განმავითარებელი პროგრამა
Kids.ge-ს წინასასკოლო განმავითარებელი პროგრამა (4-5 წლის ბავშვებისათვის) არის სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამის წინა საფეხური 4, 5 და 6 წლის ბავშვებისთვის. განმავითარებელი პროგრამაა, სადაც შეხვედრებს ფსიქოლოგები უძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მუშაობა ხდება მეტყველების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე; სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე; შემეცნებითი უნარების, აზროვნების, მეხსიერებისა და ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ბავშვები სწავლობენ ჯგუფში ქცევის, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას; ხდება სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება და ა.შ.
დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი ფსიქოლოგები სისტემატიურად მუშაობენ. ასევე, ფსიქოლოგები მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს მათ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.
განმავითარებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.
საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება
მეტყველების გაკვეთილზე სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა:
ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს მეტყველების თერაპევტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, სამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.
წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათ, ოთხშაბათს და პარასკევს. 2024-2025 სასწავლო წელს, გვაქვს ჯგუფები 11:00 საათზე.
წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე, მიიღებიან 4-5 წლამდე მოსწავლეები (ისინი, ვისაც 4 წელი შეუსრულდათ სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე). 5-6 წლის ბავშვებისათვის კი ამ პროგრამის შემდეგი საფეხური, სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამაა,. იხილეთ დეტალურად ინფორმაცია სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამასთან დაკავშირებით:
https://kids.ge/office/skolisatvis-mosamzadebeli-programa
წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე 2022-23 სასწავლო წელს მიღება გვაქვს მხოლოდ 4-5 წლიანების ჯგუფებში.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.
განმავითარებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 250 ლარი თვეში. ამ თანხაში შედის სრულად, ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასი. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური 220 ლარია თვეში.
ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.
ასწავლეთ თქვენს პატარას ჟესტიკულაცია
ის, რომ ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ბევრი რამ სათქმელი. უბრალო ნიშნები სიტყვების გარეშე დაგეხმარებათ გაიგოთ რა სჭირდება ბავშვს და როგორ გრძნობს იგი თავს - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა იმედგაცრუებების შესამცირებლად.
მოელოდეთ მეტს თქვენი შვილებისგან
ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მოლოდინები (სკოლამდელი აღზრდის ჩათვლით). „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები სკოლაში თავად დაისხამენ წყალს, აალაგებენ მაგიდას, დაკიდებენ ქურთუკს - და ისინი ამას აკეთებენ“ - ამბობს ჯენიფერი ზებუკერი, ნიუ-იორკის 92-ე ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის მასწავლებელი. „თუმცა, საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ, ისინი ცერა თითს პირში ჩაიდებენ და ჩაჯდებიან საბავშვო ეტლებში“. ამიტომაც გქონდეთ მეტი მოლოდინი, რაც შეესაბამება ბავშვების მაქსიმუმს.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო