kids.ge logo

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირებაშევიქმნათ მარტივი წარმოდგენა სამეტყველო ორგანოების შესახებ, რადგან სამეტყველო ნაკლი ძირითადად  გამოწვეულია სამეტყველო ორგანოების  დეფექტით. ამიტომ ლოგოპედიაში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რომელ ორგანოს რა ფუნქცია აკისრია მეტყველების წარმოების საკითხში.

სამეტყველო რგანოები პირობითად იყოფა 2 ნაწილად ცენტრალურ (მარეგულირებელ) და პერიფერიულ (შემსრულებელ) ნაწილებად.

ცენტრალური ორგანო მდებარეობს თავის  ტვინში - მის ჰემისფეროებში... ისევე როგორც ყველა ფსიქოლოგიურ ფუნქციას მეტყველებასაც თავისი, ასე ვთქვათ „წარმომადგენლობა“ აქვს თავის ტვინში - ეს წარმომადგენლობა საკმაოდ რთულ საქმეს უძღვება. თავის ტვინის სამეტყველო ნაწილი ნერვული დაბოლოებებით დაკავშირებულნი არიან პერიფერიულ ორგანოებთან და მართავენ მათ. პერიფერიული ორგანოებს წარმოადგენს - სმენა, ხმა, სუნთქვა, საარტიკულაციო აპარატი. სამეტყველო ორგანოს ცენტრალურ ნაწილში, თავის ტვინში, თითოეულ  წარმომადგენლობას თაივსი მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აკისრია - ბროკას ცენტრი - მეტყველების მოტორული ცენტრი – პასუხს აგებს სამეტყველო  აპარატის გამართულ  მუშაობაზე. მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროში (მემარჯვენეებისათვის, ცაციებისათვის პირიქით). ვერნიკეს ცეტრი –წარმოადგენს მეტყველების აღქმის ცენტრს – ევალება მეტყველების გაგება – გააზრება. მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროში. ასოციაციის ცენტრი – პასუხს აგებს საჭირო სიტყვების მოძებნაზე, მათ მართებულად დალაგებაზე... უფრო თვალმნათლივ რომ წარმოვიდგინოთ ეს დაახლოებით ასე  ხდება: ასოციაციის ცენტრი – გვეხმარება საჭირო სიტყვების მოძებნაში, ვსვამთ საჭირო თანმიმდევრობით, საჭირო რიცხვში, ბრუნვაში და ა.შ. ვაწყობთ წინადადებებს. ასოციაციის ცენტრიდან ინფორმაცის გადაეცემა ბროკას ცენტრს – რომელიც თავის მხრივ ირჩევს ნერვიულ იმპულსებს და აგზავნის მათ სამეტყველო აპარატის კუნთებისაკენ და ასევე სასუნთქი აპარატის კუნთებისაკენ ადამიანი  იწყებს  საუბარს... ამ ყველაფრის შემდეგ ინფორმაცია უკვე საუბრის სახით ხვდება ვერნიკეს ცენტრში, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საუბრის სისწორე და თუ შეცდომა არ არის ინფორმაცია უბრუნდება ისევ ასოციაციის ცენტრს და ეს წარმოადგენს სიგნალს ახალი ფრაზის შესადგენად და ა.შ. მთელი საუბრის მანძილზე.ეს ცენტრი ისმენს, აცნობიერებს და აკონტროლებს როგორც საკუთარ, ისე სხვისი  მეტყველების სისწორეს.

ბუნებრივია, ცენტრალურ სამეტყველო ორგანოს საუბრის განხორციელებისათვის აუცილებლად სჭიდება ე.წ.  პერიფერიული ორგანოები...

  • სუნთქვის ორგანოები.
  • ხმის წარმომქნელი ორგანოები.
  • და  საარტიკულაციო აპარატი.

ადამიანისათვის ბუნებას არ შეუქმნია ცალკე სამეტყველო ორგანოები, მეტყველების ჩამოყალიბების შემდეგ სამეტყველო ფუნქციას ასრულებს ის ორგანოები, რომლებსაც მანამდეც მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებოდათ ადამიანის ზრდა-განვითარებისათვის-როგორიცაა კვება და სუნთქვა... ჩვენ ჩვენი ინტერესის სფეროდან გამომდინარე განვხილოთ მათი სამეტყველო ფუნქცია.

სუნთქვის ორგანოები - ცხვირის ღრუ, ცხვირ-ხახა, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები, ბრონქიოლები, ფილტვები. მეტყველების წარმოქმნა მჭიდრო კავშირშია სწორ სუნთქვასთან, მეტყველება ფორმულირდება ამოსუნთქულ ჰაერზე-ჰაერი ცხვირ-ხახით ხორხში გადადის, ხორხში გაჭიმულია მბგერი იოგები (სახმო იოგები), მათ შორის არის სივრცე, რომელსაც ყია ჰქვია, ამოსუნთქვისას სახმო იოგების რხევა-ვიბრაცია - ხმას წარმოქმნის. თუ რაიმე მიზეზის გამო ჰაერი ვერ მოხვდა პრის ღრუში, არ მოხდება ბგერათწარმოქმნა და ჩვენ გავხდებით მოწმე უხმო არტიკულაციისა. სამეტყველო და არასამეტყველო სუნთქვის სტრუქტურა განსხვავდება, თუ ადამიანი ჩუმადაა, ამოსუნთქვის და ჩასუნთქვის  ხანგძლივობა თითქმის ერთნაირია. ხოლო მეტყველების დროს ამოსუნთქვის ხანგძლივობა უფრო ხანგძლივი და თანმიმდევრულია. მეტყველების დაწყებისას ჩასუნთქი ხდება ბევრად უფრა მოკლე და ღრმა, თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზის გამო ჭირს, მაშინ ხმა არის სუსტი, წყვეტილი, ხდება დაუგეგმავი პაუზები სიტყვის შუაში, მეტყველება ხედბა რთული, არასასიამოვნბო მოსასმენი. ამიტომ აუცილებელია ბავშვობიდანვე ვიზრუნოთ ჩვენი პატარების სასუნთქი სისტემის კარგ განვითარებაზე (სუნთქვითი ვარჯიშები, ცურვა, სიმღერა)

ხმის ორგანოები - სახმო სიმები, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია მეტყველებისათვის, ბგერათწარმოქმნაში ისინი სხვადასხვაგვარად მონაწილეობენ. ჰაერნაკადით იჭიმება სახმო სიმები,ვიბრირებს და გამოსცემს ხმას,თუმცა ესა არის სუსტი ხმა და სულაც არ ჰგავს ადამიანის ხმას, ჩვენი ყურისათვის მნიშვნელოვან ხმას ის იძენს რეზონატორების დახმარებით - ფილტვების,ცხვირის ღრუს, პირის ღრუსა და სხვა ორგანოების გავლის შემდეგ. რეზონატორები აძლეირებენ ხმას და სძენენ მას თითოეული ადამიანისათვის დამახასიათებელ ელფერს, ხმის ტემბრი, მისი სიძლიერე დამოკიდებულია რეზონატორის ფორმებზე და ზომებზე, ამიტომ  განსხვადება მამაკაცის, ქალისა და ბავშვების ხმა,ამიტომ არის ყველა ადამიანის ხმა ინდივდუალური, ჩვენ კი შეგვიძლია ადამინი ამოვიცნოთ ხმის მიხედვით. სახმო სიმების სამი მდგომარეობა.

სახმო სიმების სამი მდგომარეობა

ა)სახმო სიმები წყნარი სუნთქვის დროს ბ) სახმო სიმები ფონაციის დროს გ) სახმო სიმები ჩურჩულისას

ხმას გააჩნია, სიმაღლე, სიძლიერე და ტემბრი. რომელიც დამოკიდებულია სახმო სიმების სიძლიერეზე, დაჭიმულობაზე, ღიაობასა და ვიბრირების უნარზე. ხმის ტემბრის, სიძლიერიდსა და მართვის დასამუშავებლად ლოგოპედიაში სპეციალრი ვარჯიშები არსებობს. მაშ ასე მივიღეთ ხმა...

მაგრამ ესეც არ არის მეტყველება, ეს ხმაა...  :)  ხმას  მეტყველების ჩამოყალიბებისათვის უნდა მივცეთ დიფერენცირებული ხმოვანება, ამას კი სამეტყველო აპარატის არტიკულაციური ნაწილი უზრუნველყოფს.

არტიკულაციური აპარატი - ენა, ტუჩები, კბილები, ზედა ყბა, ქვედა ყბა, სასა, ნაქი.  ყველაზე მთავარი საარტიკულაციო ორგანო ენაა, ენის მოძრაობა თვალსაჩინო, ზუსტი და დიფერენცირებულია.  ენის ყვლაზე მოძრავი ნაწილი მისი წვერია. ენა მოძრაობს პირის ღრუს პასიურ და აქტიურ ორგანოთა მიმართ და აწარმოებს ბგერათწარმოთქმებს მაგ: ენაკბილისმიერებს, ენანუნისმიერებს. ენის  შუა ნაწილის შეცვლითის სასის მიმართ ვღებულობთ ხმოვნებს (ე;ი) ენის უკანანა  ნაწილის აქტიურობით ვლინდება ხმოვნები (უ;ო) და უკანაენისმიერი(გ.ქ;კ). ბაგეების მონაწილეობაბგერათწარმოთქმაში ვლინდება მათ ღიაობაში, მომრგვალებაში, წინ წამოწევაში. ბგერების შექმნაში მონაწილეობს სამეტყველო აპარატის რამდენიმე ორგანო, ზოგი მათგანი აქტიურია, ზოგი პასიური. ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებენ კბილები, არასწორი თანკბილვის შემთხვევაში ჰაერნაკადი არასწორად გამოედინება და ხდება ბგერის დამახინჯება.  ქართულ ენაში თანხმოვნები ლაგდება წარმოების ადგილისა და წარმოთქმის რაგვარობის მიხედვით. ბგერის წარმოების ნაწილს ეწოდება იმ ორგანოს (ან მისი ნაწილის) სახელი, რომელიც მონაწილეობს ამ ბგერის საწარმოთქმო დაბრკოლების  შექმნაში. მაგ: წყვილბაგიმიერნი; კბილბაგისმიერნი; ენანუნისმიერნი,  უკანაენისმიერნი,ენისძირისმიერნი, ხორხისმიერნი. მათი სწორი წარმოთქმის მისაღებად ლოგოპედმა ზუსტად უნდა იცოდეს რომელი ბგერა როგორი არტიკულაციური მზაობით და რომელი ორგანოს რამდენად აქტიურობით მიიღება...

შევაჯამოთ-როგორ ჩამოყალიბდეს ბგერა, რომ შეიქმნას სიტყვა, რომელი ორგანო რამდენად აქტიური იყოს და სად მდებარეობდეს? - ამ იმპულსებს სამეტყველო ორგანოს მთავარი ნაწილი ტვინი აგზავნის. რამდენად ზუსტად შესრულდა ეს მოქმედებები, რმდენად სწორად მოხდა სიტყვის ფორმირება? ამის კონტროლს ასრულებს ადამიანის სმენა ან კინესტეტიკური შეგრძნება, რომელიც ტვინში გზავნის უკუ იმპულსს სამეტყველო ორგანოს დიფერენცირებული მოქმედების სიზუსტის შესახებ, ეს იმპულში ტვინში გადამუშავდება და ხდება ახალი იმპულსების გამოგზავნა შეცდომის გასასწორებლად ან ახალი სიტყვის წარმოსათქმელად.  თუ რაიმე  დეფექტის გამო ხდება სამეტყველო აპარატის არასწორი დიფერენცირებული მოძრაობა, მეტყველება არის არაზუსტი. თუ ამ კარაგდ აწყობილი სისტემიდან, რომელიმე  ორგანო, დაზიანებულია, დასამუშავებელია, ვერ ახერხებს გამართულ ფუნქციონირებას, მაშინ ვერ  ხერხდება  სწორი  იმპულსების გაგზავნა. შეიძლება ვერ ხერხდებოდეს მათი სწორი  აღქმა გადამუშავება  ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დეფექტური მეტყველება. რაც ბევრ სირთულეს წარმოქმნის ბავშვის განვითარებისა და წინსვლის საქმეში. ლოგოპედის ფუნქციაა, დეფექტის მიზეზის მოძიება, სწორი დაგეგმვა  და შრომატევადი სამუშაოს ჩატარება ამ დეფექტის აღმოსაფხვრელად. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ-მეტყველება საკმაოდ რთული ფუნქციაა და მას დაბადებიდანვე სჭირდება დაკვირვება, ხელშეწყობა და განვითარება!!!  ლოგოპედისა და  ბავშვის წარმატებული  და შედეგიანი მუშაობისათვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათ მოთმინების უნარს და ერთობლივ ძალისხმევას საუკეთესო შედეგის მისაღებად!!!


 ლოგოპედია
Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024