ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, რადგან ჩვენ დავკარგეთ ბავშვობა და დაგვავიწყდა, რომ ის, ვისაც სწავლა უნდა ამ ქვეყნად, ვართ ჩვენ თვითონ და ვისგანაც რამის სწავლა შეიძლება, ეს ბავშვები არიან. არადა, ჩვენ გადავაკეთეთ ყველაფერი. ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ და ამის შედეგები სახეზე გვაქვს.
ჩემი, ბავშვებისადმი ასეთი სიყვარული სულიდან და გულიდან მოდის და ვგრძნობ, ეს გაცილებით მეტია და ვიდრე თავად ამ სიტყვის მნიშვნელობა გულისხმობს. ის, გაუცნობიერებლად ყოველთვის იყო ჩემი არსების შიგნით, ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან. თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი პროფესიული არჩევანიც მნიშვნელოვნად ასცდა იმ გზას, სადაც შეიძლებოდა გადაკვეთილიყო მათთან ახლო ურთიერთობის გზები და პედაგოგიური მიმართულების ნაცვლად აღმოვჩნდი იურიდიულ ფაკულტეტზე, რასაც მოჰყვა რამდენიმე წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. შემდეგ ოჯახი და პირველი შვილი, რომელსაც სათანადო დროს ვერ ვუთმობდი "კარიერის" გამო და ეს ყველაფერი მუდმივი შინაგანი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა და ნელ-ნელა მწიფდებოდა ნაბიჯი, რომელიც ადრევე უნდა გადამედგა, თუმცა დავაგვიანე და სწორედ იმ დროს, როცა მეორე შვილს ველოდებოდი და ჩემი უფროსი შვილიც ორი წლის იყო, მივიღე სრულიად ცნობიერი გადაწყვეტილება და იმ დროისათვის, არც ისე ხელსაყრელი, ეკონომიკური მდგომარეობის გამო და საბოლოოდ გამოვიხურე კომპანიის კარი და დავასრულე ყველაფერი მანამდე არსებული. მეორე შვილს მალე მესამეც მოჰყვა და ასე ვიქეცი სამ შვილიან დედად, ერთ დროს "კარიერაზე" მეოცნებე ქალი. ამ პერიოდში გავაცნობიერე, რომ ჩემი ერთადერთი კარიერა- დედობა იყო. ყველაზე რეალიზებულად და ბედნიერად თავს, ამ სფეროში ვგრძნობდი. უფრო მეტიც, დედობა ჩემთვის, ყველაზე სასურველ და ძნელად ასათვისებელი პროფესიად იქცა. მივხვდი, როგორი რთულია იყო დედა, მუდმივად პროფესიულ ზრდაზე რომ უნდა ორიენტირებული, მუდმივ თვითგანვითარებაზე გადართული და არა ბავშვის აღზრდით დაკავებული, ისე როგორც ეს ჩვენშია აღიარებული. მე მივხვდი, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს და ბავშვს, მხოლოდ კარგი მაგალითით შეიძლება რამე ასწავლო.
ამ პერიოდშივე მივუბრუნდი წერას, რომლისკენ სწრაფადაც ასევე ბავშვობიდან ვგრძნობდი. ვწერდი ლექსებს, ისე ჩემთვის, ჩუმად. მერე ცხოვრების წესმა ესეც დამავიწყა და აი სწორედ ბავშვობასთან დაბრუნების და საკუთარი თავის გახსენების პროცესში დაიწერა ლექსების უმრავლესობა, რომელიც ჩემს პირველ კრებულშია შესული (გამოიცა 2019 წელს) და რომელსაც არცთუ ისე შემთხვევით "გზა ჩემამდე" დავარქვი.
ბავშვებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია გაიხსენო საკუთარი თავი და ამავე დროს, მათ შეუნარჩუნო ეს განძი, რასაც ბავშვობა ჰქვია. მე თქვენ მჭირდებით და პირობას ვდებ, მეც თქვენი საგანძურის დაცვის სადარაჯოზე ვიდგები.
ამ ბლოგის საშუალებით, ყველანაირად ვეცდები დღის სინათლეზე გამოვიტანო, თქვენი აქამდე უცნობი მხარეები, რომელსაც ჩემი გამოცდილებით მივაგენი და აღმოვაჩინე, რათა იქნებ უფროსებს გაუადვილდეთ თქვენთან ურთიერთობა. მეც ჯერ ისევ ვსწავლობ და ვცდილობ, უფრო ღრმად ჩავწვდე თქვენში ჩამალულ საიდუმლოებებს.
მადლობა Kids.ge - ს ადმინისტრაციას ამ სივრცის შექმნისთვის და დათმობისთვის. ვფიქრობ თუ არ გამოგვადგება, არ გვაწყენს მაინც ძვირფასო მშობლებო ერთმანეთის გამოცდილება. ვიტოვებ ჩვენი ლამაზი თანამშრომლობის იმედს.
უდიდესი პატივისცემით ყველას მიმართ
სოფიო ჩიტაშვილი
თითქმის არ მოიძებნება ქალი, რომელსაც დედობაზე არ ეოცნებოს.. „დედა-შვილობანაზე“ ა...
წაიკითხენუ დავუშლით ბავშვს ოცნებას და შეძლებისდაგვარად ნუ დავარღვევთ მის პირად სივრცეს. ...
წაიკითხეჩვენი ჯანსაღი სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი შვილების საუკეთე...
წაიკითხეშეუძლებელია ბავშვს შეუქმნა საუკეთესო მომავალი, თუკი მისი აწმყო, აქ და ამჟამად სა...
წაიკითხესტატია ქართველ,ემიგრანტ, ახალგაზრდა, ოთხი შვილის დედაზე, რომელმაც შეძლო და ურთულ...
წაიკითხეიმისათვის, რომ შევძლოთ გავუგოთ მომავალ თაობას, ჩვენი შინაგანი ენერგეტიკული სიხში...
წაიკითხეშვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის გზა, საკუთარ თავთან ჯანსაღ ურთიერთობაზე გადის....
წაიკითხეროგრო მოვახერხოთ ომის სასრიკი რეალობიდან ჯანსაღი ფსიქიკით გამოვიყვანოთ ბავშვები....
წაიკითხენება მიეცით ბავშვს თავად მოაგვაროს პატარა კონფლიქტები
იმის ნაცვლად, რომ ბავშვის დავებში ჩაერიოთ, დააცადეთ, თავად მოაგვარონ (სანამ ფიზიკურად გაუსწორდებიან ერთმანეთს). ყოველთვის ვერ შეძლებთ ბავშვის გვერდით ყოფნას.
აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება
ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო