kids.ge logo

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებასთანამედროვე ცხოვრებაში სულ უფრო აქტუალური ხდება მეტყველების პრობლემა, თანდათან თავს იმკვიდრებს მარტივი, მწირი, გრამატიკულად ღარიბი, აგრესიული მეტყველების სტილი. არასწორი ბგერათწარმოთქმით. ხშირ შემთხვევაში მოსაუბრეს უჭირს კონკრეტული აზრის ჩამოყალიბება

როდესაც პატარა საოცრება წინასასკოლო ასაკის ხდება მშობლების უმეტესობა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ განავითაროს მისი უნარები, უკეთესად მოამზადოს სკოლისათვის, ასწავლიან, თვლას, ანგარიშს, უმეტესობას ასოებს და წერა - კითხვასაც კი... მაგრამ სკოლაში მისვლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ პატარა მოლოდინებს ვერ ამართლებს იძაბება და უნარები იკარგება,რატომ?

ძირითადად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ დაბნევის მიზეზი ლოგიკურ-ვერბალური მეტყველების არქონაა, რომელიც ყალიბდება უფროს წინასასკოლო ასაკში და თავის თავში მოიცავს უნარს სიტყვებით მანიპულირებისა, აზრის გაგებისა და გადმოცემისათვის. სკოლამდელ ასაკში დომინირებს სივრცითი ვიზუალიზაციის უნარი, რომელიც ეფუძნება ბავშვურ აღქმას, შეგრძნებებსა და წარმოდგენებს.

სკოლამდელებთან მეტყველების განვითარებაზე მუშაობის გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ - რაც უფრო ადრე დაიწყება მუშაობა ბავშვის შეგრძნებებსა და აღქმაზე დაფუძნებულ ლოგიკურ განვითარებაზე, მით უფრო ფართო იქნება მისი შემეცნებითი დონე,მით უფრო თანმიმდევრულად, მარტივად და შეუმჩნევლად მოხდება კონკრეტული აზროვნებიდან აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადასვლა. გარდა ამისა, ინტელექტუალურ-ვერბალური ურთიერთკავშირი გავლენას ახდენს სკოლამდელების ლოგიკურ ვერბალური მეტყველების განვითარებაზე. ასე რომ, აზროვნება და მეტყველება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი ურთიერთკავშირი ურთიერთგანვითარების აუცილებელი პირობაა. ბავშვმა უნდა შესძლოს ჯერ გაგება და შემდეგ გააზრება იმისა, თუ რა ამოცანას უსახავენ, შემდეგ უნდა მოახერხოს ამ ამოცანის დამუკიდებლად გადაჭრა, საჭირო სიტყვების მოძებნა, წინადადებებად ჩამოყალიბება და აზრის გარშემომყოფებისათვის გასაგებად გადმოცემა.ეს არცთუ მარტივი პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია სკოლის ასაკში.

შემოგთავაზებთ ლოგიკურ ვერბალური მეტყველების განვითარებისათვის სასარგებლო რამდენიმე ვარჯიშს, რომელსაც სპეციალისტები აქტიურად ვიყენებთ (ახლა შეგიძლიათ უფროსებმა პატარებთან თამაში სასარგებლოდ დაგეგმოთ):

* შეადარე ერთმანეთს საგნები;

* საგნების, მოვლენების კლასიფიკაცია,მათი დაჯგუფების უნარი - იპოვე ზედმეტი ნივთი, დამისაბუთე რატომ თვლი ზედმეტად?

* ამოიცანი საგანი აღწერით,

* ნახატში მოძებნე ის კონკრეტული ნაწილი, რომელსაც აგიღწერ და მაჩვენე,

* ამიღწერე საგანი ისე, რომ შევძლო მისი ამოცნობა,

* საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები და მოქმედებები,

* რის შემდეგ რა მოხდა? 

* წარმოსახვითი, შემოქმედებითი აზროვნება,

* როგორ გაატარე დღე? და ა.შ.

რეგულარული, დაგეგმილი და თანმიმდევრული მუშაობა პატარა საოცრების ლოგიკური მეტყველების განვითარებაზე, საკუთარი აზროვნების პრეზენტირების უნარზე, კარგ შედეგებს გამოიღებს და მისი შემდგომი წინსვლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს!  თუ თამაშების დაგეგმვა საინტერესოდ არ გამოგდით ან წინასასკოლო ასაკის პატარა მსგავსი თამაშებით ვერ ინტერესდება  კონსულტაციისთვის მიმართეთ  სპეციალისტს.

გისურვებთ წარმატებებს!!!

 


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

ისარგებლეთ ყურადღების გადატანით

გადაატანინეთ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვს ყურადღება, თუკი იგი დივანზე ხტება ან დას ართმევს თოჯინებს. შესთავაზეთ მას სურათის დახატვა ან მოკლე მოთხრობის ერთად წაკითხვა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024