kids.ge logo

ზღაპრული ლიტერატურა - საბავშვო მწერლებთან ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად

ზღაპრული ლიტერატურა - საბავშვო მწერლებთან ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად

პროგრამის მიზანია ბავშვებმა გაიცნონ მსოფლიო და ქართული საბავშვო ლიტერატურა, გაიცნონ კლასიკოსი და თანამედროვე ავტორები; შეუყვარდეთ კითხვა და წიგნთან ურთიერთობა; განუვითარდეთ მსჯელობის, ამბის თხრობის, შემოქმედებითი აზროვნების და წერის უნარები; განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება.
 
ყველაზე ზღაპრულ, ლიტერატურულ პროგრამას გაუძღვებიან ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერლები ლელა ცუცქირიძე და ვასო გულეური.
 

პროგრამის ავტორები

ლელა ცუცქირიძე - პოეტი, საბავშვო ავტორი, თვითნასწავლი მხატვარ-ილუსტრატორი. მისი პროზაული და პოეტური ტექსტები  იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია  სასკოლო სახელმძღვანელოებში, სხვადსხვა კრებულებსა და ანთოლოგიებში, მათ შორის,  უცხოურ  ლიტერატურულ ალმანახებსა და კრებულებში.
 
მისი პოეტური  და პროზაული ტექსტები (მათ შორის, საბავშვო)  თარგმნილია ინგლისურ, უკრაინულ, ბერძნულ, რუსულ, ლიეტუვურ,  გერმანულ, ფრანგულ ენებზე. არის საბავშვოი სიმღერების ტექსტების ავტორი. არის სხვადსხვა ლიტერატურული  და შემოქმედებითი  კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტი, მათ შორის:  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის სამგზის გამარჯვებული ნომინაციებში: საბავშვო წიგნის ილუსტრირება, საბავშვო დრამატურგია, საბავშვო პროზა (ორი ნომინაციით), ბათუმის თოჯინების თეატრის საბავშვო პიესების კონკურსის,   მწერალთა  სახლის მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი სტიპენდიების, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბული-2021“ (2 ნომინაციაში),  ნაეკისა და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, თბლისის სახელვნებო კონკურსის ორგზის,  გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული .კონკურსის ორგზის გამარჯვებული,  ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ფინალისტი პოეზიაში (2018წ.) და სხვ.
 
 
ვასო გულეურისაბავშვო მწერალი, პოეტი. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია. არის ლიტერატურული პრემია „წეროს“ ერთერთი პრიზიორი. მისი ლექსები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში. არის 20-მდე საბავშვო წიგნის ავტორი.
 
პირველი თარგმანები დაიბეჭდა გაზეთებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“. საბავშვო ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „დილა“. 2007 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებული (მე-2 ადგილი) საბავშვო ლექსების ციკლისთვის „საბავშვო ბაღი“. 
 
თარგმნილი აქვს სერგეი ესენინის, ნიკოლოზ გუმილიოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინას, იოსებ ბროდსკის, ვერონიკა ტუშნოვას, ქრისტინე ლავანტის, ინგებორგ ბახმანის, ჟან ჟენეს, ჯეიმზ ჯოისის, რადიარდ კიპლინგის და სხვათა ლექსები.
 
2011 წელს გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ თარგმანის კონკურსში, რომელიც სახალხო დღესასწაულ „შოთაობას“ მიეძღვნა, ვასილ გულეურის თარგმანებმა მეორე პრემია მიიღო, ხოლო ამავე კონკურსში 2012 წელს — პირველი პრემია. ასევე, 2011 წელს საზოგადოებრივმა რადიომ და ელფის გამომცემლობამ გამოაცხადეს საშობაო ზღაპრის კონკურსი, სადაც ვასილ გულეურის პიესამ „დაბრუნებული ბგერები“ პირველი ადგილი დაიკავა.
 
2019 წელს მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წიგნისთვის „მიკო და რეი“. 2021 წელს მისი საბავშვო წიგნი "ამბები კატა კოტოსი", გახდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული.
 
 

შეხვედრები და მეცადინეობების ფორმატი

პროგრამაზე, ზღაპრული ლიტერატურა შეხვედრები შედგება ყოველ შაბათ. დღის მანძილზე ჩატარდება სამი 45 წუთიანი „გაკვეთილი“ - ორი ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მესამე ხატვა. ხატვის გაკვეთილს ჩაატარებს kids.ge-ს ხატვის პედაგოგი, მხატვარი და დიზაინერი, თათია ასკილაშვილი.
 
შეხვედრები შედგება ყოველ შაბათს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12:25-მდე. ჩატარდება სამი 45 წუთიანი გაკვეთილი, ხოლო მათ შორის 5 წუთიანი შესვენებები.

 

ბავშვების ასაკი

პროგრამაზე ვიღებთ 4-დან 10 წლამდე ბავშვებს. ჯგუფები დაკომპლექტდება ბავშვების ასაკის მიხედვით: 4-6 წლიანების, 6-8 წლიანების და 8-10 წლის ასაკის ჯგუფები.

 

პროგრამაზე რეგისტრაცია

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის (მშობელი, მეურვე) პირადობის მოწმობის ასლი;

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.


 

სწავლის საფასური

პროგრამაზე სწავლის საფასური 160 ლარია თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასურია 140 ლარი.

 

რა უნდა მოიტანოთ?

ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გაუფრთხილდით ღიმილს

წაახალისეთ ბავშვები დღეში ორჯერ გაიხეხონ კბილები ფტორის შემცველი კბილის პასტით კარიესისგან თავის დასაცავად.

Kids.ge-ს რჩევები

ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას

არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2023