იმისათვის რომ ოჯახის ყველაზე პატარა წევრმაც თავი იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად თავის სათამაშო თუ საძინებელ ოთახში, ეს სივრცე უნდა იყოს ფერადი და საინტერესო. თუ თქვენ იმ მშობელთა რიცხვს მიეკუთვნებით ვისაც სურს რომ მის პირმშოს ჰქონდეს გამორჩეული, ინდივიდუალური ფერისა და დიზაინის ოთახი და გინდათ შეარჩიოთ საინტერესო და ორიგინალური ფერთა გამა, ეს სტატია თქვენთვისაა.
ოთახის ფუნქცია
პირველ რიგში განვსაზღვროთ თუ რა ფუნქცია ექნება ამა თუ იმ ოთახს. თუ ოთახი საძინებელია - ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, უფრო ღია, პასტელური ფერები მშვიდი გარემოსთვის (ნაკლები წითელი, მკვეთრი ყვითელი, შავი). თუ ვაკეთებთ სათამაშო ოთახს - გამოვიყენოთ უფრო აქტიური, მკვეთრი ფერები (წითელი, მკვეთრი ყვითელი, მუქი ნარინჯისფერი). თუ ოთახი განკუთვნილია მეცადინეობისთვის, ამ შემთხვევაში იდეალური ფერია მწვანე. ეს ფერი როგორც დიდებს ისე პატარებსაც ეხმარება მშვიდად აზროვნებასა და კონცენტრაციაში. თუ კი ერთი ოთახი ითავსებს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ოთახის ფუნქციას, ამ დროს შესაძლებელია ოთახი პირობითად დაიყოს ზონებად და თვითოეულ ზონას შინაარსის მიხედვით მიენიჭოს ფერი.
- თუ ოთახი ზომით პატარა და ბნელია არ გამოიყენოთ დომინანტად მუქი ფერები, გამოიყენეთ ნათელი და თბილი ფერები ( ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი).
- თუ ოთახი პატარაა შეეცადეთ არ დაყოთ ის ბევრ ზონად ფერების მიხედვით, მაქსიმუმ ორად.
- თუ ოთახი დიდია და ნათელი შესაბამისად შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ როგორც ღია ფერები ასევე მუქი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რომ არ გადავაჭარბოდ მოერიდეთ ორი დომინანტი მუქი ფერის გამოყენებას.
- გაითვალისწინეთ რომ ფარდები, გადასაფარებელი და ბალიშები, ავეჯი ასევე ქმნის ამა თუ იმ ოთახის ფერთა გამას.
- მოერიდეთ დომინანტ ფერებად სამზე მეტი ფერის გამოყენებას და ნუ გადატვირთავთ ოთახს ზედმეტი დეკორით.
- ხშირია შემთხვევა როცა ერთ ოთახს ყავს ორი ან მეტი მესაკუთრე. ამ შემთხვევაში: ვირჩევთ საერთო ფერთა გამას მთელი ოთახისთვის ან ვყოფთ ოთახს ორ ან მეტ ნაწილად შესაბამისად ამდენივე ფერად.
ბავშვის ასაკი
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკი. თუ პატარა ახალშობილია, მისი ოთახის ძირითადი ფერი უნდა იყოს უფრო მშვიდი, თუმცა შესაძლებელია უფრო მკვეთრი დეტალების და აქცენტების გამოყენება (სასურველია თუ ასეთი დეტალი არ იქნება ბევრი). ასაკის მატებასთან ერთად კი მატულობს ფერის სიმკვეთრეც და მრავალფეროვნებაც.
შთაგონების წყარო
ფერების არჩევის და შეხამების დროს შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს ყველაფერი რაც თქვენს ირგვლივაა ბუნება, სხვადასხვა ნივთები, საკვებიც კი.
მაგალითად:
ჩართეთ ფანტაზია და აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის არჩევანი (თუ ბავშვის ასაკი ამის შესაძლებლობას იძლევა).