kids.ge logo

მუსიკა და ტვინის განვითარება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
დავით ცვარიანი
Kids.ge-ს დამფუძნებელი, დირექტორი

1993 წელს, როშერი (Frances Rauscher) ამტკიცებდა, რომ მოცარტის ერთერთი სონატის (სონატა ორი ფორტეპიანოსათვის K448) მხოლოდ 10 წუთის მოსმენის შემდეგ, საგრძნობლად იზრდებოდა ბავშვის გონივრული შესაძლებლობები. იმ დროისათვის ეს იყო „სენსაციური მიგნება“, რომელიც მაშინვე ყველამ აიტაცა (ეს ფენომენი ცნობილია როგორც „მოცარტის ეფექტი“). რათქმაუნდა სინამდვილეში, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მუსიკის უბრალოდ მოსმენას არანაირი გავლენა არა აქვს ბავშვის გონივრულობის განვითარებასთან ან სწავლის შესაძლებლობების ზრდასთან!

თუმცა, მუსიკას შეუძლია ბავშვის ტვინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ოღონდ აქ ცოტა უფრო მეტი რამაა საჭირო, ვიდრე მუსიკის მხოლოდ მოსმენა...

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neuroscience, აჩვენებდა, რომ 7 წლის ასაკამდე რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლება, ცვლის ტვინის გავნითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში ტვინის ეს ცვლილება ეხება სენსორული ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდას; სმენის გარდა ვითარდება მხედველობითი და შეხების მგრძნობელობაც.

 

ტვინის სტრუქტურის განვითარება

კორძიანი სხეული

კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ ბავშვებში, რომლებმაც ადრეულ ასაკში იწყებენ მუსიკის შესწავლას და რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრას, აქვთ უფრო ძლიერი კავშირები კორძიან სხეულში. კორძიანი სხეული ეს არის ნერვული ბოჭკოების ჭიმი, რომელიც აერთებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს; ახორციელებს მათ შორის ნერვული იმპულსების ცვლას და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას. კორძიანი სხეული თეთრი ნივთიერების ყველაზე დიდი სტრუქტურაა თავის ტვინში.

თეთრი ნივთიერება? რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

თეთრი ნივთიერება შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან, რომლის მეშვეობითაც ტვინის სხვადასხვა უბნები უკავშირდება ერთმანეთს. კარგად განვითარებული თეთრი ნივთიერება ნიშნავს მეტ და სწრაფ კავშირებს ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის და შესაბამისად ტვინის მეტი რესურსის, უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოყენებას. სწორედ წრაფი კავშირების შედეგია ბავშვის კოგნიტურ შესაძლებლობების ზრდა.

 

ტვინის ზომა და ნერვული კავშირები

ბრაუნის უნივერსიტეტში (Brown University) ჩატარებული კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის შესწავლა გავლენას ახდენს ასევე რუხი ნივთიერების წარმოქმნაზერომელიც პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის მიღებასა და მის დამუშავებაზე, ტვინში ახალი ნერვული კავშირების შექმნაზე და შესაბამისად ტვინის მოცულობის ზრდაზე. სწორედ ამ ახალმა ნერვულმა კვანძებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვის ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობები; მათ შორის მაგალითად წაკითხულის გააზრების, მოსმენის, მათემატიკური აზროვნების, მართლწერისა და სხვადასხვა მოტორული უნარები.

მეტი თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვისკონსინისა (University of Wisconsin) და კალიფორნიის (University of California) უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მოსწავლეების ზოგადი მოსწრება 34%-ით უკეთესი იყო იმ ბავშვებში, რომელთაც მხოლოდ 6 თვის მანძილზე უტარდებოდათ ფორტეპიანოს გაკვეთილები, განსხვავებით სხვა ბავშვებისაგან, რომელთაც მსგავსი გაკვეთილები არ ჰქონიათ, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მუსიკის გაკვეთილების ნაცვლად, კომპიუტერის გაკვეთილები უტარდებოდათ.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მუსიკის (დაკვრის, შესრულების) შესწავლა ანვითარებს ტვინის სწორედ იმ არეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სივრცითი წარმოსახვის უნარებზე - ანუ შესაძლებლობაზე წარმოიდგინო სივრცითი, მოცულობითი სურათი; მაგალითად წარმოიდგინო თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მოცულობითი ფიგურები მოერგონ სივრცეში ერთმანეთს. ტვინის ასეთი შესაძლებლობები ზრდიან პრობლმის გადაჭრის უნარებს და ორგანიზებულობას.

 

თქვენი პატარა მუსიკოსი

გოგონა ფორტეპიანოსთანსპეციალისტები თანხმდებიან, რომ ტვინის განვითარებისათვის, ანუ ზევით ნახსენები შედეგების მისაღწევად კვირაში ორი, ორ-ორ საათიანი მეცადინეობაც საკმარისია. ასე რომ თუ თქვენს ბავშვს, ოდნავ მაინც აინტერესებს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა - მიეცით საშუალება ისწავლოს ის, ამით ხომ ხელს შეუწყობთ მისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას...

გარდა ამისა, ის ხომ ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლის... უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი პატარა რომელიმე ინსტრუმენტთან, ეს ხომ ძალიან, ძალიან მაგარია!


 განვითარებამუსიკა
Kids.ge-ს რჩევები

არ დაკარგოთ კონტროლი

თუმცა, არ იყოთ ძალიან რბილიც! შეეცადეთ იპოვოთ სწორი ბალანსი სიმკაცრესა და სირბილეს შორის. არ დახუჭოთ თვალი თქვენი ბავშვის გაღიზიანებაზე. ეცადეთ მას გააკეთებინოთ სხვა რამ ყურადღების გადასატანად. მთავარია ამგვარი ქცევის მიზეზის გაგება და სწორად მიდგომა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024