kids.ge logo

ბედნიერება აქ და ამჟამად

შეუძლებელია ბავშვს შეუქმნა საუკეთესო მომავალი, თუკი მისი აწმყო, აქ და ამჟამად საუკეთესო არ არის.

და საერთოდ, რა არის მომავალი? რატომ ვფიქრობთ ამდენს მომავალზე და ვნერვიულობთ? ღირს კი მომავალი იმად, რომ აწმყოს შეუფასებელ და ერთადერთ რეალურ დროს ხელიდან ვუშვებთ?! ჩვენი შვილები ელვის სისწრაფით იზრდებიან და ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ ამას!

ხომ არ გეჩვენებათ, რომ იმდენად ჩაიძირა კაცობრიობა მომავალზე და ხვალინდელ დღეზე ფიქრისა და ნერვიულობის მორევში,რომ რეალურად ვეღარც კი ახერხებს არსებობას? არსებობას, ანუ არს-ში ყოფნას, ნამდვილ ცხოვრებას? ოქროს წამებს, ეს, ნორმად ქცეული „ყოველთვის სადღაც მეჩქარება“, ხელიდან სასტიკად გვაცლის და ისე ვცხოვრობთ, რომ რეალუარდ ნამდვილი სიცოცხლით ერთი წამითაც არ გვიცხოვრია, ეს არის მომავალზე ფიქრი?

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიქნები ხვალ ან ათი წლის შემდეგ, დღეს თუ ცუდად ვარ და დღეს თუ ვერ ვუკეთებ ჩემს თავს და საკუთრ შვილს იმას, რასაც უნა ვუკეთებდე?  და ეს არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე მატერიალურის გაკეთებას. ეს, სწორედ იმ წამში ცხოვრების კულტურას გულისხმობს, რომელი წამითაც სუნთქავ სწორედ ამ მომენტში.

ერთი წუთით გავჩერდეთ და ვკითხოთ საკუთარ თავებს ძვირფასო მშობლებო - ბედნიერი ვარ ჩემი და ჩემი შვილის ამჟამინდელი ყოფით? მაქვს შინაგანი ჰარმონია? ვგრძნობ თავს რეალიზებულ ადამიანად? რა მაგალითს ვაძლევ სწორედ ახლა ჩემს შვილს, მაგალითს რომელიც იბეჭდება ბავშვის ცნობიერებაში და აყალიბებს მის ფსიქიკას, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს შემდეგ მის ცხოვრებას? ვცდილობ თუ არა მუდმივად განვვითარდე და მუდმივად ახალი სიცოცოხლით ვიცხოვრო? ვცდილობ, თუ არა დავუსვა თავს ფუნდამენტალური კითხვები და ამის არ მეშინია? ვცდიულობ, თუ არა ყოველი წამი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთის საინტერესო და ნაყოფიერი გავხადო? როგორ ვისწავლო და ბავშვასაც ვასწავლო აწმყოთი ბედნიერების მიღების შესაძლებლობა?....

აი ეს არის ის, ძირითადი კითხვები, რომელსაც მე, ყოველ წამს ვუსვამ საკუთარ თავს და ყოველწამს ვცდილობ ვიცხოვრო ფხიზლად, ყოველ წამს ვაკონტროლო ჩემი ფიქრები, რომ არ გამექცეს მომავლისკენ და აწმყოში იტრიალოს, რადგან მხოლოდ აწმყოში არსებულ ფიქრებს აქვთ რეალური ქმედების ძალა. ნებსმიერი ქმედება ხდება აწმყოში, ამ წამს და ამ წუთს და თუ ეს ქმედება მაქსიმალურად კრისტალიზებული არ არის, რახდება ამ  დროს? არაფერი, არაფერიც არხდება და სრულიად გაუაზრებელი მოქმედებით გადავდივართ წამიდნ წამამდე, წუთიდან წუთამდე, საათდიან დღეებამდე და კვირებამდე, მერე მოჰყვება ამას თვეები, წლები და აგერ შენი სანატრელი მომავალიც.

მაგრამ რა გხვდება ამ მომავალში, რომელიც უკვე აწმყოთ გადაიქცა და რატომღაც, ვერაფერი ნახე მასში ისეთი, რასაც გეგონა რომ ქმნიდი, რაც გეგონა რომ დაგხვდებოდა.

თუკი აწმყოში ჰარმონიას, სიყვარულს და სიხალისეს არ ქმნი, თუკი ნებისმიერი მიღწევა შენი შვილის საკმარისი და გენიალური არ არის და მუდამ იქით იყურები, მომავლისკენ და ყოველთვის უკმაყოფილო ხარ ამჟამინდელი შედეგებით - რასაც არ უნდა აკეთებდე და რასაც არ უნდა უკეთებდე შენს შვილს და საბოლოოდ, რასაც არ უნდა მიაღწოს მან მომავალში, ვერასდროს ვერ მიიღებს სიამოვნების, კმაყოფილებისა და სიხარულის შინაგან გრძნობას. ის, ისევე მოსწყდება იმ მომავლის აწმყოდ ქცეულ წამს, როგორადაც მიეჩვია ბავშვობაში ამას. ვერასოდეს ვერ იგრძნობს თავს რეალიზებულ ადამიანდ, თუ ამას ახლა არ გრძნობს, თუკი ახლა არ აქვს საკუთარი თავის რწმენა და ახლა არ ცდილობთ ამის გამყარებას, ამას მომავალში, ვერანაირი მიღწევის საფუძველზე  ვერ მიიღებს.

რადგან კმაყოფილების, სიამოვნების და რეალიზების შეგრძნება, ეს შინაგანი მდგომარეობის ამსახველი ფრაზები და ტერმინებია, რომელიც არანაირად არ არის დამოკიდებული გარეგან მიღწევებზე.

და შენ, როცა ამ თესლის გაღვივებას ბავშვობიდანვე ცდილობ, დარწმუნებული იყავი, რომ ის ხარ, ვინც რეალურად ზრუნავს შენი შვილის ნათელ მომავალზე. მომავალი კედელია, რომელიც აწმყოს აგურებით შენდება და თითოეული აგური შენი სიფხიზლის და ცნობირების ქურაში თუ არ გამოიწვა, მიიღებ იმ ქაოსს და უსწორმასწორო კედელს, რა პრინციპითაც აშენებდი მას წლების განმავლობაში.

შეიძლება ახლა ძალიან გიჭირს მატერიალურად, ჯანმრთელობით და ა.შ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა იყო ფხიზელი  და საღად მოაზროვნე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთო შენი შვილის ნათელი აწმყოსთვის და შესაბამისად ნათელი მომავლისთვის.

და რა არის მთავარი საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში?  - იყოს ბედნიერი. ბედნიერება  კი შინაგანი მდგომარეობაა და ვერაფერი გარეგნული მას ვერ შეგივსებს. ნუ ინერვიულებთ, რომ ყველაფერს ვერ სთავაზობთ შვილებს რასაც ითხოვენ. იფიქრეთ იმაზე, ტკობა ასწავლოთ იმით, რაც აქვთ. რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც არ აქვთ, არამედ ის, რაც აქვთ. მადლიერების გრძნობა გაიღვივეთ სულსა და გულებში და გადასდეთ პატარებსაც. ისინი, სულ მალე მიეჩვევიან ამ გრძნობით არსებობას და ისწავლიან როგრო იყვნენ ბედნიერები.

ბედნიერება, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს, თუ ამ წამს ასე არ არის, უკვე დიდი პრობლმაა და ეს პრობლემა ჩვენშია. დიდი ილუზია და თავის მოტყუება იქნება,  თუ კი ვეცდებით ეს გარემო პირობებს გადავაბრალოთ. უბრალოდ, ამ ქმედებით საკუთარ შვილებსაც ამ ცხოვრების მოჯადოებულ წრეში ვაბამთ და ხელიდან ვაცლით ერთადერთ შანსს ბედნიერების და ნათელი მომავლის გარანტიის.

ვისწავლოთ, ვიყოთ ბედნიერები აქ და ამ ჟამად. ეს, ის მომავალია, რომელზეც ოდესღაც ვოცნებობდით.

 ნახატის ავტორი: თეა ნოზაძე

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

გქონდეთ გაწერილი რუტინები

ბავშვები თანამშრომლობენ სკოლაში, რადგან მათ იციან რასაც უნდა მოელოდნენ, ამბობს ბეთ კოენ-დორფმანი, ჩიკაგოს კონკორდია ევონდეილ კამპუსის სკოლამდელი აღზრდის კოორდინატორი. „ბავშვები ყოველდღიურად ასრულებენ ერთსა და იმავე პროგრამას, ასე რომ, ისინი სწრაფად სწავლობენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოქმედებენ“. შეუძლებელია სახლში ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება, თუმცა, რაც უფრო თანმიმდევრულები იქნებით, მით მეტად ითანამშრომლებს ბავშვი თქვენთან, ამბობს კოენ-დორფმანი. ჩამოყალიბდით რამდენიმე გეგმაზე და მიყევით მათ: ყველა იცვამს ჭამის წინ. როდესაც სახლში შემოვდივართ, ვიბანთ ხელს. ძილის წინ არ ვკითხულობთ ზღაპრებს, სანამ პიჟამოს არ ჩავიცვამთ. საბოლოოდ, „სახლის წესები“ ბუნებრივი გახდება შვილებისთვის

Kids.ge-ს რჩევები

არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები

თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024