რუკაზე ორგანიზაციის დამატებისათვის, აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი წესები:
ზუსტად უნდა იქნას მითითებული ორგანიზაციის კოორდინატები რუკაზე. კოორდინატების გადამოწმება დამატებული ორაგანიზაციის აქტივაციის შემდეგ გადამოწმდება (განუსაზღვრელია დამატებული წერტილიდან გადამოწმების ვადა, ეს შეიძლება მოხდეს მალევე, შეიძლება რამდენიმე დღის, ან კვირის შემდეგ). იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კოორდინატები არასწორადაა მითითებული, ან მითითებულ ადგილას ასეთი ორგანიზაცია საერთოდ არ არის, მოხდება დამატებული ორგანიზაციის დროეიბთ დეაქტივაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუკაზე აღარ გამოჩნდება შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე.
თქვენ ზუსტად უნდა მიუთითოთ ორგანიზაციის ტიპი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ორგანიზაციის ტიპი არასწორადაა მითითებული, მოხდება დამატებული ორგანიზაციის დეაქტივაცია, შემგომი მოქმედებების განხორციელებამდე.
ორგანიზაციის დასახელება სავალდებულო არ არის რომ იმეორებდეს ორგანიზაციის იურიდიულ სახელწოდებას. შესაძლებელია დასახელებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სახელი, ან ისეთი სახელი, როგორც უფრო მეტად იცნობენ თქვენს ორგანიზაციას. სახელის მითითებისას, დაცული უნდა იქნას რამდენიმე აუცილებელი პირობა:
აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სერვისების შესახებ, შემოთავაზებები და ა.შ. ასევე აქ შეგიძლიათ განათავსოთ სარეკლამო მესიჯები და ა.შ. მითითებული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უთითებთ თქვენი ორგანიზაციის კოორდინატებს რუკაზე, თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ორგანიზაციის მისამართი (ქალაქი და ქუჩის მისამართი).
თქვენ სრულად უნდა შეავსოთ გრაფები ორგანიზაციის შესახებ (ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი, თქვენი საკონტაქტო ელ-ფოსტა, თქვენი საკონტაქტო ტელეფონი). ამ ველების შევსების გარეშე, თქვენი ორგანიზაციის აქტივაცია არ მოხდება, რას იმას გულისხმობს, რომ არ მოხდება ამ კონკრეტული ორგანიზაციის რუკაზე ასახვა შემდგომი მოქმედებების განხორციელებამდე.
ორგანიზაციის დამატებისას, მოქმედებს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაწვა სავალდებულოა.
ნებისმიერი წესის დარჩვევის შემთხვევაში, kids.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაუფრთხილებლად მოახდინოს დამატებული ორგანიზაციის დეაქტივაცია. რას იმას გულისხმობს, რომ ის არ აისახება რუკაზე შემდეგი მოქმედებების განხორციელებამდე.
ორგანიზაციის დამატებისას, თქვენ ვალდებული ხართ ყველა ველი შეავსოთ სწორი ინფორმაციით. აქტივაცია, ანუ დამატებული ორგანიზაციის რუკაზე ასახვა მოხდება დამატებიდან უახლოეს 24 საათში, როგორც კი მოდერატორი გადაამოწმებს დამატებულ ინფორმაციას. პირველ ეტაპზე გადამოწმდება, ტექსტის კორექტულობა და თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება მოხდება დამატებული ორგანიზაციის აქტივაცია, ანუ ის აისახება რუკაზე. ფაქტიური ინფორმაციის გადამოწმება მოხდება გარკვეული პერიოდის შემდგომ. დამატებიდან გადამოწმების ვადა განსაზღვრული არ არის. როგორც კი აღმოჩნდება რაიმე სახის უზუსტობა, გაუფრთხილებლად მოხდება ორგანიზაციის დეაქტივაცია და ის რუკაზე ასახული აღარ იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა ხარვეზის მოგვარების გზები. ამისათვის ჩვენ მოგწერთ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე შეტყობინებას. ამიტომ აუცილებელია მითითებული ელ.ფოსტის მისამართი იყოს მოქმედი. იმ შემთხვევაში, თუ ელ.ფოსტაზე პასუხი არ მოვა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, მოხდება ორგანიზაციის რუკიდან წაშლა. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში დეაქტივირებული ორგანიზაცია კვლავ აქტიური გახდება და ის კვლავ აისახება რუკაზე.
ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო