kids.ge logo

ინგლისური ენის წრე

ინგლისური ენის წრე

ყურადღება! სასწავლო პროგრამაზე მიღება გვექნება 2023-2024 სასწავლო წლისთვის.

ინგლისური ენის შესწავლა ხდება Kids.ge-ს ყველაზე სახალისო, სპეციალური პროგრამით (Fun and learn მეთოდით), რომელიც ძირითადად თამაშებით და სიმღერებით მიმდინარეობს.

4-6 წლიანების ჯგუფებში მთავარი ამოცანაა სიტყვათა მარაგის გამდიდრებაა;  ბავშვები შეისწავლიან ელემენტარულ, საყოველდღეო ცნებებს (ისეთებს, როგორიცაა ფერები, რიცხვები, ანბანი, წელიწადის დროები, სათამაშოები, ოჯახის წევრები, შინაური და გარეული ცხოველები, ტანსაცმელი, ხილი, ბოსტნეული, სხეულის ნაწილები  და ა.შ.). ისინი ასევე შეისწავლიან პატარა ფრაზებსა და დიალოგებს.

ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ სახალისო თამაშებით. ისინი ასევე შეისწავლიან ინგლისურ ლექსებისა და  სიმღერების. გაკვეთილზე დრო ეთმობა შემეცნებითი ვიდეოების ჩვენებას და მათ განხილვას.

6-8 და 8-10  წლის ბავშვებთან, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახალისო აქტივობასთან ერთად, შეისწავლიან წერას, კითხვას და გრამატიკას. განივითარებენ ერთმანეთთან დიალოგის უნარებს. 

 

მეცადინეობების განრიგი

ინგლისური ენის წრეზე მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს. თითო მეცადინეობის ხანგრძლივობა 45 წუთია.

  • 4-6 წლიანები - 17:00 სთ
  • 6-8 წლიანები - 18:00 სთ

 

რეგისტრაცია 

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდით: 599 93-25-14

 

საფასური

ინგლისური ენის წრეზე სწავლის საფასურია 80 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში, 70 ლარი.

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ პატარებს საკანცელარიო ნივთების გამოყენებაში

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გვთავაზობენ სხვადასხვა აქტივობას, რომელიც მოითხოვს ისეთი საგნების გამოყენებას, როგორიცაა კალამი, ფანქარი, მაკრატელი, ცვილი ან ფერადი ფანქრები. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს პატარას და ასწავლოთ მათი სწორი გამოყენება, წაახალისოთ ისინი ისეთი საქმიანობებით, როგორიცაა ხატვა. შეგიძლიათ ასწავლოთ ასოების ან რიცხვების გამოწერა ასაკიდან გამომდინარე.

Kids.ge-ს რჩევები

ნება მიეცით ბავშვს თავად მოაგვაროს პატარა კონფლიქტები

იმის ნაცვლად, რომ ბავშვის დავებში ჩაერიოთ, დააცადეთ, თავად მოაგვარონ (სანამ ფიზიკურად გაუსწორდებიან ერთმანეთს). ყოველთვის ვერ შეძლებთ ბავშვის გვერდით ყოფნას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024