების საშიშროება. მაგ: ბავშვმა იცის, რომ თუ სახლიდან დაუკითხავად გავა, ამისთვის მშობლები დასჯიან. ამიტომ ეს დასჯის მოლოდინი ხდება იმის განმამტკიცებელი, რომ ის ცუდად არ მოიქცევა.

ამრიგად ქცევის განმეორების ალბათობა იზრდება ორი გზით: სასიამოვნო სტიმულის მიწოდებით (პოზიტიური განმტკიცება) და არასასიამოვნო სტიმულის არიდებით (ნეგატიური განმტკიცება).

დასჯა ნაკლებად ეფექტურია და გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები:

1. ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის“, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას (მაგალითად, მისი შიშით, ბავშვმა შეიძლება ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს (დროებით მაინც) დასჯას).

2. დასჯის გამოყენებამ შეიძლება აგრეისული ქცევა გამოიწვიოს, რაც გარდა იმისა, რომ ქცევის განხორციელების ალბათობას არ შეამცირებს, პიროვნების აღგზნებადობის საერთო დონეს ნორმაზე ზევით ასწევს.

3. არც ისე იშვიათად, დასჯის შიში ფსიქოსომატურ დარღვევებს იწვევს (დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, წნევის აწევა, წონის დაკლება).

4. კოგნიტურ სფეროში დასჯამ შიეძლება უარყოფითად იმოქმედოს თვითაღქმაზე (თვითშეფასებაზე) და საბოლოო ანგარიშით - მე-კონცეფციაზე (საკუთარ თავზე შეხედულება).

5. დასჯის გამოყენება იმისთვის, ვისზეც არის იგი მიმართული, შეიძლება მოდელად გამოდგეს სხვის მიმართ იმავეს გაკეთებისა, ანუ ამ დროს დასჯის მიბაძვა ხდება.

6. ბუნებრივია, ხშირი დასჯა ურთიერთობასაც უარყოფით დაღს ასვამს.

7. დასჯა, როგორც დამოუკიდებელი და ერთ-ერთი სტრატეგია არ იძლება გამოსავლის, პრობლემის სხვაგვარი გადაწყვეტის საშუალებას. ამიტომ, პიროვნებას შეიძლება უმწეობის განცდა დაეუფლოს, რაც დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ქცევის კონტროლის მიზნით სასურველია, რომ გამოვიყენოთ პოზიტიური განმტკიცება, რომელსაც უარყოფითი თანმხლები მოვლენები არ გააჩნია და სასურველი ქცევის განმტკიცების ყველაზე ეფექტური მეთოდია.


 ფსიქოლოგია
Kids.ge-ს რჩევები

არ დააყოვნოთ დისციპლინირება

თუ თქვენ უნდა გაკიცხოთ შვილი ცუდად მოქცევის გამო, გაკიცხეთ იგი დროზე. გვირჩევს ბუსი. „ხანდახან მშობლები ამბობენ - დავიცადოთ, სანამ სახლში მივალთ... - თუმცა, სანამ სახლში მივლენ, ბავშვს დავიწყებული აქვს ინციდენტი“. მაშასადამე, შაბათს ზოოპარკში წასვლაზე უარის თქმა ხუთშაბათის შეცდომებისთვის მომავალ შეცდომებს ვერ აგარიდებთ. ეს ჩაითვლება, როგორც შემთხვევითი, დაუმსახურებელი სასჯელი თქვენი შვილისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024