სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია წინა სასკოლო ასაკის (5-6 წლის) ბავშვებისათვის. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მომდევნო სასწავლო წელს, ასაკის მიხედვით უწევს სკოლაში წასვლა (4-5 წლის ბავშვებისათვის, იხილეთ ინფორმაცია განმავითარებელი პროგრამის შესახებ). „სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა“ განმავითარებელი პროგრამაა, სადაც შეხვედრებს ფსიქოლოგები უძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მუშაობა ხდება მეტყველების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე; სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე; შემეცნებითი უნარების, აზროვნების, მეხსიერებისა და ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ბავშვები სწავლობენ ჯგუფში ქცევის, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას; ხდება სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება და ა.შ.
დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი ფსიქოლოგები სისტემატიურად მუშაობენ. ასევე, ფსიქოლოგები მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს მათ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.
სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
სწავლის დაწყებამდე ხდება მოსწავლეებთან და მშობლებთან წინასწარი გასაუბრება. სწავლის დაწყების პირველ პერიოდში კი, Kids.ge-ს სპეციალური ელექტრონული პროგრამისა და შეფასების სისტემის დახმარებით ხდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს შეფასება. კვლევების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ჯგუფში მყოფი თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ჯგუფისათვის დაიგეგმოს მთელი სასწავლო პროცესი, შეირჩეს მათთვის საჭირო განმავითარებელი აქტივობები და ვაკონტროლოთ სხვადასხვა საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომები, რომელთა შესახებაც მუდმივად ხდება მშობლის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციები.
სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.
საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება
მეტყველების გაკვეთილზე (საგანზე: მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება), სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა:
ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს მეტყველების თერაპევტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, სამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.
გაკვეთილებზე, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მათემატიკური აზროვნების განვითარებას. ამაზე მუშაობა ხდება სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებით, ტესტებით, სახალისო მათემატიკური თამაშებითა და ამოცანებით. პროგრამის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
გაკვეთილებზე ჩაუტარდებათ მარტივი, სახალისო ტესტები და ამოცანები.
მუშაობა ხდება სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე; ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ სახალისო თამაშებით, ინგლისური ლექსებისა და სიმღერების მეშვეობით.
სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გვაქვს 11:00, 13:00 და 16:00 საათებზე (ჯგუფებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით).
სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომელთაც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.
სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 250 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 230 ლარია.
ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.
არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები
თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.
დაახვეწინეთ საკომუნიკაციო უნარები
ახალშობილთა კომუნიკაციის უნარი საყურადღებოა. რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული მათი კომუნიკაციის უნარი, მით უფრო ადვილია კომუნიკაციის დამყარება სხვა ბავშვებთან თუ მასწავლებლებთან სკოლამდელ პერიოდში
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო