kids.ge logo

სამეტყველო წრე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის:

    • ბროკას ცენტრი  – მეტყველების მოტორული ცენტრი–პასუხს აგებს  სამეტყველო  აპარატის გამართულ  მუშაობაზე. მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროში.
    • ვერნიკეს ცეტრი –წარმოადგენს მეტყველების აღქმის ცენტრს– ევალება მეტყველების გაგება– გააზრება. მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროში.
    • ასოციაციის ცენტრი–პასუხს აგებს საჭირო სიტყვების მოძებნაზე, მათ მართებულად დალაგებაზე....

უფრო თვალმნათლივ რომ წარმოვიდგინოთ ეს დაახლოებით ასე  ხდება:

ასოციაციის ცენტრი – გვეხმარება საჭირო სიტყვების მოძებნაში, ვსვამთ საჭირო თანმიმდევრობით,საჭირო რიცხვში, ბრუნვაში და ა.შ. ვაწყობთ წინადადებებს. ასოციაციის ცენტრიდან ინფორმაცის გადაეცემა

ბროკას ცენტრს – რომელიც თავის მხრივ ირჩევს ნერვიულ იმპულსებს და აგზავნის მათ სამეტყველო აპარატის კუნთებისაკენ და ასევე სასუნთქი აპარატის კუნთებისაკენ.ვიწყებთ საუბარს... ამ ყველაფრის შემდეგ ინფორმაცია უკვე საუბრის სახით ხვდება ვერნიკეს ცენტრში, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საუბრის სისწორე და თუ შეცდომა არ არის ინფორმაცია უბრუნდება ისევ ასოციაციის ცენტრს და ეს წარმოადგენს სიგნალს ახალი ფრაზის შესადგენად და ა.შ. მთელი საუბრის მანძილზე.ეს ცენტრი ისმენს, აცნობიერებს და აკონტროლებს როგორც საკუთარ, ისე სხვისი  მეტყველების სისწორეს.

"სამეტყველო წრე"– ეს სქემა იძლევა იმის საშუალებას განვსაზღვროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამართული, თანმიმდევრული მეტყველებისათვის სამივე ზონის სინქრონული მუშაობა. ლოგონევროზის   (  ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)   )    შემთხვევაში სწორედ ეს სინქრონი ირღვევა.

ძირითადად  ამ დროს მტყუანი ბროკას ზონაა. იგი რაიმე ფაქტორების (გარე ან შინაგანი) ზემოქმედებით გამოიმუშავებს იმაზე მეტ იმპულსებს ვიდრე ეს საჭიროა და გადასცემს  სამეტყველო აპარატს. ამით იწვევს მათ დამატებით შეკუმშვას, რის შედეგადაც ამოსუნთქვის შემდეგ ვიღებთ დაუგეგმავ "ზედმეტ" ბგერებს ერთი და იგივე ბგერების გამეორების სახით. ან ხდება ისე, რომ  იმპულსების  გაგზავნის სიხშირის გამო არ ხერხდება კუნთის მოდუნება რაც ხელს უწყობს სპაზმის განვითარებას და ბლოკავს მეტყველებას სრულ განტვირთამდე.(ზედმეტი იმპულსების მოცილებამდე)  ძირითადად მათი ხანგძლივობა მერყეობს 2 წამიდან 12 წამამდე, მძიმე შემთხვევაში კი 90 წამამდე ანუ ენის ბორძიკი ეს არის ხანმოკლე შეწყვეტა იმპულსებისა „სამეტყველო წრეში“ რაც გამოწვეულია ბროკას ზონის ზედმეტი აქტიურობით . დღესდღეობით ენა ბორძიკობის მკურნალობა ბროკას  ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს.ასევე უნდა გავამდიდროთ სიტყვათა მარაგი, ვასწავლოთ წინადადებების აწყობა,გრამატიკული გაფორმება, სწორი სუნთქვა, მოდუნება და. ა.შ.  ჩამოვაყალიბოთ  ტვინის იმ ცენტრების სინქრონული მუშაობა, რომლებიც პასუხს აგებენ გამართულ  მეტყველებაზე  ე.ი. წესრიგში უნდა მოვიყვანოთ „სამეტყველო წრე.“

როდესაც  ინსულტის ან თავის ტვინის სხვა დაზიანებების შემთხვევაში ზიანდება სამეტყველო წრეში შემავალი რომელიმე ცენტრი– ხდება მეტყველების არევა.ადამიანი აღიქვამს სამეტყველო ბგერებს მაგრამ ვერ აღიქვამს სიტყვების მნიშვნელობებს .ბროკას ცენტრის დაზიანების შემთხვევაში  ვერ ახერხებს სიტყვების მოტორულ უზრუნველყოფას. მეტყველების აღდგენა ხდება, მხოლოდ სამეტყველო წრის სინქრონიზაციის აღდგენის შემდეგ ანუ, გამართული და თანმიმდევრული მეტყველებისათვის აუცილებელია წესრიგში მოყვანილი „სამეტყველო წრე“.

 


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024