kids.ge logo

მეტყველების განვითარების მნიშვნელობა

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ბავშვებიღმერთმა ადამიანი სხვა სულიერთაგან იმით გამოარჩია, რომ მეტყველი გახადა და მას შემდეგ იგი სამყაროს მეტყველების მეშვეობით შეიცნობს. პატარა ენის ამოდგმისთანავე იწყებს შეკითხვების დასმას ეს რა არიას? ამას რა ჰქვია? ეს როგორია? ამ კითხვების პასუხად კი ის ეცნობა მშობლიურ გარემოს. მეტყველება, ეს ერთი შეხედვით მარტივი ფუნქცია, თავის თავში ბევრ სირთულეს მოიცავს.

ბავშვის მეტყველება ადრეულ ასაკშვე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ შემდეგ სრულფასოვანი, მყარი ფსიქიკის მქონე პიროვნება მივიღოთ.

ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში მეტყველება სამ მთავარ ფუნქციას ასრულება:

  1. კომუნიკაციურს
  2. განმაზოგადებელს და
  3. თვითმარეგულირებელს.

მეტყველების განვითარებაში გადახრები აფერხებს ბავშვის როგორც აზროვნებას, ასევე მის საერთო განვითარებას, ხელს უშლის კონტაქტის დამყარებას გარშემოიმყოფებთან. იწვევს ხასიათის შეცვლას, გულჩათხრობილობას, არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას, ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს სასწავლო პროგრამის ათვისებაზე.

 

მეტყველების განვითარების ასაკი და ნორმები

  • 3 თვის პატარა ღუღუნებს – აღუუ ღუ.
  • 8 თვის იწყებს მარცლებს მა–მა–მა, დე–დედდე, ბუბუბუ, ბაბაბუ...
  • 1 წლისას 10 სიტყვამდე მარაგი აქვს
  • 2 წლიდან – აწყობს მარტივ წინადადებებს.საყვარლად ურევს გრამატიკულ წყობებს და ზოგიერთ ბგერებს
  • 3 წლიდან – უჩნდება ფრაზული მეტყველების უნარი, ახერხებს მოყვეს პატარა ზღაპარი, სიტყვებით გადმოგვცეს საკუთარი სურვილი ან მომხდარი დასამახსოვრებელი ამბავი. ამ პერიოდში ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის სისუფთავე შეიძლება იქნეს დარღვეული. ოდნავ მომატებულია პაუზების რაოდენობაც, ახასითებთ წამოწითლება მეტყველების დროს, სუნთქვის მოუწესრიგებლობა... (ყურადღება! მხოლოდ მცირე დოზებით)
  • 5 წლის ასაკის ბავშვის მეტყველება მთლიანად ფორმირებულია.

 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

თქვენც კარგად იცით, და მეც დაგეთანხმებით, რომ ყველა პატარა ინდივიდია, ამიტომ განვითარების ნორმებიც ინდივიდუალური აქვთ. მაგრამ, თუ ბავშვის სამეტყველო განვითარება ნორმას 6 და მეტი თვით ჩამორჩება ეს უკვე საყურადღებოა.

  • თუ 4,5–5 და მეტი წლის ბავშვი ამოკლებს ან ამახინჯებს სიტყვებს.
  • თუ აადგილებს ან ამახინჯებს ბგერათწარმოთქმებს.
  • თუ ერთ ფონემას (ბგერას) ცვლის სხვა მისთვის მარტივი ფონემით (ბგერით).
  • თუ ვერ ახერხებს ააწყოს წინადადებები გრამატიკული ნორმების დაცვით (პირი, რიცხვი, არსებითი სახელის და ზმნის შეთანხმება და ა.შ.)
  • თუ ვერ ახერხებს მოყვეს მარტივი მოთხრობა, ზღაპარი, მულტფილმი, გადმოსცეს საკუთარი ემოცია.
  • თუ მისი მეტყველება გაურკვეველი ან ძნელად გასაგებია გარშემომყოფთათვის.
  • თუ აქვს მწირი ლექსიკური მარაგი.

ეს უკვე მიუთითებს, რომ ბავშვს აქვს სამეტყველო ნაკლი და აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩარევა.

Kids.ge-ს რჩევები

მოელოდეთ მეტს თქვენი შვილებისგან

ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მოლოდინები (სკოლამდელი აღზრდის ჩათვლით). „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები სკოლაში თავად დაისხამენ წყალს, აალაგებენ მაგიდას, დაკიდებენ ქურთუკს - და ისინი ამას აკეთებენ“ - ამბობს ჯენიფერი ზებუკერი, ნიუ-იორკის 92-ე ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის მასწავლებელი. „თუმცა, საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ, ისინი ცერა თითს პირში ჩაიდებენ და ჩაჯდებიან საბავშვო ეტლებში“. ამიტომაც გქონდეთ მეტი მოლოდინი, რაც შეესაბამება ბავშვების მაქსიმუმს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025