ორგანიზაციის მთავარი ღირებულებაა ბავშვის უფლებები და მისი დაცვა. ნებისმიერი ჩვენი აქტივობა დაფუძნებულია ამ მთავარ ღირებულებებზე. ნებისმიერი აქტივობის დროს, ჩვენი გუნდის ყველა წევრი ითვალისწინებს ამ ღირებულებას ბავშვთან ურთიერთობისას.
ორგანიზაციი ფუნდამენტური პრიორიტეტია ბავშვის განვითარება და მშობლის ცნობიერების ამაღლება. ნებისმიერი მეთოდოლოგიური მიდგომა დაფუძნებულია ამ პრიორიტეტებზე.
თავისუფლების გათვალისწინება. ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების, არჩევნის განხორციელების, სიტყვის და შემოქმედების თავისუფლება.
ცნობისმოყვარეობის აღძვრაზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს პრობლემაზე დაფუძნებულ განათლებას (როგორ აღძრას პედაგოგმა ბავშვში შემეცნებითი ტიპის შეკითხვები), რაც გამორიცხავს პედაგოგის ტრადიციულ-დიდაქტიკურ ზემოდგომ პოზიციას. ეს პრინციპი გულისხმობს ბავშვის ჩართულობას შემეცნებით პროცესში და ამცირებს პასიური მსმენელის პოზიციას.
შემოქმედებითი აზრობნების განვითარება, რომელიც გულისხმობს ბავშვის სტიმულირებას, რომ გამოხატოს და განავითაროს საკუთარი ბუნებრივი ინტელექტის ტიპი; გადაჭრას ყოველი დასახული ამოცანა ინდივიდუალურად მისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური სტრატეგიით (ხელოვნებაში და მეცნიერებაში).
ნებისმიერი მეთოდი და პედაგოგიური მიდგომა, ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებით პრიორიტეტებს. შესაბამისად, პედაგოგიური მიდგომები და სწავლების მეთოდები შერჩეულია ამ პრიორიტეტული პრინციპის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გამყარებულია ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი მონაცემებით.
მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების საკითხებზე და მისი ჩართულობა პედაგოგიურ პროცესში.