ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არამედ მათი პატრონების მიერ დატოვებული ნაგავია, რადგან რასაც ვაკვირდები, ქუჩის ძაღლები ძირითადად მიწიან ზედაპირებზე ისაქმებენ ხეების მახლობლად.
ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როდესაც ვხედავ, თუ როგორ გადააბიჯებენ პატრონები ძაღლის მოსაქმების შემდეგ და გააგრძელებენ გზას, თითქოს არაფერი მომხდარა. რასაც სამწუხაროდ ძალიან, ძალიან ხშირად ვხედავ როდესაც ძაღლს ვასეირნებ.
ასეთ დრო იმაზე მითითება, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, ბევრისთვის უხერხულია. მეც არაერთხელ მოვრიდებივარ ასე პირდაპირ მითითებას (თუმცა ასევე არაერთხელ მიკითხავს - ცელოფანი ხომ არ გინდათთქო? და„ ჯიბიდან ცელოფნების მთელი შეკვრა ამომიღია მისაწოდებლად, რომელიც მუდამ თან დამაქვს ჩემი ტობის გამო). მიუხედავად იმისა, რომ მითითებით სწორი საქციელისკენ მოვუწოდებთ, ეს საბოლოო ჯამში მაინც გარკვეულ წილად აგრესიუალი ნაბიჯია, რის გამოც მინიმუმ სიტყვიერი დაპირისპირების დიდი ალბათობაა, ამიტომ მესმის თუ რატომ ვერიდებით ამას, მეც და სხვებიც.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდი პრობლემა ახლავს: თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქალაქზე, ასეთივე ინდეფერენტულები იქნებიან ჩვენი შვილებიც. არის რაღაცეები, რასაც საბოლოო ჯამში კანონი არეგულირებს, მაგრამ კანონის შიშის გამო რაიმეს გაკეთებას, ცხადია ამ ყველაფერის გაცნობიერებულად გაკეთება ჯობია! ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ თუ ჩვენ ჩვენი საქციელით ბავშვებს ვასწავლით ერთის მხრივ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე, ან ზოგადად ბუნებაზე ზრუნვას, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანის მიერ ძაღლის მოშინაურებით აღებულ პასუხისმგებლობას გავაზიარებინებთ ბავშვებს, ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება ყველასათვის, ახლაც და მომავალშიც.
ამ ყველაფრის საპიროწნედ, მხოლოდ საუბარი ან წუწუნი რომ არ გამომივიდეს, გადავწყვიტე გამეკეთებინა პოსტერები, რომელიც ჩემს პრინტერზე ამოვბეჭდე, ლამინაცია გავუკეთე და ჩემის სახლის სიახლოვეს სტეპლერით გავაკარი. მესიჯები, რაც ამ პოსტერებზე დავიტანე, ზოგიერთი მეთვითონვე მოვიფიქრე, რამდენადაც ფანტაზია მეყო; ზოგიც გადავთარგნე. ამ მესიჯების დახვეწა და გამრავალფეროვნებაც სამომავლოდ რათქმაუნდა შესაძლებელია თქვენი დახმარებით. გრაფიკა - ინტერნეტში მოვიძიე და იმედია მათზე საავტორო უფლებებისთვის არავინ გამოგვეკიდება; ხოლო თუ ასე მოხდა, მსგავსი გრაფიკის შექმნაც არანაირი პრობლემა არაა.
ეს საბეჭდი ფაილები მხოლოდ ჩემთვის არ გამიკეთებია ცხადია! თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები შეწუხებული ხართ თქვენს სამეზობლოში ძაღლების პატრონების გულგრილობით და ქალაქში სისუფთავისადმი ინდეფერენტულობით, კარგი იქნება თუ ამ ბლოგს და პოსტერების გავრცელებაში დამეხმარებით:
ამ ყველაფრისთვის მოვიფიქრე ჰეშთეგი „მევწმენდ“. შეიძლება სხვა ვერსიები უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე ვერსიაზე ფიქრის შემდეგ, მივხვდი რომ მათ სხვა კონოტაციებიც ჰქონდათ და თავი ავარიდე ამას. „მევწმენდ“ ერთის მხრივ თავისუფალი ჰეშთეგი იყო (ის აქამდე არაფერზე არ იყო გამოყენებული), მეორეს მხრივ მოკლე და ძალიან კონკრეტულია.
არ ვიცი ეს ყველაფერი კამპანიის სახეს რამდენად მიიღებს (ამის დიდი ილუზია არ მაქვს) მაგრამ ვცდი. ასეა თუ ისე, მესიჯები რაც ამ პოსტერებზე დავიტანე სულაც არ „ტეხავს“ და არც საზიზღრობაა, უფრო ალბათ პირიქით, ის უფრო „ტეხავს“ და საზიზღრობაა, როდესაც საკუთარ უბანს, ქალაქს, გარშემომყოფებზე და ზოგადად სისუფთავეზე არ ფიქრობ (იმის მიუხედავად ეს ყველაფერი კანონით დასჯადია თუ არა, რაც პრაქტიკულად ვიცით რომ არ სრულდება).
მოკლედ, ამ ეტაპზე გავაკეთე 9 სხვადასხვა ვარიანტი - 9 განსხვავებული გემოვნებისთვის და ჩვენი საიტის სერვერზე ავტვირთე. იქიდან ნებისმიერს შეუძლია მისი გადმოწერა და დაბეჭდვა. ასევე თითოეულ ამ პოსტერს, ქვემოთ მივაწერე ეს ჰეშთეგი და გვერდის მისამართი, რომ სხვამაც, ვინც მხოლოდ პოსტერს ნახავს ქუჩაში, შეძლოს მათი გადმოწერა.
ეს იმ გვერდის ლინკია, საიდანაც თითოეული ამ პოსტერის გადმოწერაა შესაძლებელი:
და ბოლოს: რადგან გარკვეულ წილად ქალაქში რაღაცეების გაკვრისკენ მოგიწოდებთ (რაც, როგორც ვხვდები ასევე კანონით რეგულირებადი საკითხია), გთხოვთ ისეთ ადგილებში გააკრათ სადაც ეს დასაშვებია; ამით არაფერს დააზიანებთ და დარწმუნებული იქნებით, რომ ის მალე არ მოძვრება და დამატებითი ნაგავი არ დაემატება ჩვენს ქალაქს ამ ფურცლების სახით.
#მევწმენდ
ავტორის შესახებ
გამარჯობა. მე ვარ დავით ცვარიანი. Kids.ge-ს დამფუძნებელი; ჩვენი ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის დირექტორი; ჩვენს სასწავლო ცენტრში არაერთი სასწავლო, შემეცნებითი პროგრამის ავტორი - რითაც ძალიან ვამაყობ! ეს ყველაფერი საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან საპასუხისმგებლო. ამიტომ სიამაყის გრძნობაზე მეტად, ალბათ მაინც პასუხისმგებლობის და ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლების, ჩვენი საიტ...
ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.
გონივრული შეზღუდვები - კონტროლი
ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო