kids.ge logo

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია წინა სასკოლო ასაკის (5-6 წლის) ბავშვებისათვის. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მომდევნო სასწავლო წელს, ასაკის მიხედვით უწევს სკოლაში წასვლა (4-5 წლის ბავშვებისათვის, იხილეთ ინფორმაცია განმავითარებელი პროგრამის შესახებ). „სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა“ განმავითარებელი პროგრამაა, სადაც შეხვედრებს ფსიქოლოგები უძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მუშაობა ხდება მეტყველების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე; სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე; შემეცნებითი უნარების, აზროვნების, მეხსიერებისა და ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.  ბავშვები სწავლობენ ჯგუფში ქცევის, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას; ხდება სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება და ა.შ.

დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი ფსიქოლოგები სისტემატიურად მუშაობენ. ასევე, ფსიქოლოგები მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს მათ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

 

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • შემეცნებითი უნარების განვითარება
  • მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება
  • მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება
  • ქართული ენა
  • წიგნიერება, ზოგადი განათლება
  • ხატვა

 

მოსწავლის მიღება და მისი საჭიროებების განსაზღვრა

სწავლის დაწყებამდე ხდება მოსწავლეებთან და მშობლებთან წინასწარი გასაუბრება. სწავლის დაწყების პირველ პერიოდში კი, Kids.ge-ს სპეციალური ელექტრონული პროგრამისა და შეფასების სისტემის დახმარებით ხდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს შეფასება. კვლევების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ჯგუფში მყოფი თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ჯგუფისათვის დაიგეგმოს მთელი სასწავლო პროცესი, შეირჩეს მათთვის საჭირო განმავითარებელი აქტივობები და ვაკონტროლოთ სხვადასხვა საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომები, რომელთა შესახებაც მუდმივად ხდება მშობლის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციები.

 

სოციალური და ემოციური განვითარება

სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.

საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება

 

მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება

მეტყველების გაკვეთილზე (საგანზე: მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება), სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა: 

  • წინადადებების გრამატიკულად სწორი ფორმით აწყობისაკენ;
  • აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულისა და აღქმულის გააზრების, დამახსოვრებისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარის გავარჯიშებისაკენ;
  • წაკითხულის გაგების, გააზრებისა და თხრობის უნარების ჩამოყალიბებისაკენ;
  • წერის და კითხვის საწყისი უნარების გამომუშავებისაკენ;

ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით.  თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს მეტყველების თერაპევტთან ინდივიდუალურ შეხვედრებსსამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.

 

მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება

მათემატიკისა და ლოგიკური აზროვნების საგანი არის აკადემიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. გაკვეთილებზე ბავშვები მათემატიკას ეცნობიან თამაშით, საგნებით, ბარათებით, სამაგიდო აქტივობებით, მარტივი ამოცანებითა და სახალისო სავარჯიშოებით.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ რიცხვებს 0-დან 10-მდე, დათვლას, რაოდენობის რიცხვთან დაკავშირებას, შეკრება-გამოკლების საწყის მოქმედებებს, მეტობა-ნაკლებობას, გეომეტრიულ ფიგურებს, შედარებას, კლასიფიკაციას, შესაბამისობებს, მწკრივებსა და მარტივ კანონზომიერებებს.

გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვმა არა მხოლოდ იპოვოს სწორი პასუხი, არამედ გაიაზროს, რატომ არის პასუხი სწორი. ეს საგანი ეხმარება ბავშვს:

  • რაოდენობისა და რიცხვის გაგებაში;
  • ლოგიკურ მსჯელობაში;
  • საგნების შედარებასა და დაჯგუფებაში;
  • მარტივი ამოცანების ფიქრით გადაჭრაში.

 

ქართული ენა

ქართული ენის საგანი სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაში აერთიანებს როგორც აკადემიური განვითარების, ისე მეტყველების განვითარების მიმართულებებს. მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ანბანის დაზეპირება - ბავშვები თამაშითა და პრაქტიკული აქტივობებით ეცნობიან ასოსა და ბგერას, სიტყვის აგებულებას, მარცვალს, რითმას და მარტივი წინადადების შედგენას.

გაკვეთილებზე ბავშვები მუშაობენ ბგერის მოსმენაზე, სიტყვის პირველი ბგერის ამოცნობაზე, სიტყვების დამარცვლაზე, მარცვლების ტაშით დათვლაზე, რითმულ სიტყვებზე, სინონიმებსა და ანტონიმებზე. ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს ქართული ენის უკეთ გაგებაში და ამზადებს მას კითხვისა და წერის შემდგომი ეტაპებისთვის.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეტაპობრივად ავითარებენ:

  • ასოსა და ბგერის გარჩევის უნარს;
  • სიტყვის მარცვლებად დაყოფას;
  • მარტივი სიტყვებისა და წინადადებების შედგენას;
  • სიტყვათა მარაგს და ენობრივ ყურადღებას. 

 

წიგნიერება, ზოგადი განათლება

წიგნიერებისა და ზოგადი განათლების საგანი ბავშვს ეხმარება სამყაროს შესახებ პირველი ფართო წარმოდგენების ჩამოყალიბებაში. გაკვეთილებზე ბავშვები ეცნობიან წელიწადის დროებს, კვირის დღეებს, ამინდს, დღესასწაულებს, ბუნებას, უსაფრთხოებას, დედამიწასა და კოსმოსს, გეოგრაფიას, საქართველოს, თბილისს, ისტორიას და ქართველ მწერლებსა და პოეტებს.

საგანი აგებულია საუბარზე, სურათებზე, წიგნებზე, ილუსტრაციებზე, მოკლე ტექსტებზე, დაკვირვებასა და თამაშებზე. მიზანია არა მშრალი ფაქტების დაზეპირება, არამედ ინტერესის გაღვივება, მოსმენილი ინფორმაციის გააზრება, კითხვებზე პასუხი და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ:

  • წიგნთან და ტექსტთან მეგობრულ ურთიერთობას;
  • მოსმენილი ამბის ან ინფორმაციის გაგებას;
  • ბუნებაზე, ქალაქზე, ქვეყანასა და სამყაროზე საუბარს;
  • ახალი ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას.

 

მეცადინეობების განრიგი

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გვაქვს 11:00, 13:00 და 16:00 საათებზე (ჯგუფებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით).

 

ბავშვების ასაკი

სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომელთაც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.

 

მოსამზადებელზე რეგისტრაცია

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით: 591 42-11-00

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობელი (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ჯგუფში ადგილის ჯავშნი სავასური (25 ლარი);

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.

* ჯგუფში ადგილის ჯავშვნის საფასურის გადახდა ხდება ჩვენს ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი: 
GE34TB7510936020100001

ან

საქართველოს ბანკი: 
GE33BG0000000773203900 

დანიშნულებაში მიუთითეთ ბავშვის სახელი და გვარი. გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.

 

სწავლის საფასური

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 280 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 250 ლარია.  

 

რა უნდა მოიტანოთ?

ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.

 

„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ რეალური ცხოვრების პრობლემების ანალიზი

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს რეალური ცხოვრების პრობლემების ანალიზი და გადაჭრა.

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ინტერდისციპლინური პროექტები

დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას პროექტები, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა საგნების ცოდნას.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026