„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”
პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცარი ელდა მეცა. ელდა სიხარულისა თუ ბედნიერების მატარებელი გახლდათ. ბოლო ორმა ფრაზამ კი აუარებელი ტკივილი და ღიმილი შეჰმატა ჩემს სხეულს. სკოლის მოსწავლეს უკვე გაცნობიერებული და გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პროფესიის არსი და მნიშვნელობა. ვიაზრებდი იმ ქარტეხილებს, რომლებსაც შეეძლოთ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლების გარდატეხვა. ვარაუდიც გამართლდა. ამიხდა ოცნება. დავიწყე პედაგოგად მუშაობა და გავხდი იმ ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადამიანების ცხოვრების ნაწილი, რომლებიც ჩვენი სამშობლოს მომავალი და იმედია. დიახ, მე მასწავლებელი ვარ, ადამიანი, რომლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რჩეულ პროფესიას. „დედა“, „დედი“ - ხშირად ამ ფრაზებით მოუმართავთ ჩემს მოსწავლეებს ჩემთვის. პირველი კლასი, პირველი ნაბიჯები სკოლაში - ყველა მოსწავლისთვის რთული გასავლელია. არასდროს დამავიწყდება ჩემი ერთი-ერთი მოსწავლე. ეს გოგონა ეროვნებით თურქი იყო. ის პირველად მოვიდა ქართულ სკოლაში. მახსოვს, ტირილით შემოვიდა კლასში და დედას გვერდიდან არ შორდებოდა. მან ქართული არი ცოდა, მე კი რამდენიმე სიტყვა ვიცოდი თურქულად. იმ წუთას ჩემთვის ენობრივ ბარიერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მახსოვს, მისი პაწაწუნა ხელი ავიღე, ჩემს მაგიდასთან მივიყვანე, კალთაში ჩავისვი და დიდხანს, მასთან ერთად გულში ჩახუტებულმა რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარე. იმ დღის შემდეგ მას აღარ უტირია. მეორე დღეს კი თვალებაციმციმებულმა ნახატი მომიტანა. იმ ნახატზე მე და ჩემი სიფრიფანა გოგონა ვიყავით გამოსახულები, ხელიხელჩაკიდებულები და ძალიან ბედნიერები. ნახატი საოცარი სიტყვებით გადმომცა: Sen Benim Annem“. ამ ნახატმა დაუდო საფუძველი ჩემს საკლასო ოთახში, შექმნილიყო „სიყვარულის კუთხე“. ძალიან ბევრი და სასიამოვნო წერილი თუ ნახატი მოჰქონდათ ჩემს მოსწავლეებს. მეც ვამატებდი და ვამატებდი კედლებს. სკოლის კედლები ხომ აუარებელ სიყვარულსა თუ სიცილს ინახავს.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც მოზარდების სულს ძერწავს, მათ უმაღლებს მოტივაციასა და უმუშავებს თვითრეალიზაციის უნარს! ვცდილობ, ყოველი გაკვეთილი პატარებისთვის შთამბეჭდავად, სახალისოდ და საინტერესოდ დავგეგმო. ხშირად მათთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ და ვერთობი. რამდენიმე დღის უკან სკოლის ეზოში დინამიკის საშუალებით პატარა კონცერტი გავმართეთ. რა თქმა უნდა, მეც მათთან ერთად ვცეკვავდი. ჩემმა ერთ-ერთმა ნიჭიერმა და საოცარმა მოსწავლემ საოცარი რამ მითხრა: „იცით, მასწავლებელო, თქვენთან ერთად ცეკვამ საზოგადოებაში ცეკვის კომპლექსი მომიხსნაო“. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ჩემს სულში როგორი აურზაური დატრიალდა. მინდოდა, ხმამაღლა ყვირილი და ტირილი, მაგრამ ვერ გავბედე. სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩემს გოგონას ჩავეხუტე და მივულოცე. ის დამპირდა, რომ ყოველთვის იცეკვებდა და ადამიანებს გააბედნიერებდა. მეორე დღეს კიდევ საოცრება ჩაიდინა ამ საოცარმა გოგონამ: ეზოში თავისი ანსამბლი გახსნა და კლასელებს ცეკვას ასწავლიდა.
ხშირად მოსწავლეები ჩემი ინსპირაციის წყაროებიც ხდებიან. გაზაფხულის მახარობელ ყვავილებს განვიხილავდი გაკვეთილზე. მოსწავლეებს სმარტ დაფის საშუალებით ვაჩვენე ენძელა. თუ დააკვირდებით, ენძელას თავი ოდნავ დახრილია ქვს. დაუგეგმავად დავუსვი კითხვა მოსწავლეებს: „თქვენი აზრით ბავშვებო, რატომ აქვს ენძელას თავი დახრილი? ერთ-ერთმა ჭკვიანმა და თვალებციმციმა მოსწავლემ ხელი აიწია დამითხრა: „მასწავლებელო, ენძელას თავი დახრილი მხოლოდ ტკივილისგან და სიხარულისგან აქვსო“. პირველკლასელის პასუხმა თავბრუ დამახვია და რამაც თავში გამიელვა, ის ვუთხარი: „შენი პასუხი ჩემი შთაგონების წყარო გახდა, შენ მე მოთხრობის დაწერის სურვილი გამიჩინე“ ძალიან კარგად მახსოვს მისი ბედნიერი და ამაყი სახე. მეორე დღეს „თავდახრილი ენძელა წავუკითხე“. ჩემი მაყურებლებისგან, მოსწავლეებისგან და მთავარი გმირისგან - საოცარი ბიჭუნასგან -დიდი ტაშიც დავიმსახურე.
სანამ მასწავლებელი ხარ- სიბერის არ უნდა გეშინოდეს! სიბერე ჩვენი პროფესიისგან შორსაა. მხოლოდ რამდენიმე ნაოჭი შეიძლება შემოგვეპაროს, ისიც მალული და არა ხილული. ჩვენი თვალები მუდამ ციმციმებს ჩვენი აღსაზრდელების წარმატებით!
გენიალურ კახი კავსაძეს დავესესხები და მის საოცარ ფრაზას ჩავასწორებ ჩემი საყვარელი სიტყვით : „ნეტავ, სკოლა იქაც არის?“
ავტორის შესახებ
თქვენს შვილებს ყოველდღე დაუსვით სამი შეკითხვა მის შესახებ
არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - საუბრის ხელოვნება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია, მაგრამ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ მის სწავლებას. დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „კარგი დრო გაატარე სკოლაში?“; „რას აკეთებდი წვეულებაზე?“; ან „სად გინდა ხვალ შუადღისას გასვლა?“
გონივრული შეზღუდვები - კონტროლი
ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო