უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშირეზეა, რომ ძველ თაობას უჭირს იქამდე აწევა და რამენაირად რომ დააბალანსოს ეს სხვაობა, ყველანაირად ცდილობს დაუხშოს მათ მაღალვიბრაციული ენერგეტიკული ველი.
ეს, არ არის განსჯის წერილი მშობლების თაობის, ეს წერილი თხოვნა და იმედით სავსე სიტყვებია, რომ თუკი უკეთ გავერკვევით მშობლები ჩვენს თავში, თუკი მეტად კრიტიკულნი ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებთ, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი გამოსწორდება. აღარ დაამთავრებს ამდენი ახალგაზრდა სიცოცხლეს თვითმკვლელობით. აღარ იქნება გადაულახავი უფსკრული მშობლებსა და შვილებს შორის.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიყვარულის ნაკლებობა იწვევს ყოველგვარ გაუგებრობას მშობლებსა და შვილებს შორის. დიახ, სიყვარულის ნაკლებობა. ახლა გაიფიქრებს მკითხველი - ‘ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილიო’. ყველა მშობელს (მათ შორის ცხოველებსაც) უყვარს თავისი შვილი და ეს მათი ბუნებრივი ინსტიქტია, მაგრამ ადამიანური სიყვარული გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ შვილის მიმართ ბუნებრივი სიყვარული.
ადამიანური ანუ ჯანსაღი სიყვარული, ჯერ საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარულიდან გამომდინარეობს (შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი). თუ ადამიანი, ამ შემთხვევაში მშობელი საკმარისად არ იცნობს, პატივს არ სცემს და არ უყვარს საკუთარ თავი, ის ვერც შვილს შეიყვარებს ისე, როგორც ეს მისთვის (ბავშვისთვის) არის აუცილებელი, რათა ის თვითმყოფადი და ჰარმონიული პიროვნება გაიზარდოს.
თითქმის ყველა სტატიაში ვცდილობ შევეხო ამ ფუნდამენტალურ საკითხს, რასაც საკუთარი თავის ცნობა და სიყვარული ჰქვია, რადგან ამის გარეშე არ მუშაობს არცერთი ფსიქოლოგიური მიდგომა იმის შესახებ, თუ როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა.
როდესაც არ ვართ კრიტიკულნი საკუთარი თავის მიმართ, ჩვენ ავტომატურად ვიმეორებთ იმ არაჯანსაღ სააღმზრდელო მიდგომებს, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა მემკვიდროებით და ასე ჯაჭვური პრინციპით მიუყვება გზას.
ჩვენში ბავშვობიდან ყალიბდება გარკვეული სისტემა იქიდან გამომდინარე, როგორ გვექცეოდნენ ოჯახში და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ხშირად ისე ხდება, რომ რაც მთელი ბავშვობა გვტანჯავდა და არ ვეთანხმებოდით, იგივე სცენარს ვიმეორებთ შვილებთან მიმართებაში. ასე, გაუცნობიერებლად ვწამლავთ ერთმანეთის ცნობიერებას და მერე ყველაფერს მაინც მომავალ თაობას ვაბრალებთ. აქ დამნაშავე არ არსებობს, ყველა ერთმანეთის მსხვერპლია. ამ მემკვიდრეობითი ჯაჭვის ერთმა რგოლმაც, რომ დროულად დასვას კითხვები და მარტივად რომ ვთქვათ გამოფხიზლდეს, უკვე დიდი იმედია, რომ მისი მომდევნო თაობა, ნაკლებად დაზარალდება და თავიდან აირიდებს ინტოქსიკაციას. ერთი რგოლიც რომ გაჩერდეს და ყველანაირად ეცადოს ცნობიერად მიუდგეს დედობის პასუხისმგებლობას და ჯერ საკუთარი თავის აღზრდით დაიწყოს შვილის აღზრდა, მომდევნო თაობებს უფრო და უფრო გაუმარტივდებათ ამ სისტემასთან შებრძოლება.სისტემა, რომელიც ცდილობს, რომ დააჩლუნგოს ადამიანი და მონად აქციოს. სისტემა, რომელიც ისევ კაცობრიობის შექმნილია და ისევ თავად არის მსხვერპლი. ეს გაუცნობიერებელი წრეზე ბრუნვა სწორედ ასე თუ დამთავრდება და სწორედ ასე თუ ამოისუნთქებს სული, რომელიც გონების მარწუხებშია გახლართული.
სწორედ ეს შეუცნობლობა იწვევს ენერგიის ნაკლებობას. თაობას, კი რომელიც მოსულია უკვე, ეს ენერგია ჭარბად აქვს. მათი ცნობიერება უსწრებს მათი მშობლების ცნობიერებას და ეს უკვე ბუნებრივია, საიდან ამდენი გაუგებრობა მათ შორის.
ყოველი მომდევნო თაობა, უფრო და უფრო გახსნილი ცნობიერებით მოდის, უბრალოს ჯერ არ იციან, როგორ მოახდინონ მისი რეალიზება. ჩვენი, მშობლების რეაური დანიშნულება კი ვფიქრობ, სწორედ იმაშია, რომ დავეხმაროთ მათ ამ გზის მოძებნაში. თუმცა, ეს თითქმის შეუძლებელია, თუ ჯერ მშობელი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ჯერ თავად არ გაურკვევია ვინ არის და არ უნდა ამ სამყაროში. ძალიან კარგი ფაქტი გახლავთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვისწავლოთ ეს ყოველივე და მათთან ერთად გადავლახოთ ის წინააღმდეგობები, რაც ხელს გვიშლის ერთმანეთთან კავშირის დამყარებაში.
ნუ გვეშინია, მოვუსმინოთ მათ. ნუ გვაშინებს მათი განსხვავებული შეხედულებები. სულაც არ არის საჭირო ჩვენ გვგავდნენ, ვერც დაგვემსავსებიან ვერასდროს (ეს უბრალოდ ჩვენი სურვილია უბრალოდ, რომ გვგავდნენ), თითოეული ადამიანი ღმერთის უნიკალური შემთხვევაა. ნუ ვცდილობთ დავემსგავსოთ სოციუმს და ვაიძლოთ ჩვენი შვილებიც მისი სტანდარტები აკმაყოფილონ.
სინათლის თაობა რომ დავინახოთ, თავადაც სინათლით უნდა ვიყოთ მოცულნი. უნდა ვასაზრდოოთ და ხელი შევუწყოთ გაზრდაში და გაფურჩქვნაში. უკან, სიბნელეში კი არ უნდა ვექაჩებოდეთ, პირიქით მთელი ძალით სინათლისკენ უნდა ვაწვებოდეთ. ნუ დავთრგუნავთ მათ.დათუ რამე არ გვესმის, იმიტომ კი არა, რომ ისინი ცდებიან, იქნებ ჩვენ ვცდებით და სიმართლის დასანახი თვალი ჯერ არ აგვხელია....
ნახატის ავტორი - თეა ნოზაძე
ავტორის შესახებ
ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...
გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ
თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.
ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს
ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო