kids.ge logo

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

დისლალია არის  ბგერათწარმოთქმის დარღვევა, ფიზიოლოგიურად ჯანმრთელი სმენისა და სამეტყველო აპარატის ინერვაციის დროს.

ბავშვს აქვს სიტყვათა მარაგის საკმაო რაოდენობა, შეუძლია გადმოსცეს აზრი, შეადგინოს წინადადება, მაგრამ დარღვეული აქვს ბგერათ წარმოთქმის სისწორე გარკვეული მიზეზების გამო. იგი ცდილობს მოძებნოს საჭირო ბგერასთან მიმგვანებული ბგერა ან ქმნის ამ ბგერის საკუთარ ვარიანტს... ამიტომ მისი მეტყველება არასასიამოვნო მოსასმენია გარშემომყოფებისათვის.

დისლალიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

ბავშვის საერთო სისუსტე – ავადმყოფობა მეტყველების ჩამოყალიბების პროცესში;

მეტყველების გვიან დაწყება;

არასამეტყველო გარემო (არ აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, უფროსებს კი მასთან სათამაშოდ და სალაპარაკოდ იშვიათად სცალიათ);

აღზრდის პროცესის ნაკლოვანება (როდესაც მშობლებს მოსწონთ საკუთარი შვილების ასეთი მეტყველება – ხალისობენ, უწონებენ ამით ასტიმულირებენ არასწორ წარმოთქმას და აფერხებენ ბგერათა სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბებას);

ფონემატური სმენის ჩამოუყალიბებლობა (ბავშვი ვერ აღიქვამს მისთვის რთული ფონემის სწორ ჟღერადობას, რითიც იგი მსგავსი ფონემისაგან განსხვავდება. ამიტომ ახდენს ამ ბგერების არასწორ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკე აღებულ იმ ფონემასაც კარგად გამოთქვამს, რომელსაც ანაცვლებს სხვა ფონემით. უბრალოდ, ვერ ახერხებს მათ სმენით განსხვავებას, ამიტომ ვერ ხვდება აღნიშნულ სიტყვაში რომელი ბგერა გამოიყენოს);

საარტიკულაციო აპარატის მოტორული მზადყოფნის ჩამოყალიბების შეფერხება–საარტიკულაციო აპარატის თავისებური განვითარების გამო, ცდილობს მოძებნოს საჭირო ფონემასთან მიმსგავსებული ფონემა. რთულ ბგერას ცვლის მისთვის უფრო მარტივი არტიკულაციის მქონე ბგერით ან ქმნის ამ ბგერის საკუთარ ვარიანტს...

ენის პათოლოგიები – ძალიან დიდი, პატარა ან მოუქნელი ენა. მოკლე ლაგამი;

კბილის, ყბის, ტუჩის თანდაყოლილი ნაკლოვანებები;

არასწორი თანკბილვა;

დისლალია წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ნაკლს. მისი ფორმა და ხარისხი დგინდება  სპეციალური ლოგოპედიური გამოკვლევების შედეგად. მეტყველების თერაპევტი შეადგენს ბავშვთან სამუშაო პროგრამას, დარღვეული ბგერების რაოდენობისა და სირთულის შესაბამისად და მოახდენა აღნიშნული  პრობლემის აღმოფხვრას.


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი გამოიმუშავებს თვით-კონტროლის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის უნარებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024